ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
დამსაახურებული ჩიორელი


შეტყობინება: 4
დარეგისტრირებულია: 17.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 06.04.11 23:01. სათაური: ცოტა რამ ფსიქოლოგიის შეს


ჟან პიაჟე (1896-1980) ინტელექტის განვითარების თეორია.შვეიცარიელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. ალფრედ ბინეს ლაბორატორიაში მუშაობისას შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.
ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაშI, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.
ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.
ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტე;ექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

მოკლე კონსპექტი წიგნიდან: “პროფესიული უნარები”, დანართი 2. გამოცდების ეროვნული ცენტრი.

Ñïàñèáî: 0 
ÏðîôèëüÖèòàòà უპასუხე
Îòâåòîâ - 2 [მხოლოდ ახალი]


დამსაახურებული ჩიორელი


შეტყობინება: 21
დარეგისტრირებულია: 17.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 12.04.11 22:25. სათაური: რა +..



რა არის წვრილი მოტორიკა
მოტორიკა მოძრაობას ნიშნავს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არის ადამიანის ორგანიზმის ან მისი ცალკეული ორგანოების მოძრაობის, აქტივობის აღნიშვნელი სიტყვა. განასხვავებენ მსხვილ (მიხრა-მოხრა, ცოცვა, სირბილი, ხტომა...) და წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებითა და თითებით შესრულებული მოძრაობების ერთობლიობა).
მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანის თავის ტვინის ის უბანი, რომელიც განაგებს მეტყველებას, ძალიან ახლოს მდებარეობს უბანთან, რომელიც ხელის თითების მოძრაობას უზრუნველყოფს, ხელის თითების მიზანმიმართული ვარჯიში კი, თავის მხრივ, მეტყველებისა და სხვა მეზობელ უბნებსაც ააქტიურებს. ამიტომ აუცილებელია, ბავშვის ხელები საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში ჩავრთოთ, მით უმეტეს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობები.
წვრილი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოების შესრულებას შეგვიძლია სულ მცირე ასაკიდან შევუდგეთ.
დავიწყოთ მასაჟით.
ხელის მტევნებისა და თითის ფალანგების მსუბუქი მასაჟი სრულდება ყოველდღე, 3-5 წუთის განმავლობაში. მოიცავს წრიულ მოძრაობებს ხელისგულზე ცერა ან საჩვენებელი თითით, ფალანგების გაშლა-მოხრას, ფალანგების დაზელას წრიული მოძრაობით თითის ბოლოდან წვერისკენ (ხელისგულიდან ფრჩხილისკენ), “წვიმის წვეთებს” – მსუბუკ კაკუნს თითის ბალიშებით, “დამაუთოებელ” მოძრაობებს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილკბილება სავარცხელი და ნაზად “დავარცხნოთ“ ხელისგულები და თითები.
რეკომენდებულია 2-3 თვის ასაკიდან.
ახლა კი იმ საგულისხმო სიმპტომებს ჩამოვთვლით, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა ბავშვზე დაკვირვებისას:
ხუთი თვის ასაკისთვის ბავშვს ხელები მუშტად აღარ უნდა ჰქონდეს შეკრული, უნდა შეეძლოს მისთვის გაწვდილი სათამაშოს ჩამორთმევა, ხელის მტევნებისა და თითების დამოუკიდებლად გაშლა-მომუჭვა, ხელის გაწვდენა იმ ნივთისკენ, რომელიც დააინტერესებს, ერთი ხელიდან მეორეში ნივთის გადატანა, მონადირებული საგნის პირისკენ წაღება, ორი ნივთის ცალ-ცალკე ხელში დაჭერა და ერთმანეთზე დაკაკუნება.
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვი იყენებს მხოლოდ ერთ ხელს. მიაქციეთ ყურადღება: პათოლოგიაზე საუბარია მაშინ, როცა ბავშვი უფრო მარჯვედ კი არ ხმარობს რომელიმე ხელს, არამედ მუდმივად, გამონაკლისის გარეშე, ამჯობინებს, ცალი ხელით შეასრულოს მოქმედება. ასეთ დროს საუბარია არა ცაციობა-მემარჯვენეობაზე, არამედ ფუნქციურ დარღვევაზე.

