ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
დამსაახურებული ჩიორელი




შეტყობინება: 2
დარეგისტრირებულია: 14.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 14.03.11 18:36. სათაური: მეთოდ. კაბინეტი


ყველა ადამიანი პროფესიას ირჩევს ბავშვობიდან.მე ვთვლი, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში ხარ მართალი საკუთარ თავთან.საქმე თუ გიყვარს, თუ იგი სწორედ შენი სულიერი მოთხოვნის საფუძველზე აღმოცენდება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იღებს საუკეთესო ნაყოფს.ამგვარად მიღებული ნაყოფი კი მთელი შენი ცხოვრების მანძილზე სიამოვნებას განიჭებს.მხოლოდ ასე თუ შეფასდება ჩვენი საქმიანობა,როდესაც ყოველდღიურად გიწევს მომავალ თაობასთან ურთიერთობა. თვლი , რომ მათი ღისეულ ადამიანებად აღზრდა- განათლება მცირედ ვალის მოხდაა სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე.


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 9 [მხოლოდ ახალი]


დამსაახურებული ჩიორელი




შეტყობინება: 3
დარეგისტრირებულია: 14.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 14.03.11 18:45. სათაური: ჩვე..


ჩვენს ბაღში, ჩემს საქმაინობას წარმოადგენს თვალყური ვადევნო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით აღზრდასა და განათლებას.ვხელმძღვანელობთ საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის(ავტ.გ.მგალობლიშვილი; ლ.მექვაბიშვილი) მიერ გამოცემული სახელმძღვანელოებითა და პროგრამით.ასევე ჩანართები გვაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრამებიდანაც.
წლის დასაწყისში ყველა აღმზრდლს ურიგდება წლის სასწავლო გეგმა-კონსპექტები, შდგენილი ზემოთ აღნიშნული სახელმძღვანელოების დახმარებით და მოეთხოვებათ მის საფუძველზე შექმნან ყოველთვიური სამუშაო განრიგი, რომელიც მოწმდება ყოველი თვის ბოლოს. მათ მიერ შესრულებული სამუშაო გეგმა თვალსაჩინოებისათვის გამოკრულია ჯგუფების მისაღებ ოთახებშიც, მშობელთა კუთხეში. წლის ბოლოს ტარდება საჩვენებელი ღია მეცადინეობები.
მინდა სიამაყით ავღნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ ბაგა- ბაღში მომუშავე ყევლაადამიანი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეპყრობა მათდამი დაკისრებულ მოვალეობებს,ჩვენ მუდამ ვცდილობთ ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე და შევასრულოთ პირნათლად ჩვენი მოვალეობები, თუმცა გეგმებიც და საკეთებელიც ბევრი გვაქვს.ვცდილობთ და შეძლებისდაგვარად ვახერხებთ შევქმნათ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა მივიდეთ სასურველ შედეგამდე.

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
დამსაახურებული ჩიორელი




შეტყობინება: 4
დარეგისტრირებულია: 14.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 18.04.11 15:35. სათაური: ..


დირექტორის მოადგილე მეთოდურ დარგში

ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის და პედაგოგიური პერსონალის მუშაობის საკიტხებში;

სისტემურად ამოწმებს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფებში დასწრებიტ, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და სთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს;

მუშაობს თითოეული ასაკობრივი ჯგუფის პედაგოგიურ პერსონალთან ერთად, განიხილავს და ადგენს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უზრუნველყოფს ამ პროგრამის გაანალიზებას, შეფასებას; ყურადღებას ამახვილებს მის ნაკლსა თუ წარმატებულ მხარეებზე და საჭიროების შემთხვევაში , შეიმუშავებს ახალ სტრატეგიებს;

ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული თვალსაწიერის გაზრდას, აცნობს ახალ, თანამედროვე მიდგომებსა სა მეტოდიკას;

უზრუნველყოფს პედაგოგიური პერსონალის მომარაგებას ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო თვალსაჩინოებებით, წიგნებით, სათამაშოებით, და სხვა საჭირო მასალით;

ზრუნავს სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გარედან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით;
უზრუნველყოფს დირექტორთან შეთანხმებით სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებას. ( ზეიმები, პედაგოგთა კრებები, ექსკურსიები და სხვა.).

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 187
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:54. სათაური: თბი..


თბილისის მერიის დაკვეთით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრმა მოამზადა

თბილისში არსებილი ბაგა-ბაღებისათვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა 3-4წლისა და 4-5 წლის ბავშვებისათვის


იხილეთ აქ


პროგრამა ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ ბავშვის განვითარების სტანდარტებს. პროგრამის მეთოდოლოგიად გამოყენებულია ე.წ. თემატური სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელი.

სახელმძღვანელო დაყოფილია სასწავლო პერიოდის მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს:


პირველი კვირა ბაღში
მე და ჩემი სხეული
მე და ჩემი გარემო
ფერები ჩემს გარშემო,
დღესასწაულები (შობა-ახალი წელი, აღდგომა, 26 მაისი, დედის დღე)
ფორმები ჩემს გარშემო
მე და ჩემი შეგრძნებები
კატეგორიები (ავეჯი, ტრანსპორტი, ჭურჭელი და ა.შ.),
ჯანმრთელობა და ჯანმრთელი კვება
მე, ჩემი ემოციები და პროსოციალური ქცევა,
დედამიწა და კოსმოსი
დრო-კალენდარი-საათი
საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები
ჰიგიენა, უსაფრთხოება და თვითმოვლა
მეგობრობა-სხვისი პატივისცემა-ტოლერანტობა,

პროფესიები და ა.შ.თითოეული თემა იყოფა ქვეთემებად.

3-4და 4-5 წლის ბავშვებისათვის ზოგი თემა საერთოა, მაგრამ სხვადასხვა სირთულის: მაგ. თუ 3-4 წლიანები სწავლობენ მარტივ ფორმებს, 4-5 წლიანები ორ და სამგანზომილებიან ფორმებს ეცნობიან. ზოგი თემა მხოლოდ 3-4 წლიანებისთვისაა განკუთვნილი, მაგ. ფერმა, ზღაპარი და ზღაპრის გმირები და ა.შ. ზოგი თემა კი მხოლოდ 4-5 წლიანებისათვისაა, მაგ. საპირისპირო სიტყვები, დრო-საათი-კალენდარი და ა.შ. 


რას ავითარებს პროგრამა

თემატური აქტივობები ისეა აწყობილი, რომ ითვალისწინებს ბავშვის არა მხოლოდ ცალკეული უნარების (შემეცნებითი, მეტყველების, ფიზიკური, შემოქმედებითი) განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. პროგრამაში ასევე შესულია ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენტურობის ზრდას შეუწყობს ხელს.

თითოეული თემა მოიცავს ბაღში გასახორციელებელი აქტივობების მთელ პაკეტს, აქტივობათა სრული აღწერილობით.

აქტივობები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:


წიგნიერება/მეტყველება
ხელოვნება
სამაგიდო თამაშები
მუსიკა და მოძრაობა
მეცნიერება
სენსორული აქტივობები
კონსტრუქციული აქტივობები
დრამატული აქტივობები
კულინარია

რა უნარებს ავითარებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები?

სამაგიდო თამაშები ავითარებს თვალისა და ხელის კოორდინაციას, რაც წერის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. "ფაზლები" და სხვადასხვა ჯგუფური სამაგიდო თამაშები (ლოტო, "მემორი", ფლეშბარათები,და სხვა) ნატიფ მოტორიკასთან და მათემატიკური აზროვნებასთან ერთად ერთად,მეხსიერებას და ჯგუფური თამაშის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.

სხვადასხვა "სამეცნიერო" აქტივობების დაგეგმვა, მაგალითად, მცენარის დარგვა და მის ზრდაზე დაკვირვება, წყლის აორთქლებაზე/გაყინვაზე დაკვირვება ხელს შეუწყობს: ყურადღების კონცენტრაციის, გამოკვლევის, ექსპერიმენტირების, შედეგების პროგნოზირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებას.

მეტყველებისა და ლექსიკის განვითარებისათვის პროგრამაში შედის თემატურად შერჩეული ლექსები, ზღაპრები, ადაპტირებული მოთხრობები; რომელსაც ბავშვები წიგნიერების ცენტრში გაეცნობიან. ცენტრის მიზანია განავითაროს: წიგნისა და კითხვის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, საკუთარი აზრის გამოთქმისა და მოსმენის უნარები. მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისათვის, ბავშვების ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, პროგრამაში შესულია ბევრი საბავშვო ცნობილი მოთხრობა და ლექსი. იმ თემებთან დაკავშირებით, კი რომელზედაც შესაბამისი ლექსიკით გამდიდრებული მოთხრობები და ლექსები არ არსებობდა, შეიქმნა სპეციალური ახალი ტექსტები.

ნიმუშის სახით გთავაზობთ ლექსებს თემატიკიდან შეგრძნებები და მოთხრობას თემატიკიდან ფორმები: (ავტორი თეონა ბექიშვილი) 


1.თვალი (მხედველობა)
მელა აფახულებს თვალებს,
მელა ქათმებს უთვალთვალებს.
კატა ხედავს ციცქნა სოროს,
თაგვს დაიჭერს კატა ბოლოს.
ძაღლი ბრაზით კატას უმზერს,
გაწოლილა კატა ზურგზე.
მეფე ლომი მინდორს ზვერავს,
მრისხანეა მისი მზერა.
მზე ცხრათვალა ყველას ხედავს,
მზე არისო ყველას დედა.
ჩავა, სწრაფად ვხუჭავთ თვალებს,
მობრძანდება ცაზე მთვარე.
ძილშიც ვხედავთ, ოღონდ სიზმრებს
და მზის ნაცვლად მთვარე გვიმზერს.
ოცნებების არე-მარეს
დაგვასიზმრებს მთვარე მალე.

