ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
moderator




შეტყობინება: 4
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 07:59. სათაური: ლოგოპედია-ლამაზად მეტყვ&


ლოგოპედია-ლამაზად მეტყველების ხელოვნებაა!!!
სწორად და ლამაზად მეტყველება კი წარმატების წინაპირობაა!!!



მოგესალმებით დიდი სიყვარულით, კეთილი იყოს ჩვენი ფორუმზე შეხვედრა...
მეტყველება, ეს ერთი შეხედვით, მარტვი ფუნქცია რომ თავის თავში ბევრ სირთულეს შეიცავს ალბათ დამეთანხმებით.იგი არც თანდაყოლილ უნარს არ წარმოადგენს და ვითარდება ბავშვის ზრდის პროცესში ფიზიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად. საბოლოოდ კი ადამიანის საერთო განვითარების მაჩვენებელია.
სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყევლების განვითარება? როდის და როგორ უნდა დაიწყოს მან ლაპარაკი? როდის უნდა ავნერვიულდეთ და როდის უბრალოდ დაველოდოთ? როგორ არ გაგვეპაროს მომენტი, როდესაც ბავშვს სჭირდება თქვენი ან სპეციალისტის დახმარება? ამ და სხვა სახის შეკითხვებს სვამენ ყურადრებიანი მშობლები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი შვილების შემდგომი განვითარება.
სამწუხაროდ არიან ისეთი მშობლებიც,რომლებიც ფიქრობენ , რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი თავისით მოუწესრიგდება.ის თავისით ისწავლის როგორ იმეტყველოს გამართულად" ჩვენ რა ,გვასწავლა ვინმემ?"-ამბობენ ხშირად...ეს მცდარი მიდგომაა!!! საუკეთესო გამოსავალია მცირე დეფექტის შემჩნევის შემTხვევაშიც კი,მიაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც გარკვეული გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს, რომლებიც მოგეხმარებათ დროულად აღმოფხვრათ თქვენი შვილის სამეტყველო ნაკლი .


ალბათ იცით , რომ ცნობილია შემთხვევები ე.წ. "ადამიანი მაუგლები" რომლებიც იზრდებოდნენ არასამეტყველო გარემოში,არაადამიანურ გარემოცვაში,არ ჰქონდათ მეტყველების უნარი ,პოვნის და დაბრუნების შემდეგ სპეციალისტების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მათ ვერ შესძლეს დაუფლებოდნენ სრულფასოვან მეტყველებას, რადგან სენსირიული (ანუ ყველაზე ხელსაყრელი) პერიოდი მეტყველების დაუფლებისა უკვე გასული იყო.

დამტკიცებულია, რომ ყრუ-მუნჯი მშობლების ნორმალური ფიზიოლოგიური სმენის მქონე შვილები დიდხანს ვერ ლაპარაკობენ(სადღაც 4-5 წ-მდე)და მეტყველება გარკვეული თავისებურებებით უნვითარდებათ . ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დროული და სწორი გავნითარებისათვის აუცილებელია სრულფასოვანი სამეტყველო კონტაქტები.ბავშვი რაც უფრო ხშირად ეკონტაქტება გარშემომყოფებს მით სწრაფად და ხარისხიანად იწყებს ლაპარაკს :)







Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]


moderator




შეტყობინება: 5
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 09:02. სათაური: რომ..


