გაგზავნილია: 08.04.11 21:35. სათაური: წერილი მშობლებს
როგორც იცით თკვენი შვილის ჯგუფში დანერგილი გვაქვს თემატური სწავლების მეთოდი რომელიც ეყრდნობა ბავშვების ინტერესს ა მა თუ იმ თემისადმი თემა ,რომლის შესწავლასაც ვიწყებთ,არის ქართული პური.თუკი თკვენ გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში ან ინტერესი აგნიშნული თემისადმი,გთხოვთ,მიიგოთ მონაწილეობა.ჩვენ სიამოვნებით ჩაგრთავთ ამ პროცესში იმ სახით,რომელსაც შემოგვთავაზებთ გთხოვ თ დამიკავშირდეთ პატივისცემით მაია რაც შეეხება ამ კვირის დავალებას სთიქერები დაიმსახურეს- სეთური გიორგიმ, დათამ,ბაჩომ ლევანიკომ და მარიამმა, ანა კვეტენაძემ, კატომ, ირაკლიმ, ლიზი ზაუტაშვილმა,ნინიკომ და ტატამ მადლობა მათ და მათ მშობლებს ბეჯითობისათვის
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ გქონდეთ- მშვიდობიანი ზეცა, თქვენი და თქვენი შვილების კარგად ყოფნა!
ფორუმზე ყოველ კვირას გაგაცნობთ ჩვენს მთელი კვირის სამუშაო გეგმას, ეს დაგეხმარებათ საქმის კურსში იყოთ იმ თემებისა და ლექსების შესახება, რომლებსაც თქვენ პატარები მთელი კვირის მანძილზე შეისწავლიან!
გასულ კვირას ჩვენ ვისაუბრეთ- ბაღის შესახებ . გავეცანით რა არის საბავშვო ბაღი, რას ვაკეთებთ იქ.
შევადგინეთ ჯგუფის წესები , რომლებიც ასე ჟღერს:
1. გვიყვარდეს ერთმანეთი ე.ი. არ ვიჩხუბოთ ....
2. მოვუსმინოთ ერთმანეთს ...
3. ვიყოთ თავაზიანები - ვისწავლოთ თქვენობით ლაპარაკი და
ამ წესების გამეორება მოხდება ყოველ დილით "დილის შეკრებებზე"-საჭიროების შემთხვევაში მათ ახალი პუნქტები დაემატება... ამ წესების დაცვა სასურველია ხდებოდეს როგორც საბავშვო ბაღში ასევე, სახლში და-ძმებთან თუ მეგობრებთან თამაშის დროს! ეს დაეხმარება თქვენს პატარას მიეჩვიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გარკვეულ წესებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძინოს სკოლისათვის საჭირო უნარ- ჩვევბი!
ეს კი ჩვენი პირველი ლექსია
ბაღში უკვე დავდივარ
დილით ვდგები ყოჩაღად ბაღში უკვე მივედი გავიზრდები ჭკვიანი გქონდეთ ჩემი იმედი...
მასწავლიან ბევრ რამეს თანაც თამაშ- თამაშით, ჯერ ათამდეც ვერ ვითვლი გამოვტყდები ამაში.
მეგობრებიც მაკლია ცოტა კი მყავს ეზოში ბაღში უფრო ვიშოვი ვიდრე სამეზობლოში!
ძვირფასო მშობლებო! ჩვენს პატარებს ძალიან უჭირთ ფანქრის ხელში დაჭერა- გთხოვთ სახლში მისცეთ ფანქრები ყოველ დღე და აფერადონ ფურცელი. სთხოვეთ შეავსონ დავალება მოუწონეთ, მერე თანდათან რაღაც ფიგურა გააფერადონ- არ გადაცდნენ ხაზს ასე განვავითარებთ თითების მოტორიკას ამას ბაღში ყოველ დღე ვაკეთებთ. პირველი დავალების შესრულებისათვის მადლობას მოგახსენებთ -ასე თუ ვიმუშავეთ ჩვენი შვილები კარგი მომზადებულები წავლენ სკოლაში ზოგმა ბავშვმა არ იცის მშობლების სახელი- ასწავლეთ საკუთარი სახელი, გვარი, ასაკი -ოჯახის წევრების სახელები :) ყოველ დილით სახლიდან გამოსვლისას სთხოვეთ დააკვირდნენ-როგორი ამინდია?
თემის ლექსიკა:ფოთოლცვენა; ყურძენი; ვაზი;ვენახი;რთველი;დამწიფება;მოკრეფა; თათარა...
საუბარი შემოდგომობით როგორი ამინდია გარეთ.დაკვირვება როგორ იცვლება ბუნება; თანდათან როგორ იცვლიან ფოთლები ფერს; სად მიფრინავენ ფრინველები; როგორ ვიცმევთ .....
მიმდინარე კვირის თემა არის -ფერები ჩვენს გარშეო .-
ყველა ფერს ვუთმობთ 1 დღეს . ვაკეთებთ სხვადასხვა კოლაჟებს , ამავე დროს დილის შეხვედრებში საუბარი გვექნება რას ვაკეთებთ დილით . ვინც დილით ვარჯიშობს ის არის ყოჩაღი .
გვაქვს სურათის აღწერა და მასზე პატარა მოთხრობის შედგენა . ჰკითხეთ ბავშვებს რა სურათი ნახეს ყოჩაღ ქეთიზე და ზარმაც ნიკაზე. სახელები თვითონ შეარჩიეს . :)
რა ფერის არის ყაყაჩო ყანა? .
ვისწავლეთ ლექსი
"ყაყაჩოსა სიწითლითა" .....
ვისაუბრეთ ზამთრისათვის სამზადისზე...
მეორე ლექსი
მოაგროვა ციყუნამ წაბლი, თხილი, კაკალი არხეინად იქნება ეხლა მთელ ზამთარი ....
აქ ვუხსნით, რომ შემოდგოაზე ხალხი აგროვებენ მოსავალს იმისთვის, რომ ზამთარი მშვიდად გაატარონ!
ჯერჯერობით ეს არის, აქვე მინდა მადლობა გადვუხადო იმ მშობლებს ვინც შემომეხმიანა ფორუმზე . მიხარია რომ ერთად მუშაობთ და გვეხმარებით ჩვენი ბეღურების დაფრთიანებაში . ჩემი მიზანია ბავშვებში გავზარდო ცნობის მოყვარეობა თავდაპირველად, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ცოდნის მოყვარეობაში