2.ყური (სმენა)

მარტო ყური არ კმარა, უნდა გულისყურიც,
რომ გაიგო ძამიკოს დარიგება ძმური.
ნუ აბრაზებ დედიკოს, ნუ აბრაზებ ბებიას,
თორემ მერე ყველაფერს მამას ეუბნებიან.
არ წაგვიყვანს ზოოპარკში, ეწყინება ძალიან,
და თუ არ წაგვიყვანა, მარტო შენი ბრალია.
ერთხელ რამეს რომ გეტყვის დედა, იქნებ გაიგო,
ასე გაუგონარი რატომა ხარ დაიკო?
მარტო ყური არ კმარა, უნდა გულისყურიც,
რომ გაიგო ძამიკოს დარიგება ძმური.

3.ცხვირი (ყნოსვა)

დათუნიას თაფლის სუნმა აუშალა ბეწვი,
დრუნჩში ისე უღიტინა, ახლა ფუტკრებს ებრძვის.
ერთხელ უკვე გაგაფრთხილეთ, ნუ ხარ ასე ურჩი,
ადგნენ, სულ არ შეეცოდათ, დაუსივეს დრუნჩი.
მოხალული ნიგვზის ლებანს თაგვი ყნოსავს ცხვირით,
თუ შეჭამა თაგუნიას დაუჯდება ძვირი.
გამოსხლტება სათაგური, მოიყოლებს ძირში,
მთელ ქვეყანას მოედება თაგვთა ვაი-ვიში.
ღამით ბაღში ბულბული კი ვარდის კოკორს ყნოსავს.
ამისათვის არვინ დასჯის ტყის მგალობელ მგოსანს.
გაჩუმდება ყველა უცებ, გააჩუმებს ენას,
და მოუსმენს ვარდის სუნით მთვრალი ჩიტის სტვენას.


4.ენა (გემო)

როგორ გემრიელია?!
ასე ამბობს მელია,
ენას როცა აუსვამს
მამამისის ნამუსრავს,
სულ არ ნაღვლობს მელია,
რომ იმ ქათამს საღამოს,
საქათმეში ელიან.

5.კანი (შეხება)

სულ პატარაა მელია,
ჯერ თვალი არ ახელია.
მაგრამ დედას გრძნობს შეხებით
მიადო ციცქნა ფეხები.
კანით გრძნობს, როგორ თბილია,
ძვლებში სიცივეს ალხობს
ყველაზე მეტად ეს უნდა,
რომ დედა ჰყავდეს ახლოს.
სულ პატარაა მელია,
დედის სხეული ათბობს. 


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 188
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:55. სათაური: ცილ..


ცილინდრი (თემა ფორმები)

ერთხელ ჭიაყელას დაბადების დღე ჰქონდა. ჭიაყელა ყველას ძალიან უყვარდა.. არავის არაფერს უშავებდა, ჩუმად დაძვრებოდა მიწაში, სადაც გაივლიდა, კვალს ტოვებდა და მცენარეების ფესვები უკეთესად სუნქავდნენ. მეზობლობაც კარგი იცოდა.
შეიყარნენ ჭიანჭველები, ხოჭოები, ჭიამაიები და დაიწყეს მსჯელობა რა ეჩუქებინათ ჭიაყელასთვის. ადვილი როდი იყო ჭიაყელასთვის საჩუქრის მოფიქრება. ის არც ღორმუცელა იყო, საჭმელი მიგეტანა; არც პრანჭია-ტანსაცმელი მეგერთმია.ამ დროს გამოჩნდა მხიარული კალია. დაუდევარ ბავშვებს გულგამოცლილი კალამი ეზოში გადაეგდოთ და იმას მოაგორებდა.
-აი, ჭიაყელას საჩუქარი,- დაიძახა ერთმა ბრძენმა ხოჭომ, -თავი და ბოლო მოვაჭრათ და ზუსტად მისი შესაფერი ცილინდრის ფორმის სახლი გამოუვა.
ეს აზრი ყველას მოეწონა. მრგვალი და გრძელი კალმისგან მართლაც მშვენიერი სახლი გამოვიდოდა, მაგრამ ვის ენდა გადაეხერხა პლასტმასის თავი და ბოლო?!ჭიამაიებს მახრა გაახსენდათ, გადაღრღნაში მახრას ვერავინ შეეჯიბრება,ისიც არ დაზარდა და ჭიაყელასთვის ცილინდრის ფორმის სახლი საღამოსთვის უკვე მზად იყო.
იმ დღის შემდეგ ჭიაყელა ნესტიანი მიწის მაგივრად ცილინდრის ფორმის მრგვალ, გრძელ სახლში ცხოვრობს, თანაც ქათმებისაც აღარ ეშინია, თავის სახლში შემძვრალს ვეღარავინ გადაუშვებს ჩიჩახვში.

ცალკე აქტივობები ეთმობა ბაღში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დამკვიდრებას და მუსიკალური გემოვნების განვითარებას. ყველა აქტივობის შექმნასა და ადაპტირებაზე ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, მუსიკის ექსპერტები და ფილოლოგები მუშაობდნენ.

ნიმუშის სახით გთავაზობთ 2 თემას:

შეგრძნებები (4–5 წელი) და ფორმები (3–4 წელი)

შეგრძნებები 4-5 წელი

1.თვალი და მხედველობა
2.ყური და სმენა
3.ცხვირი და ყნოსვა
4.პირი და გემო
5.კანი და შეხება

წინასწარ მოიმარაგეთ ლამინირებული ნახატი ან დიაგრამა ყურის, თვალის, ცხვირის, ენის, ხელის.

1.თვალი და მხედველობადილის წრე:


ჰკითხეთ ბავშვებს, რითი ვხედავთ. რისი დანახვა შეგვიძლია (როგორია საგანი ფერით, ფორმით, სიდიდით),
სთხოვეთ ბავშვებს, ჩამოთვალონ ის ნივთები, რომლებიც უკეთ დანახვის საშუალებას გვაძლევენ (სათვალე, დურბინდი, გამადიდებელი შუშა, მიკროსკოპი);
ათამაშეთ « მოძებნე და იპოვე ». ჩაიფიქრეთ ჯგუფიდან რაიმე საგანი, ისეთი რამ, რაც ბავშვების გარშემოა და უთხარით მათ: მე ვეძებ ყვითელ საგანს, ბავშვებმა უნდა მოძებნონ და გამოიცნონ რა არის. მაგ. ეს არის ლიმონი, თუ ვერ გამოიცნეს, თქვენ აძლევთ სხვა მინიშნებებს,

კონსტრუქციული


მოიმარაგეთ ფერადი ქსოვილი, აუკარით ბავშვებს თვალები და სთხოვეთ, ააშენონ კოშკი ახვეული თვალებით;

მეცნიერება


მიეცით საშუალება პატარებს გამოიყენონ რომელიმე ოპტიკური ხელსაწყო: იქნება ეს დურბინდი, სათვალე თუ გამადიდებელი შუშა. ესაუბრეთ ბავშვებს მათი დანიშნულების შესახებ.
გამადიდებელი შუშით, სარკით, მზის, წყლის სათვალით, სხვადასხვა ფერის გამჭვირვალე ფირით მანიპულირება;
სამაგიდო

მეხსიერება. « გამოიცანი რა აკლია ». აჩვენეთ ბავშვებს მათთვის ნაცნობი ნივთები (მაგ. მანქანა, წიგნი, ფანქარი, კოვზი, ჭიქა, ცხოველი). შემდეგ ამ ნივთებიდან რომელიმე მოათავსეთ ქსოვილის ქვეშ, დამალეთ. ბავშვებმა უნდა გამოიცნონ, რა აკლია;
მეხსიერება. « დააბრუნე თავის ადგილას ». დაალაგეთ პატარა ზომის საგნები უჯრედებიან (ჭადრაკულ) ზედაპირზე. დაახუჭინეთ ბავშვებს თვალები, შეუცვალეთ ნივთებს ადგილი, სთხოვეთ ბავშვებს, დააბრუნონ ეს ნივთები თავდაპირველ ადგილზე ;
ყურადღება. გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში ჩაყარეთ პატარა საგნები (ფერადი ღილები, ფანქარები, გასაღები, ჭიკარტი, ბურთი, სხვადასხვა ფორმის მძივები). ჩაყარეთ მარილი, ისე რომ ბოლომდე არ აავსოთ და საგნებიც რომ კარგად დაიფაროს. საიმედოდ დაახურეთ ან დააწებეთ თავსახური. სთხოვეთ ბავშვებს, ბოთლის ტრიალით გამოაჩინონ ესა თუ ის დამალული საგანი. (იქონიეთ საგნების სია, რომ გახსოვდეთ რა ჩაყარეთ ბოთლში).

სიტყვიერება

მიეხმარეთ ბავშვებს შექმნან რთული სირტვები, რომელშიც ერთი ნაწილი არის "თვალი". თქვენ ეუბნებით სიტყვას და ისინი ამატებენ "თვალს", ზოგს წინ, ზოგს უკან. მაგალითად: ხარბი, ჟუჟუნა, ჩინი, ცისფერი, შავი, წარმტაცი, ლურჯი, მწვანე, ყური, ცრემლიანი და ა. შ. ესაუბრეთ გამოთქმაზე:"თვალის ჩინივით უფრთხილდება" წაუკითხეთ: "სათვალე."(იხ. დანართი) იმსჯელეთ, რატომ არ გამოადგა პატარა ბიჭს ბებოს სათვალე?