რომელ ასაკში იწყებს ბავშვი ლაპარაკს?
მეტყველების ჩამოყალიბების სამ ეტაპს განასხვავებენ. ესენია:
1. მოსამზადებელი (ღუღუნის) პერიოდი, რომელიც 2-4 თვიდან იწყება. დადებითი ემოციის ფონზე ბავშვი ბგერების წარმოთქმას იწყებს, რომელსაც არავითარი სასიგნალო დატვირთვა არ აქვს. 5 თვისთვის იზრდება წარმოთქმული ბგერების ნაირფეროვნება, ტემბრი მეტად დიფერენცირებული ხდება. შვიდი თვისთვის პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.
. 2.სენეორული მეტყველების ჩამოყალიბება, შვიდი-რვა თვიდან იწყება. ბავშვს უკვე ესმის ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა, უკავშირებს მათ კონკრეტულ საგანს, უყალიბდება რეაქციები კითხვებზე “სად არის დედა?’’ “სად არის ძაღლი?”. პარალელურად მისი ღუღუნი იხვეწება, მდიდრდება ინტონაციებით. ბავშვი წარმოთქვამს მარცვლებს და ცდილობს სიტყვების გამეორებას. წლისთვის მან უკვე იცის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა, ესმის ცნება “არ შეიძლება”.
. 3. მოტორული მეტყველების ჩამოყალიბება. პირველ სიტყვებს, რომლებიც მარტივი მარცვლებისგან შედგება (“მა-მა”, “დე-და”, “ბა-ბა”), ბავშვი ათი-თერთმეტი თვისა წარმოთქვამს. ის ბავშვურ ენაზე ბაძავს ძაღლის ყეფას: “ამ-ამ”.
წლისთვის ბავშვმა 10-12 სიტყვა იცის, ორ-წლინახევრის ასაკისთვის კი – 30-40. თანდათან უფრო და უფრო ფართოვდება ლაპარაკის გაგების უნარი. 1,5 წლის ბავშვს ესმის მთელი წინადადებების აზრი, სიამოვნებით ათვალიერებს ნახატებს, უსმენს უფროსების კომენტარს, 2 წლისთვის ყურს უგდებს მარტივ ზღაპარს, მოთხრობებს, ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს, ორი წლისა უკვე ამბობს ორ-სამ სიტყვიან წინადადებებს, ხოლო ორნახევარი-სამი წლისა სამ-ოთხსიტყვიან წინადადებებსაც აგებს, შეუძლია ამბის მოყოლა, მეტ-ნაკლებად იცავს გრამატიკულ წყობას.
- თუკი ბავშვმა განსაზღვრულ დროს არ დაიწყო ლაპარაკი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ნევროლოგიური პრობლემები აქვს?
– არ არის აუცილებელი, ბავშვი კონკრეტულ ჩარჩოებში ჩაეტიოს. მეტყველების ჩამოყალიბების ვადა მის ინტელექტს პირდაპირ არ განსაზღვრავს. როდის დაიწყებს პატარა ლაპარაკს, ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოზე, უფროსებთან კონტაქტსა და გენეტიკურ ფაქტორებზე. ისიც უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.



ბავშვის მეტყველება ადრეულ ასაკშვე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ შემდეგ სრულფასოვანი, მყარი ფსიქიკის მქონე პიროვნება მივიღოთ.
ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში მეტყველება სამ მთავარ ფუნქციას ასრულება:
  • კომუნიკაციურს,
  • განმაზოგადებელს და
  • თვითმარეგულირებელს.
    მეტყველების განვითარებაში გადახრები აფერხებს ბავშვის როგორც აზროვნებას , ასევე მის საერთო განვითარებას, ხელს უშლის კონტაქტის დამყარებას გარშემოიმყოფებთან.იწვევს ხასიათის შეცვლას, გულჩათხრობილობას, არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას, ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს სასწავლო პროგრამის ათვისებაზე
    .


  • Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 6
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 09:30. სათაური: როƮ..


    როდის მივმართოთ ლოგოპედს?

    1 წელი - თუ ბავშვი წლამდე ასაკამდე იყო ნერვოპათოლოგის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
    2 წელი - თუ ბავშვის სამეტყველომ მარაგი შემოიფარგლება 10 სიტყვაზე ნაკლები რაოდენობით.
    3 წელი - თჲ მეტყველებისას არ იყენებს ფრაზებს, თუ მისი მეტყველება გაუგებარია გარშემომყოფებისათვის.
    4 წელი - თუ დარღვეულია ბევრი ბგერის წარმოთქმის მკაფიოება და სისწორე.
    5-6წელი – თუ დარღვეულია ბგერების სისწორე, ბავშვი არასწორედ აგებს წინადადებებს, არ შეუძლია სურათის მიხედვით მარტივი მოთხრობის შედგენა,ძნელად იმახსოვრებს ლექსებს და ვერ იმახსოვრებს ასოებს.

    დაწყებითი კლასები – სისტემატური ბგერათაღრევა მეტყველებისა ან წერის დროს.

    თუ ბავშვს დაეწყო ენაბლუობა --აუცილებელია სასწრაფო კონსულტაცია, ლოგოპედთან და ფსიქონერვოლოგთან.

    ცხოვრების ერთ- ერთი მთავარი ეტაპი,სკოლისათვის მოსამზადებელი ასაკი – ლოგოპედი აღმოაჩენს და ღმოფხვრის შესაძლო შეცდომებს ბგერათწარმოთქმის და წერითი შეცდმების თავიდან ასაცილებლად.