აი, თამაშის დროც დადგა.
ცუგა, ნუ იკბინები!
ხის ან პლასტმასის ფერადი სარჭებით (ყურადღება მიაქციეთ, რომ სარჭები მეტისმეტად არ უჭერდეს) უამრავი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.
წინასწარ გამოჭერით ფერადი მუყაოსგან მზე, ღრუბელი, გორაკი და ბავშვს ზედ სარჭები დაამაგრებინეთ – სხივებად, წვიმად, ბალახად...შეგიძლიათ, სარჭები ზღარბის ეკლებად აქციოთ ან უბრალოდ კოლოფის გასწვრივ ჩამოამწკრივებინოთ თანამიმდევრობით ან ფერების მონაცვლეობით. აამუშავეთ ფანტაზია და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში თქვენს პატარას გარანტირებული აქვს სერიოზული “სამაგიდო სამუშაო“.
ამავე სარჭებით შეგიძლიათ ბავშვს თითის ბალიშების მასაჟიც გაუკეთოთ: სარჭი გადაიქცევა ცუგად ან პაწაწა ნიანგად, რომელიც თანამიმდევრობით “კბენს” ყველა თითს (წინასწარ შეამოწმეთ მოჭერის ძალა საკუთარ თითებზე).

ვწერთ ხელისგულზე
სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და ხელი გამოგიწოდოთ. გაშლილ ხელისგულზე დააწერეთ ასოები, ციფრები, დაახატეთ წრე, კვადრატი, მზე, ღრუბელი, ყვავილი. შეგიძლიათ, “ტილოდ” ზურგიც გამოიყენოთ. ბავშვმა უნდა ამოიცნოს და დაასახელოს გრაფიკული გამოსახულება.
ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნება ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხუთი ძირითადი გრძნობიდან ერთ-ერთი პირველი ეხმარება პატარას სამყაროს შესწავლასა და შემეცნებაში. ამ შეგრძნების განვითარება სულ მცირე ასაკიდან არის შესაძლებელი. ამ უნარის განმავითარებელ სავარჯიშოებს ქვემოთაც მოვიყვანთ.
გარდა ხელისგულებისა და ზურგისა, სასარგებლოა თამაშში ფეხისგულების ჩართვაც. მაგალითად, არც ისე ძნელია სხვადასხვა ფაქტურის მქონე ქსოვილებისა და ნივთებისგან სპეციალური სამასაჟო ფარდაგის გაკეთება. შეიძლება გამოიყენოთ ხაოიანი პირსახოცი, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ტანის დასაბანი ნეჭა და სხვა ხელმისაწვდომი საგნები.

თხილამურები
პლასტმასის ბოთლის სახურავები “თხილამურებად“ აქციეთ. დაე, ჯერ ერთი, მერე მეორე ხელის თითებმა მოირგონს თხილამურები და დაძლიონ “დისტანცია”. პატარა თითებისთვის მშვენიერი სავარჯიშოა ამავე თავსახურების ბოთლებზე მოჭერა-მოშვებაც.

ვხატავთ თითებით
ფართო ლანგარზე ან მაგიდის ზედაპირზე დაყარეთ ნებისმიერი ბურღული, გადაასწორეთ და სთხოვეთ ბავშვს, თითით შიგ სწორი ან კლაკნილი ხაზები გაავლოს, დახატოს მისთვის საინტერესო ფიგურები. თითებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ თითის ბალიშების ამგვარი სტიმულირება ძალიან სასარგებლოა.
ჩაყარეთ ბურღული დიდ თასში, ჩამალეთ შიგნით “განძი“ – რაიმე პატარა საგანი – და ბავშვს მისი მოძებნა სთხოვეთ, შემდეგ კი კოვზით გადააცლევინეთ თასის შიგთავსი მომცრო ზომის ჭურჭელში.

ათასი წვრილმანი
ღილები, მძივები, ჩხირები, ასანთის ღერები – ნებისმიერი მათგანი გამოგადგებათ თითების წვრილი მაკოორდინირებელი სავარჯიშოების შესასრულებლად. შეიძლება მძივების აცმა ფერად ძაფზე, ჩხირებითა და ასანთით სახლის აშენება, ღილების შეკვრა-გახსნა, მათი გადახარისხება ფერისა და ზომის მიხედვით. შეგიძლიათ, ყველა ამ ნივთის კომბინაციით შექმნათ რაიმე ინსტალაცია და ოჯახის სხვა წევრები “სიურეალისტურ გამოფენაზე” მიიპატიჟოთ.

დამყოლი მასალა
პლასტილინი და ცომი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი გასართობია.
პლასტილინით ძერწვასთან ერთად ძალიან სასარგებლოა დარბილებული მასალით ხატვა მყარ ზედაპირზე. ბავშვს წინასწარ მოუხაზეთ კონტური და სთხოვეთ, პლასტილინით გააფერადოს, ცომს კი ნებისმიერი პატარა საკუთარი შეხედულებისამებრ მოუვლის. დაგორგვლა, გაბრტყელება, თითის ჩარჭობა, მარცვლეულით მორთვა ბავშვს შესანიშნავად გაართობს.