ხელოვნება

ფერადი სათვალეები. სთხოვეთ ბავშვებს დახატონ მათთვის სასურველი ფორმის სათვალეები, გამოჭერით და სთხოვეთ, მოხატონ საღებავებით, ან გააფორმონ „სტიკერებით“. მინის მაგივრად „სტეპლერით“ დაამაგრეთ ფერადი ცელოფანი.
კოლაჟი: თვალები. მოიმარაგეთ ბავშვების მიერ ერთმანეთისთვის გადაღებული თვალების ფოტოები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოპორტრეტების თვალები, აგრეთვე დაახატინეთ ბავშვებს სხვადასხვა ფერის თვალები, თუ გაქვთ, პლასტმასის თვალები. შეგროვებული მასალა გაანაწილეთ დიდ ფორმატზე და დააწებეთ.

მათემატიკა


ცხრილი: ვის რა ფერის თვალები აქვს ჯგუფში.

მოძრაობა
პირველი გათამაშებისას მასწავლებელი, შემდეგ კი რომელიმე ბავშვი თვალებზე იხვევს ნაჭერს. ბავშვები უკრავენ ტაშს მასწავლებელი მიდის იქით საიდანაც ისმის ტაში და ცდილობს ხელი მოკიდოს ტაშის დამკვრელს. შემდეგ იცვლებიან. 


დრამატული

გამოფენაზე. მოაწყვეთ ჯგუფში საგამოფენო დარბაზი. გამოფინეთ ბავშვების ნამუშევრები. წინასწარ დაამზადეთ გამოფენაზე შესასვლელი ბილეთები, ან მოსაწვევები, აფიშა. გაანაწილეთ როლები, ზოგიერთი ბავშვი იქნება გიდი, ზოგი დამთვალიერებელი და ა.შ.

საღამოს წრე


ჰკითხეთ ბავშვებს, რა გაიგეს თვალების შესახებ?
რის ნახვას ოცნებობენ?

2. ყური და სმენა

დილის წრე:


ჯგუფის ნახევარი იატაკზე წვება და ცალ ყურს იატაკზე დებს. დანარჩენები დახტიან და დარბიან. რა ვიბრციას და ხმებს შეიგრძნობენ? შეცვალეთ ბავშვები.
სთხოვეთ ბავშვებს, ხელი მოიკიდონ კისერზე. და დააკვირდნენ სხვადასხვა ხმების გამოცემისას (ჩურჩული, ლაპარაკი, ყვირილი, ბზუილი). ამით იგრძნობენ ყელის ვიბრაციას.


სენსორული

"რისი ხმაა?". მოიმარაგეთ სხვადასხვა საგნები, რომლითაც შეგიძლიათ ხმაური გამოსცეთ. აუხვიეთ ბავშვებს თვალები, და აახმაურეთ ეს საგნები რიგრიგობით, თვალახვეულმა ბავშვმა უნდა გამოიცნოს რისი ხმა ისმის ;
გამოიყენეთ ჩიფსების პატარა ყუთები (ან ნებისმიერი კონტეინერი, მაგ. ქინდერის კვერცხი, რომელშიც პატარა საგანი დაიმალება). წინასწარ მოიმარაგეთ სხვადასხვა ფაქტურისა და წონის პატარა საგნები: გასაღები, ლეგოს დეტალი, ზარი, ხურდა ფული, ბურთი, ჩაყარეთ კონტეინერებში. ბავშვებმა გამოიცნონ, რა დევს კონტეინერებში.


სივრცეში ორიენტაცია

საიდან ისმის ზარის ხმა. მოიმარაგეთ ქსოვილები, აუხვიეთ ერთ ბავშვს თვალები, ერთს კი მიეცით ზარი და სთხოვეთ ააჟღეროს. თვალახვეული ბავშვი უნდა მიყვეს ზარის ხმას;


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 189
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:56. სათაური: მეც..


მეცნიერება

შუშის ჭურჭლის მუსიკა; მინის ჭიქებში სხვადასხვა დონეზე ჩაასხით წყალი, სთხოვეთ ბავშვებს დაუკაკუნონ კოვზები და გამოაცემინონ სხვადასხვა ხმა; როგორ ხმებს გამოსცემს ჭურჭელი?

მუსიკა/მოსმენა


მუსიკალური ბოთლები. გაამზადეთ სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის ბოთლები, სთხოვეთ, ჯერ ჩაბერონ ცარიელებს და შემდეგ წყლიანებს, შეადარებინეთ ხმა;
მოასმენინეთ ბავშვებს სხვადასხვა ხმაურების აუდიოჩანაწერი;

სამაგიდო

გამოიყენეთ სამუშაო ფურცელი - დაუხატე ყურს საყურე.


სიტყვიერება.


უთხარით, რომ უნდა ითამაშოთ "ყურადღება", აუხსენით, რომ თამაშის სათაურშიც კი ურევია სიტყვა "ყური", ამიტომ ძალინ უნდა დაძაბონ ყურები. თქვენ ჩუმად ეტყვით სიტყვებს, ისინი შეეცდებიან გაიგონონ და გაიმეორონ. წინასწარ გააფრთხილებთ, რომ სიტყვები ყურთან, სმენასთან, ხმებთან დაკავშირებული იქნება. მაგ. ყურცქვიტა, ბგერა, ხმაური, გულისყური, სმენა, ექო, ყაყანი, ზუილი, ბზუილი, ჭიკჭიკი და ა.შ. შეგიძლიათ გამოავლინოთ ყველაზე მახვილი სმენის პატრონი და გადასცეთ ლამინირებული ყური. შეეცადეთ თამაში მხიარულად წარმართოთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ათამაშოთ ყველასათვის ნაცნობი თამაში "გაფუჭებული ტელეფონი"
წაუკითხეთ: "რატომ აქვს სახედარს გრძელი ყურები"

ხელოვნება

საყურის დამზადება სხვადასხვა მასალების გამოყენებით. გამოაძერწინეთ ბავშვებს თიხისგან ბურთულები, გაშრობამდე გაახვრეტინეთ. მოხატეთ გუაშის საღებავებით. ნახვრეტში გაუყარეთ თასმა და დაკიდეთ ბავშვებს ყურებზე.
დავხატოთ მუსიკა. მოასმენინეთ ბავშვებს მუსიკალური ნაწარმოები და შემდეგ დაახატინეთ შთაბეჭდილებები.
დაამზადებინეთ ბავშვებს სიმებიანი საკრავები მუყაოს ყუთისა და ძუის გამოყენებით. წინასწარ გახვრიტეთ მუყაოს ყუთის მხოლოდ ორი, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარე და სთხოვეთ ბავშვებს, გაუყარონ ძუა ნახვრეტებში ჯერ ყუთის ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს, მერე ისევ პირველ გვერდზე და ასე იქამდე, ვიდრე ყუთის ორ გვერდს შორის არ გაიბმება სიმები. მარტივი ვარიანტი: სთხოვეთ ბავშვებს შემოახვიონ კაპრონის წვრილი თოკი ყუთს ზემოთ აღწერილი პრინციპით. გააფორმეთ სიმებიანი საკრავი ფერადი ქაღალდებით, ან ქსოვილებით;
მოიმარაგეთ იოგურტის ქილები და სხვადასხვა სახის მარცვლეული. დაახარისხეთ იოგურტის ქილებში სხვადასხვა მარცვლეული, ზემოდან დააფარეთ იოგურტის ქილა და დააწებეთ ქაღალდის „სკოჩით“. მიღებული „საკრავი ინსტრუმენტი“ გააფორმეთ „სტიკერებით“. სთხოვეთ, ააჟღერონ მარაკასები და შეადარონ ხმები. გამოიყენეთ ბავშვების მიერ დამზადებული ინსტრუმენტები დრამატული თამაშის დროს.


დრამატული

კონცერტზე. მოაწყვეთ ჯგუფში საკონცერტო დარბაზი, გაანაწილეთ როლები : მაყურებლების, მუსიკოსების. მუსიკოსებს დაურიგეთ ხელოვნების ცენტრში დამზადებული ინსტრუმენტები. სთხოვეთ ბავშვებს, ჩაატარონ კონცერტი.


მოძრაობა

მოასმენინეთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა და სთხოვეთ ბავშვებს, იმპროვიზაციით იმოძრაონ და იცეკვონ

ჩართეთ მუსიკა ან დაიწყეთ სიმღერა და მანამ სანამ მუსიკის ხმა ისმის ყველა ცეკვავს (ბავშვბი და მსაწვალებლები). როგორც კი მუსიკის ხმა წყდება და მასწავლებელი ხმამაღლა ამბობს - გაშეშდი’’ - ყველა შეშდება რამდენიმე წამით იმ პოზაში, რა პოზაშიც იყო ცეკვის დროს. შემდეგ ისევ გრძელდება მუსიკა ან სიმღერა და ყველანი აგრძელებენ ცეკვას. ამის გამეორება შეიძლება 5-6-ჯერ. თუ ოთახში ან დარბაზში ხართ და იქვე ხალიჩაა, შეგიძიათ ბოლო გაშეშების შემდეგ ყველანი ნელ-ნელა დაეშვათ, წამოწვეთ ხალიჩაზე და რამდენიმე წუთი დაისვენოთ.

საღამოს წრე

ჰკითხეთ, რა გაიგეს ყურის, სმენის შესახებ?
რა უნდათ, რომ ესმოდეთ ყველაზე ხშირად?
მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები და კარები, ბავშვებს სთხოვეთ, დაიცვან აბსოლუტური სიჩუმე, ერთი წუთის განმავლობაში მოასმენინეთ სიჩუმე. როგორი იქნებოდა სამყარო ხმების აღქმა რომ არ შეგვეძლოს?