    გისურვებთ წარმატებებს!!!! :)



    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 7
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 09:49. სათაური: ლოგ..


    ლოგოპედიური მუშაობის დროს ხდება:

    * მეტყველების ტემპის და რიტმის ნორმალიზება;
    * სამეტყველო მოტორიკის განვითარება ბგერების სწორად გამოთქმისათავის;
    * ფონეტიკური სმენის დამუშავება(რაც აუცილებელია ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის სკოლაში, განსაკუთრებით წერის დროს)
    * საერთო და წვრილი მოტორიკის განვითარება: მოტორიკა, მიმიკა, პანტომიმიკა
    * ფიზიოლოგიური და დიაფრაგმული სუნთქვის განვითარება;
    * სიტყვათა მარაგის გამდიდრება, აგრამატიზმის თავიდან აცილება;
    * გამომხატველობითი მეტყველების დამუშავება.


    ლოგოპედი მუშაობს:

    * აზროვნების;
    * მეხსიერების სხვადასხვა ფორმის;
    * ყურადრების;
    * წარმოსახვისა და ფანტაზიის;
    * მხედველობითი აღქმის;
    * სმენითი აღქმის;
    * ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარებისათვის;
    * ფიზიოლოგიუირ და სამეტყველო სუნთქვის მოწესრიგებისათვის;
    * ბგერათწარმოთქმის დასაზუსტებლად;
    * წერა-კითხვის დასაუფლებლად;
    * დისგრაფიის და დისლექსიის პროფილაქტიკისათვის;
    * ლექსიკის გამდიდრებისათვის;
    * გრამატიკული წყობის ჩამოყალიბებისათის

    ლოგოპედიური კაბინეტი "ჩიორაში"








    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 8
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 19:36. სათაური: http://pics.qip.ru/1..




    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 9
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 20:08. სათაური: მეც..


    მეცნიერთა აზრით, ხელისა და მეტყველების ფუნქცია მჭიდრო კავშირშია, ანუ ბავშვის მეტყველების განვითარების დონე დამოკიდებულია ხელის ნატიფი მოძრეობის ფორმირების ხარისხზე. ხელის ნატიფი მოძრაობის განვითარება ზრდის თავის ტვინის ქერქის შრომისუნარიანობას. ვარჯიშები სასურველია დავიწყოთ ადრეული ასაკიდან.

    გაჩვერნებთ რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს, რომლითაც მე ჩემი პატარა ჩიორელების წვრილ მოტორიკას ვამუშავებ :)

    "ნეკი ნეკისაო"

    ნეკი ნეიკისაო, მეგობრობისაო,
    ჩახუტებისაო, არ გაშვებისაო -----თითები მჭიდროდაა ერთმნანეთს გადაჭდობილი, როგორც ორი
    კაუჭი და მათი გახსნა ძნელია...
    ანალოგიურად ვაკეთებთ, მორიგეობით დანარჩენი თითებითაც, თან ვასახელებთ ამ თითების სახელებს (პარალელურად თითების სახელებსაც ვსწავლობთ)



    "ლოკოკინა"
    ძამია ლოკოკინაო,
    ნეტავი რატომ ააგე ასე პატარა ბინაო?!
    სტუმარი რომ მოგივიდეს
    სად უნდა დააბინაო???"
    გავაკეთოთ მუჭი, შემდეგ გამოვაწევინოთ საჩვენებელი და ნეკა თითები,სხვა თითები ხელისგულზეა მიმაგრებული.გამოწეული თითები ავამოძრავებინოთ
    (ლოკოკინას ჩვენი შენიშვნა არ მოეწონა და ულვაშები აუთამაშდა)


    "ჩვენ ვითვლით"

    თითებს უყვართ ძალიან,
    თვლით რომ ეფერებიან,
    1, 2, 3, 4, 5,
    5 მეგობარი,"
    ითლიან ჯერ ერთი ხელის, შემდეგ მეორე ხელის თითებს. თუ მეცადინეობა გამოსაშვებ ჯგუფში ტარდება, მაშინ თვლით 10-მდე, თუ უმცროს ჯგუფში, მაშინ 5-ს და 5-ს( ამ ვარჯიშით ვანვითარებთ წვრილ მოტორიკას და ასევე გვეხმარება შემდეგ, მათემატიკის გაკვეთილზე ,ანგარიშის სწავლების დროს ანუ ზუსტად იცის რამდენი თითი უნდა გაშალოს რომ იყოს 3, 2 ან 4:)





    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 13
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 17.03.11 17:56. სათაური: რთư..


