მეთოდოლოგია: თბილისის მერიის დაკვეთით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრმა მოამზადა თბილისში არსებილი ბაგა-ბაღებისათვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა3-4 წლისა და 4-5 წლის ბავშვებისათვის.პროგრამა ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ ბავშვის განვითარების სტანდარტებს. პროგრამის მეთოდოლოგიად გამოყენებულია ე.წ. თემატური სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელი. სახელმძღვანელო დაყოფილია სასწავლო პერიოდის მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს: • პირველი კვირა ბაღში • მე და ჩემი გარემო • ფერები ჩემს გარშემო, • დღესასწაულები (შობა-ახალი წელი, აღდგომა, 26 მაისი, დედის დღე) • ფორმები ჩემს გარშემო • მე და ჩემი შეგრძნებები • კატეგორიები (ავეჯი, ტრანსპორტი, ჭურჭელი და ა.შ.), • ჯანმრთელობა და ჯანმრთელი კვება • მე, ჩემი ემოციები და პროსოციალური ქცევა, • დედამიწა და კოსმოსი • დრო-კალენდარი-საათი • საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები • ჰიგიენა, უსაფრთხოება და თვითმოვლა • მეგობრობა-სხვისი პატივისცემა-ტოლერანტობა, • პროფესიები და ა.შ. თითოეული თემა იყოფა ქვეთემებად. ვრცლად
საბავშვო ბაღის მომსახურების ღირებულება:
• სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000 ნაკლებია, საბავშვო ბაღის მომსახურება უფასოა. აღნიშნული მომსახურების საფასურს თბილისის მერია დაფარავს. • საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც არ ფიქსირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ან რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000, ხოლო ოჯახის წლიური შემოსავალი ნაკლებია 40 000 ლარზე, პირველი ბავშვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 80 ლარს, ოჯახიდან მეორე ბავშვი მომსახურების ღირებულება შეადგენს 40 ლარს, მესამე და მომდევნო ბავშვის მომსახურება უფასოა. • ოჯახებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, მომსახურების ღირებულება არ აღემატება ბაღში ბავშვის უზრუნველყოფის რეალურ ხარჯებს.