3.ცხვირი და ყნოსვა

დილის წრე


ჰკითხეთ ბავშვებს, რითი შევიგრძნობთ სახვადასხვა სუნებს.
ჩამოთვალონ სასიამოვნო და უსიამოვნო სუნები.
უთხარით, რომ ყნოსვის საშუალებითაც ვიგებთ ამა თუ იმ საგნის შესახებ. მაგ. როცა სამზარეულოდან გემრიელი სუნი მოდის, ვხვდებით რომ იქ გემრიელი კერძები მზადდება. თუ რამეს ცუდი სუნი აქვს, იმის ჭამა არ გვინდება.
უთხარით, რომ ზოგიერთ ცხოველს ძალიან აქვს განვითარებული ყნოსვის შეგრძნება. მაგ ძაღლი. ჰკითხეთ, რისთვის იყენებს ძაღლი ყნოსვას.


სამაგიდო


ერთნაირი სუნების მოძებნა და დაჯგუფება. მოიმარაგეთ სხვადასხვა სუნის მქონე პროდუქტი, მაგ. ძმარი, ვანილი, ხახვი, ლიმონი, კვების ესენციები, სუნელები, ვალერიანი. სთხოვეთ ბავშვებს, დაახარისხონ ისინი სასიამოვნო და უსიამოვნო სუნებად;
სამუშაო ფურცელი: მოძებნე და შემოხაზე ერთნაირი ცხვირები ;
(ნატიფი მოტორიკა/მაკრატლით მანიპულაცია).სამუშაო ფურცელი: გამოჭერი ცხვირი და მოარგე სახეს.

სენსორული



თამაში: გამოიცანი რისი სუნია. აუხვიეთ ბავშვს თვალები, აყნოსინეთ და სუნის მიხედვით გამოიცნოს, რა საგანია.

წიგნიერება

წაუკითხეთ ბავშვებს ჯანი როდარის « ტელეფონით მოყოლილი ზღაპრებიდან » ზღაპარი კაცზე, რომელსაც ცხვირი გაექცა და სთხოვეთ დახატონ გაქცეული ცხვირი ;

ხელოვნება

სურნელოვანი ყვავილების დამზადება. გამოაჭრევინეთ ბავშვებს წინასწარ დახატული დიდი ზომის ყვავილები. გულში დააწებებინეთ სხვადასხვა არომატის ბამბის ბურთები ;
სთხოვეთ მშობლებს ცარიელი სუნამოს ბოთლები, სთხოვეთ ბავშვებს, შეიგრძნონ ბოთლის სურნელი, შემდეგ დახატონ ასოციაციები ბოთლის ეტიკეტისთვის, მოიფიქრონ სუნამოსთვის სახელი, დაწერეთ ეს სახელი, გამოაჭრევინეთ ბავშვებს წარწერა და დააწებებინეთ დამზადებულ ეტიკეტზე, ეტიკეტი დააწებეთ ბოთლზე ;

დრამატული

სუნამოების საწარმო. სუნამოების დამზადება ბუნებრივი მასალებით, (ვარდის ფურცლები, პიტნის ფოთლები და ა.შ.). გამოიყენეთ ბავშვების მიერ დამზადებული სუნამოების ეტიკეტები, მოიმარაგეთ სინჯარები, კოლბები, ჯამები, ხის კოვზები. წაახალისეთ ბავშვები, რომ დაამზადონ სუნამოები სხვადასხვა მასალების გამოყენებით.


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 190
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:57. სათაური: საღ..


საღამოს წრე


ჰკითხეთ, რა ორგანოთი შევიგრძნობთ გემოს?
რომელი გემო უყვართ ყველაზე მეტად?
მოაწყვეთ სასცილო გამოკითხვა: რა გემოსია დედა, წიგნი, ბაღი, მასწავლებელი?..

5. კანი და შეხება

დილის წრე


შეხებისთვის სხეულის რომელ ნაწილს ვიყენებთ (კანს)? კანი მთელს სხეულზე შეხებისთვის გამოიყენება, მათ შორის ფრჩხილებიც. კანი გადასცემს ტვინს, თუ როგორია საგანი შეხებისას, ცივი, ცხელი, ბასრი .. ტვინი კი იღებს გადაწყვეტილებას დაიცვას თუ არა თავი.
კანის ზოგიერთი ნაწილი სხვებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა. ამის დემონსტრირებისთვის აიღეთ პინგ-პონგის ჩოგანი (ან ხაოიანი ზედაპირის მქონე სხვა საგანი); შეახეთ ბავშვის იდაყვს, მუხლს, .. ბოლოს ხელს. სთხოვეთ ბავშვს აღწეროს ზედაპირი. ბოლოს შეახეთ თითის ბალიშებს. თითის ბალიშები ყველაზე მგრძნობიარეა.
უთხარით ბავშვებს რომ დღის თემა შეხებაა.

სენსორული


მოათავსეთ ტომარაში სხვადასხვა ნივთი. სთხოვეთ ბავშვებს ხელი ჩაყონ ტომარაში და გამოიცნონ ნივთი ფაქტურის მიხედვით;
სხვადასხვა ფაქტურის მქონე ნივთების ხელის შეხებით დახარისხება შემდეგნაირად: რბილი, ხაოიანი, პრიალა, ფაფუკი, ეკლიანი, (ღრუბელი, ჭურჭლის სახეხი მავთული, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდი, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი);
წინასწარ მოიმარაგეთ ისეთი საგნები, რომ ბავშვებმა შემდეგი შეგრძნებებით დააჯგუფონ: გლუვი/უხეში, ან რბილი/მაგარი ან თხელი/სქელი;

დრამატული


მასაჟისტის კაბინეტში (ხელების « მასაჟი » ბუმბულით, სხვადასხვა სახის ფუნჯით, კბილის ჯაგრისით, შეხების დროს შეგრძნებებზე საუბარი);

ხელოვნება


მოამზადეთ სხვადასხვა ფაქტურის მქონე საძერწი მასალა : პლასტელინი, თიხა, მარილიანი ცომი, საფუარიანი ცომი. სთხოვეთ ბავშვებს, გამოძერწონ ამ მასალებით სხვადასხვა საგნები ;
სთხოვეთ მშობლებს, მოიტანონ სხვადასხვა ფაქტურის მქონე ქსოვილი, გამოჭერით სხვადასხვა ფორმები გაანაწილეთ მუყაოზე კოლაჟი და დააწებეთ ;
მოამზადეთ საღებავი შემდეგი წესით: ემულსიაში გაურიეთ ცოტაოდენი წყალი და საღებავი პიგმენტები, ასევე შეურიეთ ქვიშა. ზოგიერთ ფერში_ ქვიშა, ზოგიერთ ფერში _მიწა, ქვამარილი, და ა.შ. დაახატინეთ ბავშვებს ამ საღებავებით, გაშრობის შემდეგ ყურადღება მიაქცევინეთ ფაქტურაზე.

კონსტრუქციული

ჯადოსნური ქალაქის აშენება კუბებისა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გამოყენებით.

სიტყვიერება





5. კანი და შეხება

დილის წრე


შეხებისთვის სხეულის რომელ ნაწილს ვიყენებთ (კანს)? კანი მთელს სხეულზე შეხებისთვის გამოიყენება, მათ შორის ფრჩხილებიც. კანი გადასცემს ტვინს, თუ როგორია საგანი შეხებისას, ცივი, ცხელი, ბასრი .. ტვინი კი იღებს გადაწყვეტილებას დაიცვას თუ არა თავი.
კანის ზოგიერთი ნაწილი სხვებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა. ამის დემონსტრირებისთვის აიღეთ პინგ-პონგის ჩოგანი (ან ხაოიანი ზედაპირის მქონე სხვა საგანი); შეახეთ ბავშვის იდაყვს, მუხლს, .. ბოლოს ხელს. სთხოვეთ ბავშვს აღწეროს ზედაპირი. ბოლოს შეახეთ თითის ბალიშებს. თითის ბალიშები ყველაზე მგრძნობიარეა.
უთხარით ბავშვებს რომ დღის თემა შეხებაა.

სენსორული


მოათავსეთ ტომარაში სხვადასხვა ნივთი. სთხოვეთ ბავშვებს ხელი ჩაყონ ტომარაში და გამოიცნონ ნივთი ფაქტურის მიხედვით;
სხვადასხვა ფაქტურის მქონე ნივთების ხელის შეხებით დახარისხება შემდეგნაირად: რბილი, ხაოიანი, პრიალა, ფაფუკი, ეკლიანი, (ღრუბელი, ჭურჭლის სახეხი მავთული, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდი, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი);
წინასწარ მოიმარაგეთ ისეთი საგნები, რომ ბავშვებმა შემდეგი შეგრძნებებით დააჯგუფონ: გლუვი/უხეში, ან რბილი/მაგარი ან თხელი/სქელი;

დრამატული


მასაჟისტის კაბინეტში (ხელების « მასაჟი » ბუმბულით, სხვადასხვა სახის ფუნჯით, კბილის ჯაგრისით, შეხების დროს შეგრძნებებზე საუბარი);

ხელოვნება


მოამზადეთ სხვადასხვა ფაქტურის მქონე საძერწი მასალა : პლასტელინი, თიხა, მარილიანი ცომი, საფუარიანი ცომი. სთხოვეთ ბავშვებს, გამოძერწონ ამ მასალებით სხვადასხვა საგნები ;
სთხოვეთ მშობლებს, მოიტანონ სხვადასხვა ფაქტურის მქონე ქსოვილი, გამოჭერით სხვადასხვა ფორმები გაანაწილეთ მუყაოზე კოლაჟი და დააწებეთ ;
მოამზადეთ საღებავი შემდეგი წესით: ემულსიაში გაურიეთ ცოტაოდენი წყალი და საღებავი პიგმენტები, ასევე შეურიეთ ქვიშა. ზოგიერთ ფერში_ ქვიშა, ზოგიერთ ფერში _მიწა, ქვამარილი, და ა.შ. დაახატინეთ ბავშვებს ამ საღებავებით, გაშრობის შემდეგ ყურადღება მიაქცევინეთ ფაქტურაზე.