    რთული ბგერების გამოვლინების ასაკი

    1-2- წელი -- ა;ე;ო; პ;ბ;მ;
    2-3- წელი -- ი;უ; ფ;ვ; ტ;დ;ნ;გ;კ;ხ;
    3-5 წელი --- ს;ზ;ც;შ;ჟ;ჰ
    5-6- წელი --- რ;ლ

    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 16
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 02.04.11 13:04. სათაური: ლოგ..


    ლოგოპედია-ლამაზად მეტყველების ხელოვნებაა!!!



    კაცობრიობის ენების შექმნაში უფლის ხელი ურევია. აი, რატომ არის ადამიანთა ენა სამყაროს ერთ-ერთი საოცრება. ღმერთმა ადამიანი იმით გამოარჩია , რომ ენა ჩაუდგა, ანუ მეტყევლების უნარი მიანიჭა. რატომ დაერქვა ადამინის მეტყველებას მიანცდამაინც ამ ფიზიკური ორგანოს სახელი? უთუოდ იმიტომ, რომ იმ ორგანოებიდან, რომლებიც ბგერების წარმოთქმაში, ანუ მეტყველებაში მონაწილეობენ, ყველაზე აქტიური სწორედ ენაა. ამიტომ გვაქვს ქართული ენა, ინგლისური ენა, ფრანგული ენა....... ადამიანი სამყაროს ენის მეშვეობით შეიცნობს.ბავში ენის ამოდგმისთანავე იწყებს კითხვების დასმას:ეს რა არის? ამას რა ქვია? ამ კითხვების პასუხად ის თანდათან ეცნობა მშობლიურ გარემოს..მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვმა სწორედ და ლამაზად მეტყეველბა შეძლოს აუცილებელია გამართულად მუშაობდეს არა ამრტო ენა არამედ, სხვა სამეტყველო ორგანოებიც:
    1.ბაგეები.
    2. კბილები
    3.ენა
    4.სასა
    5.რბილი სასა.
    6.ხახა.
    7.ხორხი.
    8.ცხვირის ღრუ
    9. სახმო სიმები
    ნორმის ფარგლებში იყოს ფიზიოლოგიური და ფონეტიკური სმენა.



    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 17
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 03.04.11 10:44. სათაური: ძალ..





    ძალიან ხშირია მშობლების დაინტერესება ლოგონერვოზისა და მისი გამომწვევი მიზეზების ირგვლივ, ამიტომ შევეცდები გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ნაკლის შესახებ

    ენა ბორძიკობა(ლოგონერვოზი)

    ---ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენაბორძიკობა ძრითადად ვლინდება2დან 5 წლის ასაკამდე(სალაპარაკო მეტყველების ინტენსიური განვითარების პერიოდში) დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ენაბორძიკობასთან ბრძლა გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს, დასაწყის სტადიაში ეს ფორმა ატარებს იოლ ხასაითს,მაგრამ თავიდან ოდნავ დაწყებული ენაბლუობა თანდათან რთულდება,და რაც უფრო მეტი დრო გადის ენაბლუობის დაწყებიდან მით მეტად ხდება მისი მეტყველებაში განმტკიცება და ბავშვის ფსიქიკის ჩათრევა, იგი ხელს უშლის ბავშვის კომუნიკაციურ ურთიერთობას და იწვევს გარკვეულ სირთულეებს სწავლაში.ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
    ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს - იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს "ე-ე", "მ-მ", შორისდებულებს, - მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს.
    ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% - ქალი.

    გამოყოფენ ენაბორძიკობის გამომწვევ მიზეზთა 2 ჯგუფს,
    1)
    მიდრეკილების მქონე მიზეზთა ჯგუფში შედიან:
    ა) მშობელთა მძიმე ნერვიული მდგომარეობა.( ნერვიული, ინფექციური და სომატური ავადმყოფობები, რომლებიც ახდენენ ცსნ-ის დაზიანებას)

    ბ) თვით ბავშვის ნერვოპათოლოგიური მდგომარეობა... ღამის შიშების,ემციური დაძაბულობა, ენურეზი, მომენტალური გაძიერებული გაღიზიანებადობა)

    გ) კონსტიტოციანოლური მიდრეკილება , მიდრეკილება ფსიქიკური ტრამვების მიმართ.

