ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 100
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 14.04.11 21:27. სათაური: ცოტა- ცოტა ყველაფერზე


მართალია დღესდღეობით აქტუალურია ლოზუნგი -საქმე ლაპარაკის ნაცვლად, მაგრამ საქმის მერე ბაასიც არ გახლავთ ურიგო . მითუმეტეს იქ, სადაც თავს ბევრი ქალი იყრის...
საქმეებზე სადაც უნდა წეროთ კი იცით, აქ კი მოდით ვისაუბროთ იმ ყველაფერზე რაც განტვირთვაში დაგვეხმარება....


და ტკბილეული...(ძირს დიეტა აქაური ტკბილეული არ ასუქეეეებს!!!!)













Спасибо: 1 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 37 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]


ადმინისტრატორი




შეტყობინება: 171
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 23.06.11 22:03. სათაური: გავ..


გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის...

გიო ანდრონიკაშვილი


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 172
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 24.06.11 23:07. სათაური: სუნ..


სუნთქვა გაყურსულა ნებიერად
კაბის გადაჩითულ საგულესთან...
ეგებ მოხვიდე და კოცნა დადო
ყურზე,კონწიალა საყურესთან?!

გარეთ შემოდგომის დღეებია...
მწიფე ყურძნის ცრემლით ვიტირებ და
გული დაეწვება ღამის სიოს,
გარეთ გამიტყუებს ჭრიჭინებთან.

ფოთლებს ოქროსფერი გადაუკრავთ
გული გაფრენილა საგულედან...
შენი კოცნის გემო დამიღვინდა
ყურზე კონწიალა საყურესთან.



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 173
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 24.06.11 23:13. სათაური: გულ..


გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას

და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.


ტერენტი გრანელი

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 174
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 24.06.11 23:29. სათაური: ჩემ..


ჩემი გული უფრო გამალებით ცემს
შენს მოლოდინში-

ტერენტი გრანელი

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...

ტერენტი გრანელი


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 175
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.06.11 08:26. სათაური: http://www.youtube.c..




Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 177
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 01.07.11 21:12. სათაური: "ად&..


"ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენათ მძიმე რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუდზლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული..თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე ..."

ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი"...



რა ადვილი იქნებოდა ცხოვრება ამ ქვეყანაზე ადამიანები ამ კანონს მაინც რომ ემორჩილებოდნენ ,არა?!

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 202
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.10.11 18:48. სათაური: http://www.youtube.c..




მაგარია ;) :)

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 203
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.10.11 19:15. სათაური: გარ..


გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს!

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა.. აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..

ოთარ ჭილაძე






Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 204
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.10.11 19:19. სათაური: ხეე..


ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ -
სიბერის შუქით განაზებული -
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
იქამდე თითქოს არარსებული.

მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში...
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ - რატომღა დარჩი.

ესეც ჭილაძეა



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 205
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.10.11 19:42. სათაური: ჰმ,ư..


ჰმ,როგორც ვატყობ - ამ ფორუმზე ისეა ჩემი საქმე -"მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება გზაო'----მარტო ვწერ, მარტო ვკითხულობ , მარტო ვასწორებ, მარტო ვალამაზებ და სულიერი თუ დადის ვინმე ვერ მიხვდები ნაკვალევს არ ტოვებს კაციშვილი

ხოოოოდაა თუ გავბრაზდი მალიარი არისტოფანესავით ვიტყვი მეც---"


(обиженно) Тогда сам выбирай коло́р и сам крась! А меня здесь нет!.. (выходит)

და გავიხურავ კარს




Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 206
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 25.10.11 20:28. სათაური: http://youtu.be/GBpc..




Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 224
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 06.11.11 17:07. სათაური: • • • წვ..


• • •

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.





Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
დამსაახურებული ჩიორელი


შეტყობინება: 33
დარეგისტრირებულია: 17.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 12.11.11 22:54. სათაური: ჩემ..


ჩემი ერთ ერთი საყვარელი ლექსი


ო. ჭელიძე
მდინარის პირას,პატარა ტყეში
ხეს უხმაუროდ მოწყდა ფოთოლი
ფოთოლი მოწყდახეს უხმაუროდ
მდინარის პირას პატარა ტყეში
არც ქარი იყო ,არც წვიმის თქეში
რამ ჩამოაგდო ნეტავ ფოთოლიი
ნეტავ ფოთოლი რამ ჩამოაგდო
არც ქარი იყო ,არც წვიმის თქეში
უბრალოდ ფოთლის დღე დაილია
მდინარის პირას პატარა ტყეში.....



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 226
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 14.11.11 17:41. სათაური: maia пишет: ო..


maia пишет:

 ციტატა:

ჩემი ერთ ერთი საყვარელი ლექსი





Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 227
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 15.11.11 19:22. სათაური: http://www.facebook...




ბავშვური ლოგიკა

ამერიკელმა მკვლევარებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარული? ერთადერთი მიზნით, რომ გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი.
იხილეთ, რამოდენიმე პასუხი,შემდეგი ასაკობრივი კატეგორიებით:

4 წლის ერი: სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.
4 წლის მერი–ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.
4 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.

6 წლის რებეკა: –როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროს არაფერს ითხოვ.
6 წლის მარკი: სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს.
7 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.
7 წლის დენი: სიყვარულია,როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს გემრიელია თუ არა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა,მიყვარსო და თუ გიყვარს ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

ამ კონკურსში გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა,რომლის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო,ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს,როცა დედამ ჰკითხა: რა უთხარი ჩვენს მეზობელსო? ბიჭუნამ მიუგო,–არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარეო.

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 37 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]
პასუხი:
1 2 3 4 5 6 7 8 9
видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки оффтопик свернутый текст

показывать это сообщение только модераторам
не делать ссылки активными
Имя, пароль:      зарегистрироваться    
Тему читают:
- წევრი ფორუმზეა
- წევრი არ არის ფორუმზე
დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 3
მარცხნივ: სმაილები კი, სურათები კი, შრიფტი არა, ხმის მიცემა არა
ავატარი კი, მისამართების ავტოშეცვლა ჩართულია, премодерация გამორთულია, правка არა



//osw