კონსტრუქციული

ჯადოსნური ქალაქის აშენება კუბებისა და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გამოყენებით.

სიტყვიერება


ავარჯიშეთ წინადადების შედგენაზე კვირის თემის გამოყენებით. აჩვენეთ თვალსაჩინოება. მაგ. ყური. დაუსვით შეკითხვა ერთ ბავშვს: ყურით რას ვშვრებით? _გვესმის. მეორეს ჰკითხეთ: რა გვესმის ყურით?_მუსიკა. მესამე ბავშვს დაეხმარეთ გაამთლიანოს წინადადება: "ყურით მუსიკა გვესმის". ასე ყველა თემაზე.
მოუყევით ზღაპარი: "ფიფქია და შვიდი ჯუჯა". გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ფიფქიას უფლისწულის შეხება (კოცნა) აცოცხლებს.
სამაგიდო

სამუშაო ფურცელი: დაუხატე თითებს ანაბეჭდები.
ამოჭერით დანართში მოცემული ნახატები. გაუკეთეთ ლამინირება. სთხოვეთ ბავშვებს, დააჯგუფონ საგნები იმის მიხედვით, რომელზე შეხებაა უსაფრთხო და რომელზე არა.
განიხილეთ ცივი და ცხელი. (ნახატები: ასანთი, ცეცხლი ბუხარი, წყლით სავსე აბაზანა, ნაყინი, სანთებელა, ცხელი ყავა, ჩუსტები, ქუდი და ბურთი, გაზქურა, მაყალი, თოვლის კაცი, მაშხალა, ხე, ელვაშესაკრავი).
თვალახვეულმა უნდა დაალაგოს სიდიდის მიხედვით საგნები.


საღამოს წრე


რას გვეუბნება კანი ყველაზე ხშირად? (მცივა, მცხელა, მეხებიან, დავსველდი და ა. შ)
რასთან შეხებას ვისურვებდით?
ნაყინი ერთი შეგრძნებისთვის, ენისთვის სასიამოვნოა, კანისთვის?.


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 191
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:57. სათაური: დან..


დანართი|

სათვალე

ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვაღარც ჩვენი თემური,
სათვალეა, ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.
ნ. დუმბაძე


რატომ აქვს სახედარს გრძელი ყურები

(ნაწყვეტი ლეგენდიდან "გულწითელა")
ეს მოხდა იმ დროს, როცა უფალი ღმერთი არამარტო ცასა და მიწას, არამედ მცენარეებსაც და ცხოველებსაც ქმნიდა და იმწამსვე სახელებსაც არქმევდა მათ.
იმ დროზე ბევრი თქმულება შემორჩა და ყველა მათგანი რომ ცნობილი იყოს, მთელ ქვეყანაზე რაც კი რამ გაუგებარია, გასაგები და ნათელი გახდებოდა.
და აი, ერთხელ სამოთხეში უფალი იჯდა და ჩიტებს აფერადებდა, და საღებავი აღარ ეყო, ისე რომ ჩიტბატონას ბარტყი კინაღამ უფერო დარჩა; საქმეს იმან უშველა, რომ შემოქმედმა მთელი ფუნჯები იმ ჩიტბატონას ფრთებზე გაწმინდა.
მაშინ იყო აგრეთვე, რომ სახედარს ისეთი გრძელი ყურები ერგო, რადგნ ვერა და ვერ დაიმახსოვრა თავისი სახელი. ცოტას გაივლიდა თუ არა, მაშინვე ავიწყდებოდა და ერთი სამჯერ მაინც დაბრუნდა უკან, რა მქვიაო, ეკითხებოდა. მაშინ ღმერთი ცოტა არ იყოს მოთმინებიდან გამოვიდა, ყურებზე წაავლო ხელი და უთხრა:
"ვირი გქვია, ვირი, ვირი!"
ამის თქმაზე უწევდა და უწევდა ყურებს, სანამ ვირმა კარგად არ გაიგონა და დაიმახსოვრა თავის სახელი. ამიტომ შემდეგ აქვს ვირს დიდი ყურები.

სელმა ლაგერლოფი

გაქცეული ცხვირი

არ გახსოვს, რა სასაცილო ამბავი მოუვიდა კოლეგის ასესორის კოვალიოვოს ცხვირს? ჰო, იმ ცხვირს, რომელმაც თავისი პატრონი უცხვიროდ დატოვა და თვითონ კი არხეინად პეტერბურგში გაისეირნ-გამოისეირნა. მერე რა სასაცილოდ მოგვიყვა ამ ამბავს გოგოლი! გახსოვს, არა?
იტალიის ყველაზე დიდი ტბის_ლაგო_მაჯორეს პირას ქალაქი ლავენო რომ არის, იქაც ზუსტად ამნაირი რამ მოხდა.
ერთი ლავენოელი სინიორი, რომლის სახლიც ნავსადგურის პირდაპირ იდგა, წვერის გასაპარსად დილაადრიან სააბაზანოში გავიდა. ჩაიხედა სარკეში და გიჟივით შეჰყვირა:
_ვაიმე, დედა, ცხვირი! მიშველეთ ხალხო!
ცხვირი აღარ ჰქონდა. ლავაშივით გაბრტყელებულ სახეზე მარტო პირი და თვალებიღა ეტყობოდა. სინიორი ისევე, პერანგის ამარა გავარდა აივანზე, გაიხედ-გამოიხედა და იღბლად თვალი მოჰკრა თავის გაპარულ ცხვირს_ის იყო, უკვე მოედანი გადაევლო და ნავსადგურისკენ მიდიოდა ფაცხაფუცხით. ბორანზე მანქანებს ტვირთავდნენ და ხან ან ერთ მანქანას აუქცევდა გვერდს, ხან მეორეს.
_არ გაუშვათ! _ ყვიროდა სინიორი, _ჩემი ცხვირია! დაიჭით! ხალხი არა ხართ!
ამვლელ-ჩამვლელნი აივნისკენ იცქირებოდნენ და იცინოდნენ:
_ცხვირი მოგპარეს და თავი დაგიტოვეს? ეგ ვერ მოგსვლია კარგი საქმე!
სენიორს ერთიღა დარჩენოდა _გარეთ უნდა გავარდნილიყო და გამოჰკიდებოდა. გამოეკიდა კიდეც. სახეზე სურდოიანივით ცხვირსახოცი აიფარა და მოკურცხლა: ფეხებს სულ ზურგზე ირტყამდა, მაგრამ ნავსადგურში რომ მიიჭრა, უკვე გასული ბორნის ბოლოღა დაინახა. დიდხნს არ უფიქრია, ხელად წყალში ჩახტა და დაედევნა.
_აბა, ჰა! აბა, ჰა! _მოსძახოდნე მგზავრები.
ბორანი უკვე გაქანებული მიდიოდა და მებორნეს აზრდაც არ მოსვლია, ვიღაც დაგვიანებულ ბუზიყლაპიას გავუჩეროო.
_მეორე ბორანს მოუცადე, რა თავს იხრჩობ, შე კაი კაცო!_დაუყვირა მებორნემ, _ ნახევარ საათში მოვა!
არაქათგამოცლილმა სინიორმა ის იყო დააპირა უკან გავბრუნდებიო, რომ უცაბედად თავისი ცხვირი დაინახა, ცხვირს წყალზე მოსასხამი გაეშალა და, აი, როგორც ლეგენდაშია, წმინდა ივლიანესავით მშვიდად მიჰყვებოდა ბორანს.
_ზედ არც ასულხარ, ჩემი მოტყუება გინდოდა არა?!_გასძახა სინიორმა.
ცხვირი ხმას არ იღებდა. ძველი მეზღვაურივით დინჯად ეჭირა თავი და პატრონისკენ ერთხელაც არ შებრუნებულა. ტალღებზე გაფენილ მოსასხამს თამთამი გაჰქონდა, როდორც მედუზამ იცის ოკეანეში.
_ის მაინც მითხარი, სად მიცურავ?_ ხმა დააწია სინიორმა.
ცხვირს კრინტი არ დაუძრავს. ჯანდაბაშიც წასულხარო, დაუძახა ქანცგაწყვეტილმა სენიორმა და ნაპირისკენ გაბრუნდა.
გამოხდა ხანი. ერთხელ მავანმა და მავანმა მარკოელმა მეთევზემ ბადეს თევზებთან ერთად ის გაქცეული ცხვირიც ამოაყოლა. საცოდავს შუა ტბამდე ძლივს მიეცურა. იმ დაფხავებული მოსასხამის პატრონი, საკვირველია, რატომ უფრო ადრე არ ჩაიძირა! მეთევზემ კალათში ჩაუძახა და ბაზარში წაიღო გასაყიდად.
სწორედ ისე მოხდა, რომ ზედ იმ დღეს სინიორმა თავისი მოახლეც ახალ თევზზე გაგზავნა ბაზარში.
_ამას აქ რა უნდა? ჩემი სინიორის ცხვირია!_ ელდანაკრავივით შესძახა ქალმა,_მომე, წავუღო!
_შენი სინიორისაა თუ ვისია, მე სულ არ მეკითხება, _ გამოუცხადა მეთევზემ, _ ჩემი დაჭერილია და ვყიდი.
_მაინც რას აფასებ?
_რას ვაფასებ და თავის წონა ოქროს. უბრალო ქორჭილა თევზი არ გეგონოს.
მოახლემ ხელად შინ მოუსვა და რაც ნახა, პატრონს უამბო.
_ჯანდაბას, მიეცი რამდენსაც ითხოვს, _ ცრემლნარევი ხმა აღმოხდა სინიორს, _ ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვიარო უცხვიროდ.
მოახლემ კარგა ხანს ითვალა, რამდენია გაასახადიო, ითვალა, ითვალა და ვერც კი დაითვალა, იმდენი გამოვიდა.სინიორის ცხვირს იაფად აბა ვინ მისცემდა! საწყალმა საყურეც კი გაყიდა ფულის დასამატებლად.
წავიდა მოახლე ბაზარში. ცეცხლის ფასად გამოართვა იმ რანკოელ მეთევზეს სენიორის ცხვირი, ხილაბანდში გამოკრა და შინ წაიღო. შენ წამოიდგინე, ცხვერს ერთი ნესტოც არ შეურხევია და არც დაუსუტუნია, როცა სენიორმა აკანკალებული ხელი წაავლო.
_აბა, რა მიგარბენინებდა ჩემგან, შე სულელო, რა დაგიშავე? _ ნაღვლიანად ჰკითხა სენიორმა.
ცხვირმა ალმაცერად გახედა პატრონს, ზიზღით მოიჭმუხნა და წაიდუდუნა:
_რა გითხრა იცი? ან ცხვირში თითის შეყოფას გადაეჩვიე, ან არადა ფრჩხილები მაინც დაიიჭერი, შე კაი კაცო!