    დ) მემკვიდრეობით დატვირთვა (სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი სისუსტე, რომელიც შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით, როგორც რეცენსიური ნიშანი)
    მეორე ჯგუფი
    2)
    მაწარმოებლის მიზეზების ჯგუფში გამოყოფენ ფსიქიკურ და სოციალურ მიზეზებს:


    ა) ანატომიურ-ფიზიოლოგიური მიზეზები--ფიზიკური დაავადებები, რომლებიც იწვევს ენცეპალოფატიებს. ტრამვები მუცლადყოფნის პერიოდში ან სამშობიარო ტრამვა(ასფიქსია).ტვინის შერყევა, ტვინის ორგანული დაავადებები.ბატონები, მუცლის ჭია,ნერვუილი სისტემის გადაღლა.

    ბ) ხანმოკლე ერთჯერადი ტრამვა,(შეშინება) ხანგძლივად მოქმედი ფსიქიკური ტრამვა-ანუ ბავშვის არასწორი აღზრდა, რაც გულისხოსბ, განებივერბასაც, მუდმივ და გადაჭარბებულ სურვილს"სამაგალითო" ბავშვის აღზრდისას) ხანგძლივი ფსიქიკური ნერვიული მდგომარეობა. ძლერი უეცარი ელდა,ან გადაჭარბებული სიხარული..

    ენის ბორძიკი სამეტყველო აპარატის (ენა, ტუჩები, რბილი სასა, ქვედა ყბა) კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობის შედეგია. კუნთების რამდენიმე ხანმოკლე შეკუმშვა ცალკეული ბგერებისა და მარცვლების უნებლიე გამეორებას (კლონური ენაბორძიკი) იწვევს, ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა კი - მეტყველების შეფერხებას (ტონური ენაბორძიკი). ხშირია ენაბორძიკის შერეული ფორმა - ორივეს შერწყმა. ზოგჯერ მეტყველების აპარატის კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს სახისა და კიდურების კუნთების შეკუმშვაც ერთვის.ბავშვობაში მეტყველების არასწორი ფორმირება.ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის შედეგია მეტყველების ცენტრის ფორმირება: ხმის ცენტრი ფრაზების წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს და თან სმენის ცენტრს ააქტიურებს; სმენის ცენტრი აღიქვამს ლაპარაკს და ასოციაციურ ცენტრს უბრძანებს, იფიქროს, ეს უკანასკნელი კი დაფიქრების შემდეგ ააქტიურებს ხმის ცენტრს და ა.შ.
    ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში მდებარეობს. სწორედ იქ არის მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები:

    ბროკის ცენტრი - ხმის ცენტრი. პასუხისმგებელია მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და იოგების მუშაობაზე, აწესრიგებს ენის მოძრაობასა და ხმის იოგების ფუნქციებს;
    ვერნიკის ცენტრი - სმენის ცენტრი. მისი მეშვეობით ვცნობთ სხვებისა და საკუთარ მეტყველებას;
    ასოციაციური ცენტრი - აანალიზებს ნათქვამს და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომი საუბრის თაობაზე.

    ენაბორძიკობას საფუძვლად ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის დარღვევა (სხვადასხვა სიჩქარით მუშაობა) უდევს. 2-5 წლის ბავშვებს მეტყველების ცენტრები და მათი სინქრონული კავშირი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, რაც არცთუ იშვიათად ენებორძიკობის პროვოცირებას ახდენს.
    ენაბორძიკობის მექანიზმი თანამედროვე მედიცინას დაახლოებით ასე წარმოუდგენია: ნერვული სისტემის ზემოხსენებული ცვლილებები ბროკის ცენტრის გადაძაბვას იწვევს, მისი მუშაობის სიჩქარე იმატებს და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული კავშირი დროებით წყდება. გადაძაბვა გადაეცემა ბროკის ცენტრის გვერდით მდებარე თავის ტვინის ქერქის იმ უბნებს, რომლებიც მოძრაობის აქტივაციაზე აგებს პასუხს. შედეგად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ადამიანს ენა ებმის, ხოლო ბროკის ცენტრი ნორმამდე დუნდება და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული წრე კვლავ იკვრება.
    ნერვული სისტემის გადაძაბვისას ნერვული იმპულსები და თანხმოვანი (განსაკუთრები - ყრუ) ბგერების სიხშირეები თვისობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ადამიანს ენა ებმის უმეტესად - თანხმოვნების, ძალიან იშვიათად - ხმოვნების წარმოთქმისას.
    ენაბორძიკობისას მეტყველების დარღვევა სხვადასხვა სახისაა: შესაძლებელია ბგერების ან მარცვლების გამეორება, სიჩუმის ბლოკები, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა (გახანგრძლივება). ენაბორძიკობას თან სდევს დაძაბულობა და შფოთვა, სახის მიმიკის ცვლილებები და ტიკები.
    არარიტმული და არათანმიმდევრული მეტყველება 2-7 წლის ასაკში ნორმად ითვლება, მაგრამ ბავშვს თუ ენა მეტისმეტად ხშირად ებმის და ამ დროს შესამჩნევად შფოთავს, შესაძლოა, ენაბორძიკობასთან გვქონდეს საქმე.
    ენაბორძიკობის დასაწყისზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