გამოცნობანა
რამდენიმე ჯამში ან პარკში ჩაყარეთ სხვადასხვა სახის მარცვლეული. ჩააყოფინეთ ბავშვს თითები – დაე, მოსრისოს, ხელიდან ხელში გადაიყაროს, ერთი სიტყვით, ყოველმხრივ შეისწავლოს. თან დაასახელეთ თითოეული მათგანი, დაახასიათეთ: თეთრია, მყარია, რბილია, ნოტიოა, ცივია... შემდეგ შესთავაზეთ, თვალები დახუჭოს და ბრმად გამოიცნოს, რომელი ბურღულის თასში აქვს ჩაყოფილი ხელი.
აი კიდევ ერთი შესანიშნავი გასართობი: ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში პატარა სათამაშოები, ბავშვს შესთავაზეთ, შიგნით ხელი ჩაყოს და სათამაშოები სათითაოდ ამოიღოს, ოღონდ არ დახედოს – მხოლოდ შეხებით “დაინახოს” და დაასახელოს.

თითების სპექტაკლი
ასწავლეთ ბავშვს თითებით სხვადასხვა ცხოველის წარმოსახვა. აუხსენით სიტყვიერად და აჩვენეთ, როგორ განასახიეროს ბაჭია, კაცუნა, პეპელა, ხარი, ზღარბი... როდესაც ბავშვი გაეცნობა ამ პერსონაჟებს, შეგიძლიათ, მასთან ერთად სცენარი შექმნათ და მინისპექტაკლი გამართოთ (აუცილებლად მიიწვიეთ მაყურებლები –ოჯახის წევრები).

რა თქმა უნდა, სახლი ამ საქმიანობის შემდეგ წინანდებურად მოწესრიგებული ვეღარ იქნება. სამაგიეროდ, ასეთი “შემოქმედებითი უწესრიგობა“ ფასდაუდებელი ინტელექტუალური ინვესტიციაა სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბაშვებისთვის, რადგან ჩამოთვლილი სახალისო თამაშები სავარჯიშოებია, რომლებიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას, წარმოსახვასა და აზროვნებას, სივრცით მიმართებებს (ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს, შორს...), არტისტიზმსა და შემოქმედებით ნიჭს. ამ თამაშების მეშვეობით ბავშვი ითვისებს ცნებებს “ფორმა”, “ფერი”, “ზომა”, ივსებს ლექსიკურ მარაგს და ხვეწს მეტყველებას. გარდა ამისა, თამაშის დროს პატარა უხვად იღებს მშობლების სითბოსა და ყურადღებას, რაც ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის შეუცვლელია.
ბოლოს და ბოლოს, არეული სახლის მოსაწესრიგებლად შეგიძლიათ უკვე გავარჯიშებული დამატებითი რესურსიც გამოიყენოთ – ბავშვები ნებისმიერ საქმიანობაში ხალისით ერთვებიან, თუკი დავაინტერესებთ და მოვანდომებთ. ( ჟურნალი "ავერსი" N76).




Ñïàñèáî: 0 
ÏðîôèëüÖèòàòà უპასუხე
დამსაახურებული ჩიორელი


შეტყობინება: 22
დარეგისტრირებულია: 17.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 12.04.11 22:27. სათაური: ას+..




ასაკობრივი კრიზისი
„არ შევჭამ…“, „არ დავიძინებ…“, „მეზარება კბილების გახეხვა…“, „მე რატომ უნდა ვიმეცადინო, ხომ ხედავ, ჩემი ძმა(და) არაფერს აკეთებს…“...ნაცნობი სიტუაციაა? გაგჩენიათ განცდა, რომ თქვენი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა? ბავშვი უცბად გახდა ჯიუტი,მომთხოვნი,გაღიზიანებული. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ–ნელა იწყება, უბრალოდ ყურადრების გამახვილება უკვე გამწვავებულ პერიოდშიხდება. მსგავს პრობლემას პრაქტიკულად ყველა მშობელი აწყდება. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ასეთი ცვლილებები ნორმალურია და გარკვეულკანონზომიერებას ემორჩილება. ბავშვი არათანმიმდევრულად ვითარდება.იგი ხან მშვიდ და სტაბილურ პერიოდებს გადის, ხანაც – ე.წ. კრიზისულს.
დაფიქრებულხართ რამდენი კრიზისული ეტაპის გადალახვა უწევს ადამიანს ტავისი ცხოვრების განმავლობაში? ბავშვთა კრიზისულ ასაკს განეკუთვნება:
• პირველი წლის კრიზისი
• 3 წლის კრიზისი
• 7 წლის კრიზისი
• მოზარდობის პერიოდის კრიზისი (12-15 წელი)