ჯ. როდარი

ნაყინის სახლი

არცთუ დიდი ხნის წინათ, ბოლონიაში, ზედ მთავარ მოედანზე ყინულის სახლი ააგეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ყმაწვილები, ყველაზე მივარდნილი მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ, გავიგეთ მშვენიერი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო.
ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან ბოლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი სულ ერთიანად დაშაქრული ხილისა ჰქონდა. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო_კარებიც, კედლებიც. ავეჯი რომ ავეჯია, ისიც ნაYყინისა იდგა.
ერთი პატარა ბიჭი ლამის ზედ აეკრა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიან-ლამბაქებიანად.მერე სულ შოკოლადის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც ნუღარ იტყვი როგორი შოკოლადიანი ნაყინისა, უკეთესი ტყუილია!
ერთხელაც იქით ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა,_ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯრის მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და ამიტომაც იყო, ვარდიფრად რომ წურწურებდა.
_არიქა,_ყვირილი ატეხა ყარაულმა,_მალე!
ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და გაჩაღდა ლოკვა, მაგრამ რა გაჩაღდა! აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო!
_დედაშვილობამ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ!_საბრალოდ იხვეწებოდა ერთი დედაბერი, რომელსაც იმდენ ხალხში თავგზა აჰბნეოდა,_ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს, ბევრს არ გთხოვთ, სავარძელი მინახეთ რამე, იქნებ სახელურიანიც იყოს!
ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და _ბუსტუღის გულით მორთული სავარძელი გამოუტანა.უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა საცოდავი, აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! იცოცხლე, ხელად მოულხინა კიდეც და სწორედ სახელურებიდან დაიწყო!
რაღა ბევრი გავაგრძელო, ნამდვილი დღეობა გაიმართა! ღმერთმანი, მუცელიც კი არავის ასტკივებია, ექიმებს ებრძანებინათ, ბუყბუყი და თუხთუხი არ გავიგოთო!
ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან.
თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა ნაყინი მეორედაც უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან:
_კიდევ რა გინდა, ბოლონიელებისა არ იყოს, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინოო.
ჯ. როდარი

გაუგონარი წვიმა

ერთხელ პიომბინოში შაქარყინულის წვიმამ წამოუშინა. რაღა სეტყვა და რაღა ის წვიმა _სულ რაკარუკი აუყენა იქაურობას, მაგრამ ძირს თეთრად კი არ დადო, ხალიჩასავით ააჭრელა მთელი მიდამო. არ ვიცი, რა ფერის შაქარყინული აღარ ცვიოდა. საითაც უნდა გაგეხედა, მწვანეც ეყარა და ვარდიფერიც, ცისფერიც და იისფერიც.ეს რა ფერად-ფერადი კენჭები წამოყარა, არც სეტყვასა ჰგავს და არც ხოშკაკალსო, გულისხმაში ჩავარდა ერთი პატარა ბიჭი და მწვანე ფერისას დასწვდა, გაკვნიტა და პირში იმწუთას საამო სიგრილე იგრძნო, აი, როგორც პიტნის შაქარყინულის შემდეგ იცის. მეორე ბიჭმა კი ვარდისფერი კენჭი ჩაიგდო პირში და იმწამს მარწყვის სუნი ეცა.
_კანფეტებია, კანფეტები!_ყვირილი მორთეს ბავშვებმა.
კანფეტების გაგონება იყო და დიდიან-პატარიანად სულყველა გარეთ გამოვარდა. ზოგი უბეში იყრიდა, ზოგმა ჯიბეები დაიტენა და მაინც ვერა და ვერ გამოლიეს, ან რა გამოლევდა, წარღვნა მოდიოდა კანფეტებისა!
ნაწვიმარზე სიარული გაჭირდა, კოჭზე ეყარა კანფეტი
მთელ ქალაქში საამური სუნი იდგა. სკოლა ვისაც ცოტა გვიან დაუმთავრდა, იმ მოწაფეებსაც შეხვდათ თავიანთი წილი, იცოცხლე, დაივსეს ჩანთები. დედაბრებს ხომ ნუღარ იტყვი!რაც იმათ კანფეტი ზიდეს, ნურსად ნურავინ დაიტრაბახებს...
აი, მართლა ტკბილი დღე ის იყო!
ბევრს აქამდე ახსოვს და ზოგიერთი ელოდება კიდეც_ან ახლა წამოვა კანფეტების წვიმა, ან ახლაო, მაგრამ ის საწვიმარი ღრუბელი რაღაც აღარა ჩანს.

ჯ.როდარი


მსუნაგთა სამეფო

იყო და აღარ არის. დღეისას ან გუშინდელისას არ ვამბობ. ძველად იყო. არც ახლო ეთქმოდა, არც შორი. ც&

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 192
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:58. სათაური: მატ..


მატიკა

მოიმარაგეთ ხის კოჭები ან ბუშტუკებიანი შესაფუთი პოლიეთილენის პარკი და გუაშის საღებავები. წაახალისეთ ბავშვები გააკეთონ წრიული ანაბეჭდები. გაამახვილეთ ყურადღება კოჭების ფორმაზე და ფურცელზე დატოვებული ანაბეჭდის ფორმაზე. (ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება, რაც წრიულ ანაბეჭდს დატოვებს)
თხლად დაყარეთ მარილი, მანი ან ქვიშა ფერად სინზე, ან თეფშზე. წაახალისეთ ბავშვები საჩვენებელი თითით წრეები დახატონ.

მუსიკა და მოძრაობა

გაუშვით საპნის ბუშტები (“საპნის ბუშტის რეცეპტი” იხ. დანართში). რა ფორმას მიიღებს საპნის ბუშტი?

საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:

რა ისწავლე წრის შესახებ?
რომელი საგნების გაგორება შეძელი სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს? რატომაა ეს შესაძლებელი?
შესთავაზეთ ბავშვებს, შინისაკენ მიმავალ გზაზე დაძებნონ წრეები, ძებნა დაიწყონ მანქანებზე დაკვირვებით.

2. ოთხკუთხედები

დილის წრე

გამოიყენეთ იზოლენტა და გააკეთეთ იატაკზე დიდი ოთხკუთხედი. სთხოვეთ ბავშვებს, დასხდნენ ამ ოთხკუთხედზე. ჰკითხეთ ”დღეს დილის წრეს სხვა სახელი ხომ არ უნდა ერქვას? რა?” (დილის ოთხკუთხედი!)
სთხოვეთ ბავშვებს, წამოდგნენ და დააკვირდნენ ფორმას, რომელსაც ქმნიან. აუხსენით, რომ ოთხკუხედი არის ფორმა, რომელსაც ოთხი გვერდი და ოთხი კუთხე აქვს. დაითვალეთ ერთად.
ითამაშეთ "მეძებარი ძაღლი". სთხოვეთ ბავშვებს, იპოვნონ ოთხკუთხა ფორმის საგნები ოთახში. ეცადეთ, საგნები ადვილად შესამჩნევ ადგილას დააწყოთ.
წაახალისეთ ბავშვები, შეარჩიონ პარტნიორი და წყვილში სცადონ თავიანითი სხეულების მეშვეობით, რაც შეიძლება ბევრნაირად შექმნან ოთხკუთხა ფორმა.
უთხარით ბავშვებს, რომ დღევანდელი დღის თემა ოთხკუთხედია.
ხელოვნება

წინასწარ მოიმარაგეთ დისკების შესანახი პლასტმასის თხელი ყუთები და გუაშის საღებავი. გახსენით დისკის ყუთი და სთხოვეთ ბავშვებს, გუაშის საღებავით მოხატოს ყუთის შიდა მხარე. დაელოდეთ გაშრობას და დახურეთ ყუთი. შემდეგ სკოჩით დაამაგრეთ მუყაოსგან წინასწარ გამოჭრილი მართკუთხა სახურავი და პატარა ფანჯრები. მიიღებთ საკუთარი დიზაინით გაფორმებულ სახლს.
დაამზადებინეთ ბავშვებს საკუთარი დიზაინის დროშები. წინასწარ გამოჭერით სხვადასხვა ზომისა და ფერის ოთხკუთხედები (დაგჭირდებათ ერთი დიდი ზომის, დანარჩენი პატარები). სთხოვეთ ბავშვებს, დიდ ოთხკუთხედზე დააწებონ პატარები საკუთარი გემოვნებით. მიამაგრეთ მიღებული დროშა ხის ჩხირზე სტეპლერის საშუალებით.


კონსტრუქციული

წაახალისეთ ბავშვები კუბების გამოყებით ააგონ კონსტრუქცია.