    მარცვლების ხშირი გამეორება;
    ბგერების გაჭიანურება;
    ხშირად საუბრისთვის თავის არიდება;
    სახისა და ყელის კუნთების დაძაბულობა;
    საუბრისას მოულოდნელად ხმის ტემბრის აწევა.
    არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება, ბავშვებში ენაბორძიკობის განვითარების ალბათობა შევამციროთ:

    ბავშვს ესაუბრეთ ნელა და რიტმულად;
    საუბრისას გააკეთეთ პაუზა, განსაკუთრებით - იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა უკვე დაასრულა ფრაზა, თქვენ კი ჯერ არ დაგიწყიათ. ეს ბავშვს კიდევ რამის თქმის საშუალებას მისცემს, თქვენ კი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, რისი თქმა სურს თქვენს პატარას.
    ბავშვს ნაკლები შეკითხვა დაუსვით და იშვიათად მიმართეთ ბრძანების კილოთი. უმჯობესი იქნება, თუ თხოვნასა და შეკითხვას დაიწყებთ სიტყვებით: ,,მოდი...", ,,როგორ ფიქრობ....", ,,შენი აზრით..."

    2-4- წლის ბავშვებში ხშირად გვხვდება ბგერების ან სიტყვების გამეორება, ეს გამოწვეული შეიძლება იყოს სიტყვათა მარაგის უკმარისობით, გადმოსაცემი ემოციის მოძალებით.მაგრამ თუ ეს მეორდება სისტემატურად აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. მოახდინეთ ჩარევაა!!!ენაბორძიკობის მკურნალობა ლოგოპედის პრეროგატივაა. თუ მიზეზი ფსიქიკური ტრავმაა, შესაძლოა, ლოგოპედმა ბავშვი ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს.
    მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკობის მიზეზები და მექანიზმი ცნობილია, მისგან მყისიერი განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ენაბორძიკობის მკურნალობა ბროკის ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს.





    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 19
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 04.04.11 19:37. სათაური: დღე..


    დღეს მინდა ბგერათწარმოთქმის დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, დისლალიაზე, გესაუბროთ

    დისლალია

    არის ,ბგერათწარმოთქმის დარღვევა, ფიზიოლოგიურად ჯანმრთელი სმენისა და სამეტყველო აპარატის არსებობის პირობებში...
    ..ანუ,
    ბავშვს აქვს სიტყვათა მარაგის საკმაო რაოდენობა, შეუძლია გადმოსცეს აზრი, შეადგინოს წინადადება, მაგრამ დარღვეული აქვს ბგერათწარმოთქმის სისწორე..ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორედ განვითარებული სამეტყველო აპარატი; ჩამოუყალიბებელი ფონეტიკური სემნა(ანუ მსგავსი ბგერები ერთნაირად ესმის,ამიტომ ასევე გამოთქვამს)
    საარტიკულაციო აპარატის თავისებური განვითარების გამო ხანდახან ცდილობს მოძებნოს საჭირო ბგერასთან მიმგვანებული ბგერა, და ქმინის ამ ბგერის საკუთარ ვარიანტს...
    თუ 3-4- წლის ბავშვს შეუძლია დაუშვას ბგერათ ჩანაცველბა ან საკუთარი ვარიანტით საუბარი, მაგალითად -კარგია -კალგია,რვეული- ლვეული; ძველი- ზველი და ა.შ უკვე, განვითარებული ფონეტიკური სმნეის პირობებში, ბავშვებს კარგად ესმით რომ , სიტყვის აზრი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული...