პირველი წლის კრიზისი:
ამ პერიოდში გადაადგილების ძირითად ფორმას წარმოადგენს სიარული. იზრდება აკრძალული და საშიში ნივთების ნუსხა. უამრავი „არა“ კი პროვოცირებას უკეთებს ბავშვის მძაფრ რეაქციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზრდილებს არ ესმით ბავშვის სურვილი, სიტყვები და მიმიკა, ან არ ასრულებენ მათ.
3 წლის კრიზისი:
ეს არის საკუთარი „მე“-ს გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემომყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაშინ კონფლიქტი შეიძლება აცილებულიც იქნას.
7 წლის კრიზისი:
ყოველი კრიზისული პერიოდი – ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, როცა ბავშვს ახალიწარმოდგენები უჩნდება „ზრდასრულობაზე“. ერთი შეხედვით, თითქოს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს, თუმცა კრიზისის დამთავრების შემდეგმშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. შემდეგ იწყება ხანგძლივი,შესამჩნევად მშვიდიპერიოდი, როცა ბავშვი ახალი უნარ–ჩვევების დაუფლებას სწავლობს.ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილებებისმიღება ნელ–ნელა ხდება. იმისათვის რომ ბავშვმა ახალი წესები და მოთხოვნები დაიცვას, ის ჯერ უნდა შისწასვლოს, ხოლო სანამ შეისწავლის,დაარღვიოს კიდევაც. . მაგალითად, სანამ ვასწავლით, რომ ყოველ დღე სკოლაში მიცემული დავალება უნდა მოამზადოს, პერიოდულად გაჯიუტდება,დაეზარება, ათას მიზეზს მოიგონებს, რომ დრო გაიყვანოს, მერე კი თანდათან მიეჩვევა და მეცადინეობა ყოველდღიურ,უაცილებელ ჩვევადჩამოუყალიბდება (ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი კარგად აკონტროლებს დღის რეჟიმს). გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვების ქცევა გარემო სიტუაციაზეა დამოკიდებული. ქცევის ნეგატიური სიმპტომები უფრო მეტად ჩვეულგარემოში იჩენს თავს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სახლში შესაძლებელია ბავშვი ცელქი, კაპრიზული და დაუმორჩილებელი იყოს, სკოლაში კიმასწავლებლის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდეს. რა ახასიათებს 7 წლის კრიზისს? ამ პერიოდის ერთ–ერთი მახასიათებელია ე.წ. „პაუზები“. ნებისმიერ თხოვნას, მითითებას, ბრძანებასა და ბავშვის რეაქციას შორის გარკვეულიპაუზა ჩნდება. თითქოს ბავშვს არ ესმის, რას ეუბნებიან. გარდა ამისა, ხშირად კამათობს, აპროტესტებს მოთხოვნებს და საკუთარი თავის დასაცავადსხვადასხვა არგუმენტებს ეძებს. ცდილობს დიდივით მოიქცეს. დიდივით საუბრობს, ქცევაც, როგორც წესი, მშობლების ქცევის გასარჟებულვარიანტს წარმოადგენს. ამ პერიოდში ბავშვები იწყებენ საკუთარ გარერგნობაზე ზედმეტი ყურადღების მიქცევას. ეს უფრო გოგონებს ეტყობათ.მათთვის მთელ ცერემონიალადიქცევა ხოლმე გარეთ გასვლის წინ ტანსაცმლის შერჩევა.


Ñïàñèáî: 0 
ÏðîôèëüÖèòàòà უპასუხე
პასუხი:
1 2 3 4 5 6 7 8 9
âèäåî ñ youtube.com êàðòèíêà èç èíòåðíåòà êàðòèíêà ñ êîìïüþòåðà ññûëêà ôàéë ñ êîìïüþòåðà ðóññêàÿ êëàâèàòóðà òðàíñëèòåðàòîð  öèòàòà  êàâû÷êè îôôòîïèê ñâåðíóòûé òåêñò

ïîêàçûâàòü ýòî ñîîáùåíèå òîëüêî ìîäåðàòîðàì
íå äåëàòü ññûëêè àêòèâíûìè
Èìÿ, ïàðîëü:      çàðåãèñòðèðîâàòüñÿ    
Òåìó ÷èòàþò:
- წევრი ფორუმზეა
- წევრი არ არის ფორუმზე
დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 3
მარცხნივ: სმაილები კი, სურათები კი, შრიფტი არა, ხმის მიცემა არა
ავატარი კი, მისამართების ავტოშეცვლა ჩართულია, ïðåìîäåðàöèÿ გამორთულია, ïðàâêà არა



//osw