დრამატული თამაში

აჩვენეთ ბავშვებს, როგორ დაამზადონ ქაღალდის პარკისაგან ცხოველი-თოჯინები. (გამოჭერით ცხოველის ნიღბები, გააფერადეთ და ლამინირება გაუკეთეთ, ან ბავშვებმა თვითონ დახატონ ცხოველის თავები. ლამინირებული თავები ქაღალდის პარკის ძირს დააწებეთ. (იხ. დანართი) ყურადღება მიაქციონ თოჯინების ოთხკუთხა ფორმის ტანს. სთხოვეთ, შექმნან თოჯინების სპექტაკლი.


წიგნიერება

წაუკითხეთ ნაწყვეტი" ხუთკუნჭულადან" (დანართი 3),როგორო იყო ხალიჩა? ოთხკუთხედი, რბილი, ჭრელი. დაახატვინეთ ხალიჩა. კითხეთ, კიდევ რა ფორმის ხალიჩა შეიძლება შეგვხვდეს?
მეცნიერება/აღმოჩენა

მოიმარაგეთ ოთხკუთხედებად დაჭრილი სხვადასხვა ფაქტურის (თუ ხარისხის) ზუმფარის ქაღალდი. წაახალისეთ ბავშვები, ერთმანეთზე ახახუნონ.
მოიმარაგეთ ოთხკუთხა ფორმის ტრაფარეტები (შესაძლებელია ტრაფარეტის შექმნა სქელი მუყაოს ქაღალდისგანაც). წაახალისეთ, მათი გამოყენებით შექმნან კომპოზიცია.
გაუკეთეთ ლამინირება ჟურნალიდან ამოჭრილ სურათებს ან პოსტერებს და დაჭერით ისე, რომ შექმნათ ოთხკუთხა ფორმის ფაზელი.
მოიმარაგეთ სხვადასხვა ზომის ყუთები. წაახალისეთ ბავშვები, ყუთები ერთმანეთში მოათავსონ.
მუსიკა და მოძრაობა

მოიმარაგეთ კვადრატის ფორმის ყუთები (სახურავით) და ზანზალაკები. წაახალისეთ ბავშვები, ზანზალაკები ყუთში ჩაყარონ და შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტით დაუკრან.
მოიმარაგეთ კვადრატის ფორმის ბეან ბაგ–ები და ყუთი. სთხოვეთ ბავშვებს, მძიმე, მარცვლებით დატენილი ბურთები (ბეან ბაგ) ყუთში ჩაყარონ.
წიგნიერება

შეავსეთ ბიბლიოთეკა ოთხკუთხა წიგნებით. შეგიძლიათ დაამზადოთ ოთხკუთხა ფორმის სუფთა ”თექის წიგნი” ან ”ტომრის წიგნი”. ”თექის წიგნი” - წინასწარ გამოჭერით თექის კვადრატის ფურცლები. ხუთი თექის კვადრატი ერთმანეთს დაადეთ და მარცხენა მხარე გაკერეთ. გამოჭერით გეომეტრიული ფიგურები თექიდან ფურცელზე მისაწებებლად. მიეცით საშუალება ბავშვებს, ამ ფიგურებით ააწყონ კომპოზიციები თექის წიგნის ცარიელ ფურცლებზე. ”ტომრის წიგნი” - წინასწარ ტომრის წიგნის დასამზადებლად დაასტეპლერეთ ერთმანეთზე ხუთი ზიპიანი გამჭვირვალე ოთხკუთხა პარკის არაზიპიანი ბოლოები. სტეპლერები სქელი იზოლენტით დაფარეთ. ასევე წინასწარ მოამზადეთ იმავე ზომის და ფორმის ფურცლები და დაურიგეთ ბავშვებს თითო წიგნთან ერთად. სთხოვეთ ბავშვებს, რომელიმე ზღაპრის ილუსტრაციები დახატონ და პარკებში მოათავსონ.
საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:

რა ისწავლე ოთხკუთხედის შესახებ?
შეგიძლია, გაიხსენო ოთხკუთხედი ფორმები შენს სახლში?•შესთავაზეთ ბავშვებს, შინისაკენ მიმავალ გზაზე დაძებნონ ოთხკუთხედები.

3.სამკუთხედები

დილის წრე

გამოიყენეთ იზოლენტა და გააკეთეთ დიდი სამკუთხედი იატაკზე. სთხოვეთ ბავშვებს, ამ სამკუთხედზე დასხდნენ.
სთხოვეთ ბავშვებს, წამოდგნენ და დააკვირდნენ ფორმას, რომელსაც ისინი ქმნიან. უთხარით, რომ ეს სამკუთხედია. აუხსენით, რომ სამკუთხედი არის ფორმა, რომელსაც სამი გვერდი და სამი კუთხე აქვს. ერთად დაითვალეთ.
აუხსენით რა არის კუთხე, რომ მას აქვს წვერო, წვეტიანია და ორი გვერდი, რომელიც ამ წვეროს ქმნის. მოაძებნინეთ ოთახში რას აქვს კუთხე. უთხარით, რომ კუთხეებთან შეჯახება უფრო მტკივნეულია და ამიტომ, ოთახში, სადაც ბევრი, კუთხეებიანი ავეჯია ფრთხილად უნდა იყვნენ. სადაც მხოლოდ რბილი, მომრგვალებული ავეჯია, შეუძლიათ უფრო სწრაფად და თავისუფლად იმოძრაონ. მოახრევინეთ იდაყვი, თითი, მუხლი. აჩვენეთ, რომ კუთხეებს მათი სხეულიც ქმნის, მაგრამ ის ისე წვეტიანი არაა, როგორც მაგიდის კუთხე.
წინასწარ მოიმარაგეთ სამკუთხა საგნები, მაგალითად კუბები, სამკუთხედი (მუსიკალური ინსტრუმენტი), სამკუთხა პეჩენიები და სხვა. ჩაალაგეთ ეს საგნები ყუთში ან ტომარაში. სათითაოდ ამოიღეთ და აჩვენეთ ბავშვებს. შემდეგ თქვენ წინ იატაკზე დააწყვეთ. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ყოველ მათგანს სამი გვერდი და კუთხე აქვს.
უთხარით ბავშვებს, რომ დღევანდელი დღის თემა სამკუთხედია.
ხელოვნება

დაჭერით ფურცლები სამკუთხედებად და წაახალისეთ ბავშვები საღებავებით "სამკუთხედი ნახატი" დახატონ.
დაამზადეთ მუყაოსგან წინასწარ გამოჭრილი სხვადასხვა ზომისა და ფერის სამკუთხედების ჩამოსაკიდი მოძრავი სათამაშო, ანუ სამკუთხედების ასხმულა. თუ ასეთი ასხმულა ბევრი გამოგივათ, შეგიძლიათ დაამაგროთ ფანჯარაზე, გამოგივათ ორიგინალური ფარდა.
დაამზადეთ ბავშვებთან ერთად ქაღალდის ფრანი. მოიმარაგეთ დიდი ზომის ხის ჩხირები და კრეპის ქაღალდი. ჩხირებისგან შეკარით სამკუთხედი და დააწებეთ კრეპის ქაღალდისგან გამოჭრილი სამკუთხედი. სამკუთხედს კუთხეებში მოაბით თოკები.
კონსტრუქციული

წაახალისეთ ბავშვები, მხოლოდ სამკუთხა კუბების გამოყენებით ააგონ კონსტრუქცია.

სენსორული/ქვიშა და წყალი

მოიმარაგეთ ორკბილა ქვიშის სავარცხლები (Sand Combs with V-shape cuts) (გამოჭერით სამი ან ოთხი 10 სმ. ხ 20 სანტიმეტრზე სქელი ქაღალდის ან მუყაოს ზოლი. გაუკეთეთ კბილები გრძელ მხარეს. პირველზე გამოჭერით V–ის ფორმა (სამკუთხედი), მეორეზე – კუბის ფორმის კბილები, დანარჩენზე კი სხვა ფორმა ( იხ. დანართი) ). წაახალისეთ ბავშვები ნაკვალევი დატოვონ ქვიშაში. მოახერხებენ სამკუთხედის დახატვას?

წიგნიერება

წაუკითხეთ: "სამკუთხედი სახურავი" (დანართი 2) და ჰკითხეთ, კიდევ რაში გვჭირდება ეს ფორმა? დახატონ ისე, როგორც ზაზა ხატავდა.
საღამოს წრე (დღის გააზრება/შეჯამება)ჰკითხეთ ბავშვებს:

რა ისწავლეთ სამკუთხედის შესახებ?
რა ფორმისაა ხაჭაპური? რა ფორმისაა მისი ნაჭრები?
შესთავაზეთ ბავშვებს, შინისაკენ მიმავალ გზაზე სამკუთხედები დაძებნონ.

4. სხვადასხვა ფორმები (გული, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე,)

დილის წრე:

წინასწარ გამოჭერით დიდი ზომის გულის, ჯვრის, ნახევარმთვარის და ვარსკვლავის ფორმები. აჩვენეთ და დაასახელეთ. (ახალი სიტყვა ქიმი)
”ფორმის გამოკვლევა” (იხ. კვირის საერთო აქტივობებიდან)
სთხოვეთ ბავშვებს, დაწვნენ ხალიჩაზე, ისე რომ ვარსკვლავი გამოვიდეს. გაშალონ ფეხები, ერთმანეთს ისე მიადონ რომ წრე გამოვიდეს (იხილეთ ნახატი).
წინასწარ მოიმარაგეთ სხვადასხვა ფორმის საგნები. აჩვენეთ ბავშვებს და ჰკითხეთ რა ფორმისაა (ვარსკვლავის, გულის, ჯვრის, ნახევარმთვარის)
გაახსენეთ, რა უნახავთ ამ ფორმებით მორთული. იქნებ ვინმეს მაისურზე ახატია, ან საღამურზე. რა ჰქვია პატარა ცელქ ანგელოზს, რომელიც ადამიანებს ისრებს გულში ესვრის? კუპიდონი. როგორ ჰგონიათ, ის მართლა არსებობს? გულს მართლა გულის ფორმა აქვს, ვარსკვლავს_ მართლა ვარსკვლავის? მაშინ რატომ ვხატავთ ასე? ლამაზია, მოგვწონს.
ხელოვნება

წინასწარ გამოჭერით გულის დიდი ფორმა წითელი ქაღალდისგან და პატარა გულები შავი ქაღალდისგან. სთხოვეთ ბავშვებს, დააწებონ დიდ წითელ გულს პატარა შავი გულები. დააწებებინეთ მწვანე ქაღალდზე ჯერ შავი გული (ეს იქნება ჭიამაიას თავი), შემდეგ კი წვერიანი მხრიდან დააწებეთ გამზადებული ტანი და სთხოვეთ ბავშვებს, შავი ფლომასტერით დაუხატონ ფეხები.
სთხოვეთ მშობლებს, მოიტანონ სხვადასხვა მეორადი მასა

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 193
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 22.08.11 14:59. სათაური: დაƯ..