    თუ ბავშვის ფონეტიკური სმენა კარგად არაა ჩამოყალიბებული , მაშინ მის საუბარში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბგერათჩანაცვლება, მიუხედავად იმისა რომ ის იმ ბგერასაც კარგად გამოთქვამს, რომელსაც ანაცვლებს სხვა ბგერით, უბრალოდ, ვერ ახერხებს მათ სმენით განსხვავებას , ამიტომ ვერ ხვდება აღნიშნულ სიტყვაში რომელი ბგერა გამოიყენოს.

    ფონეტიკური სმენის უქონლოიბამ შეასძლებელია შემდეგში გამოიწვიოს, სერიოზული პრობლემები, კითხვისა და წერის დროს...
    გართულების შემთხვევაში იწვევს დისლექსაის და დისგრაფიას...



    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 20
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 04.04.11 20:12. სათაური: როგ..


    როგორ მივეხმაროთ პატარას დაიმახსოვროს თითების სახელები???

    ამაში კარგად დაგვეხმარება ჩვენი ძველის-ძველი და კეთილი ხალხური თამაში "ანა თითი ბანა თითი, რომელია შუა თითი?"
    მერწმუნეთ თქვენი პატარისათვის თითების ასე ერთად დაწყობა და შემდეგ მეორე ხელით მათი დამალვა არცთუ ადვილად დასაძლევი ამოცანა იქნება , მაგრამ ის საუკეთესო ვარჯიშია- როგორც მეტყველებისათვის(იმახსოვრებს ტექსტს), განზოგადების უნარის ჩამოყალიბებისათვის(იმახსოვერბს თითების სახელებს და ცდილობს მათ განსხვავებას) ასევე წვრილი მოტორიკის ჩამოყალიბებისათვის :)


    სტიმულირებისათვის ამ თამაშს შეგვიძლია მივცეთ შეჯიბრის სახე- გამოვიწვიოთ პატარა შეჯიბრში, მე უფრო ბევრჯერ გამოვიცნობ სადაა შუა თითი თუ შენ??დედააა ნუთუ შემეშალა?რომელი თითი დავიჭირე??? ნეკიიიიიი ყვირის პატარა...უფ, როგორ შემეშალა?! მოდი კიდევ ვცადოთ... და ა.შ.
    მოკლედ, თან სასიამოვნოდ გაატარებთ დროს თქვენს პატარასთან, თან ბევრ რამეს ასწავლით...ანუ მივიღებთ ფორმულას
    საისამოვნოს + სასარგებლო :)))

    *********

    ძალიან სასიამოვნო და მხირული თამაში გამოდის ასევე პატარა ფერად წებოვანა ქაღალდებზე დახატეთ სხვადასხვა ემოციის სახე, და შემოაწებეთ ბავშვს თითზე ისე, რომ თითები სახით მისკენ იყვნენ, შემდეგ კი თამაშში შეგიძლიათ ჩართოთ საკუთარი ფანტაზია, დაარქვით სახელები თითებს, ატარეთ ერთმანეთთან სტუმრად, ჩაახუტეთ ან აჩხუბეთ ერთმანეთს ორ-ორი, ან ცერი სხვა დანარჩენებს, ეს ძალაინ კარგი ვარჯიშია თითებისათის :)(თუ ბავშვის ასაკი ამის საშუალებას იძლევა, მაშინ მიეცით მის ფანტაზიას "გზა ფართო" და თვითონვე გამოიგონოს ამბავი მხიარულ თითებზე...თვითოეულ თითს დაარქვას სახელი ზედ გამოსახული ემოციიდან გამომდინარე, მაგ:მტირალა, კისკისა, ბღვერია და ა.შ.





    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე



    დაურეგისტრირებელია
    დარეგისტრირებულია: 01.01.70
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 10.04.11 17:27. სათაური: qalbatono qeti! chem..


    qalbatono qeti!
    chemi shvili metkvelebis dros ikenebs rbil "L"-s, mainteresebs rogor sheidzleba davdzliot es problema? =)

    Спасибо: 0 
    Цитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 22
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 11.04.11 21:03. სათაური: გამ..


    sopo пишет:

     ციტატა:
    qalbatono qeti!
    chemi shvili metkvelebis dros ikenebs rbil "L"-s, mainteresebs rogor sheidzleba davdzliot es problema? =)




    გამარჯობათ ქალბატონო სოფო, საინტერესო და დღეს-დღეობით საკმაოდ პრობლემატურ საკითხს შეეხეთ, ამ შეკითხვას ძალიან ხშირად სვამენ ჩვენი ბაღის აღსაზრდელების მშობლებიც.
    ლ ბგერის , ისევე როგორც ყველა სხვა ბგერების წარმოთქმას გარკვეული არტიკულაციური მზაობა სჭირდება.

    ბგერა ლ -თანხმოვანია, მჟღერი,მაგარი.

    ბგერის სწორი წარმოთქმის დროს არტიკულაციური აპარატი ღებულობს შემდეგ მდგომარეობას:

    ტუჩები ოდნავ გახსნილია, უჭირავთ ნეიტრალური მდგომარეობა, ან იღებენ ლ-ს შემდგომი ხმოვნის მდგომარეობას, კბილები უმნიშვნელოდ გახსნილია,ქვედა ყბა დაწეული,რბილი სასა აწეული,ენის წვერი ებჯინება ზედა კბილებს,ხდება ხშვა, ენის შუა და გვერდითი ნაწილები ოდნავ დაწეულია, ჰაერნაკადი გამოდის გვერდებისა და კბილებს შუა.სახმო სიმები დაჭიმულია.

    რბილი ლ- კი გამნოირჩევა მაგარისაგან შემდეგით:
    ტუჩები ღიმილშია.ენის შუა ნაწილი მეტადაა აწეული და ალვანებს ებჯინება, შუა და უკანა მხარე აწეულია და წინ წამოწეული, რაც გვაძლევს ბგერის დარბილებას.
    სწორი ბგერის მისაღებად აუცილებელია გარკვეული არტიკულაციური ვარჯიშები, ფონეტიკური სმენის დამუშავება და თანმიმდევრულ მეტყველებაში მისი სწორი არტიკულაციის ავტომატიზაციისათვის საჭირო სავარჯიშოები. ასე რომ, სასურველია, თქვენს პატარასთნ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად სპეციალისტმა იმუშაოს.








    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე



    დაურეგისტრირებელია
    დარეგისტრირებულია: 01.01.70
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 12.04.11 19:47. სათაური: dzalian didi madloba..


    dzalian didi madloba dakhmarebisatvis...

    Спасибо: 0 
    Цитата უპასუხე



    დაურეგისტრირებელია
    დარეგისტრირებულია: 01.01.70
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 17.04.11 15:41. სათაური: QALBATONO QETI AM BO..


    QALBATONO QETI
    AM BOLO DROS SEVAMCNIE, ROM CEMI VAJI ARASWORAD WARMOTQVAMS:S DA Z BGEREBS. SEIZLEBA TU ARA ES PROBLEMA GAMOWVEULI IKOS WINA KBILIS AMOGEBIT?

    WINASWAR GIXDIT MADLOBAS KONSULTACIISATVIS!!!


    Спасибо: 0 
    Цитата უპასუხე
    moderator




    შეტყობინება: 24
    დარეგისტრირებულია: 12.03.11
    შეფასებები: 0
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 17.04.11 16:31. სათაური: :))) ს,ძ..


    :))) ს,ზ,ც,წ, და ძ ბგერები სისინა ბგერების რიგს მიეკუთნებიან, მათ წარმოთქმაში აქტიურად მონაწილეობს როგორც ენა, ასევე კბილები- კბილთაშორის ნაპრალი სავარაუდოდ 1-2 მმ-ია, წინა კბილების მთლიანობის დარღვევა იწვევს ნაპრალის გადიდებას- ხდება არასწორი ხშვა, ამის გამო კი ხდება სისინა ბგერების არაწორი გაჟღერება. ასე რომ, თქვენი შვილის სამეტყველო პრობლემა გამოწვეულია კბილების ამოღებით.

    Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე
    Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]
    პასუხი:
    1 2 3 4 5 6 7 8 9
    видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки оффтопик свернутый текст

    показывать это сообщение только модераторам
    не делать ссылки активными
    Имя, пароль:      зарегистрироваться    
    Тему читают:
    - წევრი ფორუმზეა
    - წევრი არ არის ფორუმზე
    დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 3
    მარცხნივ: სმაილები კი, სურათები კი, შრიფტი არა, ხმის მიცემა არა
    ავატარი კი, მისამართების ავტოშეცვლა ჩართულია, премодерация გამორთულია, правка არა



    //osw