დანართი 2

სამკუთხედი სახურავი
ერთი, ორი, სამი ხაზი
შეერთდა და მოიხაზა,
სამკუთხედის ხაზვა ვიცი,
სიხარულით ყვირის ზაზა.

ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ოთხი კუთხე ფორთხვით
მორბისზაზა ყვირის: _მოდი, დედი,
მივუხაზე ოთკუთხედი.

მერე მრგვალად და თანაბრად
შემოხაზა დიდი წრე,
დაინახა უცაბედად
წრე ზეცისკენ მიიწევს.

აბრიალდა ცაზე მზედ და
გაანათა ფურცელი,
სამკუთხედი ააბობღდა
ოთხკუთხედს და უცქერის:

მიახატა ზაზამ სწრაფად
ფანჯრები და ფარდები
უხარია სამკუთხედს,
სახურავი გავხდები.
თ. ბექიშვილი

დანართი 3
ხუთკუნჭულა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხუთკუნჭულა. ღონით დიდი არაფერი, მაგრამ ისეთი მოხერხებული ვინმე იყო, რასაც მოინდომებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. შეეშინდა მეფეს, ემანდ მეფობაც არ მოინდომოსო და ხუთკუნჭულას დაღუპვა გადაწყვიტა. დაიბარა თავისთან, ბაყბაყ დევს რომ ერთი უჭრელესი, ურბილესი ოთხკუთხედი ხალიჩა აქვს, ის უნდა მომიტანოო. იცოდა მეფემ ბაყბაყ დევი ცოცხალი თავით არ დათმობდა თავის საყვარელ ხალიჩას და წინასწარ უხაროდა ხუთკუნჭულას თავიდან მოშორება.
ხუთკუნჭულა რისი ხუთკუნჭულა იყო, თვალიც არ დაუხამხამებია. ერთი მუჭა ნემსები მიბოძეთო, _ითხოვა და გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა დევის სახლს. დევი შინ არ იყო, მაგრამ ხალიჩა რომც მოეპარა, გამოეკიდებოდა და აუცილებლად დაიჭერდა. მოპარვა ხუთკუნჭულას არც უფიქრია, შეიპარა და ის ერთი მუჭა ნემსები სულ ამ ფუმფულა, ჭრელ, ოთხკუთხედ ხალიჩაში ჩაარჭო.
მოვიდა დევი ტყიდან დაღლილი, წამოწვა თავის ხალიჩაზე და შეერჭო ნემსები, იქით გადაბრუნდა_კიდევ: აქეთ გადმობრუნდა_უფრო მეტად და გადაირია საწყალი. სტაცა ხელი ხალიჩას და გამწარებულმა ფანჯრიდან გარეთ გადმოაგდო. ხუთკუნჭულასაც ეს უნდოდა, სტაცა ხალიჩას ხელი და გააცუხცუხა მეფესთან.

ხალხური მოტივების მიხედვით


დანართი 4
სათამაშო მოედანზე

ნიკა თქვენხელა ბიჭია და თქვენსავით მასაც ძალიან უყვარს სილაში თამაში. ჩავა ხოლმე ეზოში და სათამაშო მოედანზე მაშინვე სილას მიაკითხავს. მაწვნის და არაჟნის პლასმასის ქილებიც თან მიაქვს, გაავსებს სილით, კარგად დატკეპნის, ფრთხილად გადმოაბრუნებს და სილის მარტივი ფორმებით ქალაქს აშენებს. ერთ რამეზე სწყდება გული, ეზოში ერთი ბიჭია, სილაში სათამაშო ფორმების მთელი ნაკრები აქვს, მაგრამ არასდროს არავის ათხოვებს. მარტო თვითონ აშენებს და აშენებს სხვადასხვაგვარ შენობებს. ოთხკუთხედებიც აქვს, მრავალკუთხედებიც, გულებიც, ვარსკვლავებიც, მარწყვებიც და კიდევ ბევრი სხვა. გუშინ ნიკამ ზუსტად ისეთი ნაკრები მაღაზიაში ნახა. დედა შეჰპირდა, ორ-სამ დღეში მამა მივლინებიდან დაბრუნდება და გიყიდიო. ნიკა დინჯი ბიჭია, დაიცდის. თავის ფორმებს სხვებსაც ათხოვებს, მაგრამ კიდევ ერთ რამეზე ოცნებობს. თავისი ქვიშის ქალაქის გადაღებვა უნდა. დიდებმა თქვეს:_ეგეთი საღებავი არ არსებობს ქვიშის ქალაქი გადაღებოსო. ნიკას ჯადოსნური ფუნჯი უნდა. ცისარტყელა რომ გამოვა, ჩააწობს და იმ ფერებით ყველაფერს შეღებავს. თ. ბექიშვილი


დანართი 5
ფორმები, ფერები ზომები

რა ფორმისაა ბურთი, მაგიდა, სახურავი? მაგრამ წყალი? შეგვიძლია ვთქვათ, რა ფორმისაა წყალი, ქვიშა, ჰაერი. ე. ი ყველაფერს თავისი ფორმა არა აქვს და თუ ჭურჭელში არ მოვათავსეთ, არც ექნება. როგორ საგნებს აქვს ფორმა? მაგარს. პლასტელინი არც მაგარია და არც რბილი და ამიტომ რა ფორმასაც გვინდა მივცემთ, მაგრამ მზის გულზე, ფანჯრის რაფაზე თუ დავტოვეთ, გადნება და ფორმას დაკარგავს. ბევრი რამე იცვლის ფორმას იმის მიხედვით, ცივა თუ ცხელა. ხომ უკვე ვთქვით, რომ წყალს არა აქვს ფორმა, მაგრამ თუ ყალიბში ჩავასხით და საყინულეში გავყინეთ, მას ყინულის ფორმა ექნება, რომ გამოვიღებთ, გალღვება და ფორმას ისევ დაკარგავს. თუკი მზეზე დავდეთ, აორთქლდება. გინახავთ დედა როგორ აუთავებს დანამულ თეთრეულს? მას ორთქლი ასდის სიცხისგან. ასევე მოსდის წყალსაც. ფორმა არც ორთქლს აქვს, მაგრამ ცაში ცივა და იქ ღრუბლის ფორმას ღებულობს. ასეთი ცელქია წყლის წვეთი, ფორმა ხან აქვს, ხან_ არა. რასაც ფორმა აქვს, იმას აუცილებლად აქვს ზომაც. ღრუბელი დიდია ან პატარა, მაგიდაც, სკამიც, გულიც ვარსკვლავიც. როცა ადამიანები ზომაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთს რომ გააგებინონ გამოიგონეს საზომი ერთეულები: მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი. მილიმეტრი ყველაზე პატარაა. სახაზავზე ყველა დანაყოფი ერთი მილიმეტრია და ეს დედამიწის მერე მხარესაც ასეა. (ვაჩვენოთ სახაზავი, მეტრიანი). გაზომვა შეიძლება მტკაველითაც, ნაბიჯებითაც. ( გავაზომინოთ მტკაველით და ნაბიჯებით ისეთი საგანი რაც სამზე მეტი არ გამოუვათ) ე. ი. ეს წიგნი ორი მტკაველია, ეს_სამი. რომელი უფრო დიდია? რასაც აქვს ფორმა და ზომა ყველაფერს აქვს ფერი, თუ არ არის გამჭირვალე. რა არის გამჭვირვალე, კარგია თუ ცუდი, რომ შუშა გამჭირვალეა? რა ფორმისაა შუშა ფანჯარაში, რა ზომისაა? რა ფერია სხვადასხვა საგნები?

დანართი 6
პრანჭიები

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
ისე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან_ჭია.
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი
ცარიელი და უყურო.
და მათ მეზობლად ღრუბლების
იმედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაიძახოდა:_
შრომოთ მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს!
იხვი გუბიდან ყვიროდა:_
ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩამს გუბეში ცურავსო!
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაიძახოდა:
_ეს ჩემი ორი კბილია,
ისეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია
,სულ ჩემი დაკვნეტილია!
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრათ სულია.
იხვიც,
ციყვიც და ბაჭიაც
სამთავე იყო პრანჭია.

ნ. დუმბაძე


მასალის წყარო-----იხილეთ აქ

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
პასუხი:
1 2 3 4 5 6 7 8 9
видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки оффтопик свернутый текст

показывать это сообщение только модераторам
не делать ссылки активными
Имя, пароль:      зарегистрироваться    
Тему читают:
- წევრი ფორუმზეა
- წევრი არ არის ფორუმზე
დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 1
მარცხნივ: სმაილები კი, სურათები კი, შრიფტი არა, ხმის მიცემა არა
ავატარი კი, მისამართების ავტოშეცვლა ჩართულია, премодерация გამორთულია, правка არა



//osw