ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
moderator




შეტყობინება: 4
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 07:59. სათაური: ლოგოპედია-ლამაზად მეტყვ&


ლოგოპედია-ლამაზად მეტყველების ხელოვნებაა!!!
სწორად და ლამაზად მეტყველება კი წარმატების წინაპირობაა!!!



მოგესალმებით დიდი სიყვარულით, კეთილი იყოს ჩვენი ფორუმზე შეხვედრა...
მეტყველება, ეს ერთი შეხედვით, მარტვი ფუნქცია რომ თავის თავში ბევრ სირთულეს შეიცავს ალბათ დამეთანხმებით.იგი არც თანდაყოლილ უნარს არ წარმოადგენს და ვითარდება ბავშვის ზრდის პროცესში ფიზიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად. საბოლოოდ კი ადამიანის საერთო განვითარების მაჩვენებელია.
სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყევლების განვითარება? როდის და როგორ უნდა დაიწყოს მან ლაპარაკი? როდის უნდა ავნერვიულდეთ და როდის უბრალოდ დაველოდოთ? როგორ არ გაგვეპაროს მომენტი, როდესაც ბავშვს სჭირდება თქვენი ან სპეციალისტის დახმარება? ამ და სხვა სახის შეკითხვებს სვამენ ყურადრებიანი მშობლები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი შვილების შემდგომი განვითარება.
სამწუხაროდ არიან ისეთი მშობლებიც,რომლებიც ფიქრობენ , რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი თავისით მოუწესრიგდება.ის თავისით ისწავლის როგორ იმეტყველოს გამართულად" ჩვენ რა ,გვასწავლა ვინმემ?"-ამბობენ ხშირად...ეს მცდარი მიდგომაა!!! საუკეთესო გამოსავალია მცირე დეფექტის შემჩნევის შემTხვევაშიც კი,მიაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც გარკვეული გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს, რომლებიც მოგეხმარებათ დროულად აღმოფხვრათ თქვენი შვილის სამეტყველო ნაკლი .


ალბათ იცით , რომ ცნობილია შემთხვევები ე.წ. "ადამიანი მაუგლები" რომლებიც იზრდებოდნენ არასამეტყველო გარემოში,არაადამიანურ გარემოცვაში,არ ჰქონდათ მეტყველების უნარი ,პოვნის და დაბრუნების შემდეგ სპეციალისტების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მათ ვერ შესძლეს დაუფლებოდნენ სრულფასოვან მეტყველებას, რადგან სენსირიული (ანუ ყველაზე ხელსაყრელი) პერიოდი მეტყველების დაუფლებისა უკვე გასული იყო.

დამტკიცებულია, რომ ყრუ-მუნჯი მშობლების ნორმალური ფიზიოლოგიური სმენის მქონე შვილები დიდხანს ვერ ლაპარაკობენ(სადღაც 4-5 წ-მდე)და მეტყველება გარკვეული თავისებურებებით უნვითარდებათ . ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დროული და სწორი გავნითარებისათვის აუცილებელია სრულფასოვანი სამეტყველო კონტაქტები.ბავშვი რაც უფრო ხშირად ეკონტაქტება გარშემომყოფებს მით სწრაფად და ხარისხიანად იწყებს ლაპარაკს :)







Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]





დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 01.01.70
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 27.01.12 02:42. სათაური: მყა..


მყავს 14 წლის გოგონა, 5 წლიდან დაეწყო ენის ბორძიკი, წინა ასოებს და მარცლებს იმეორებს, მის შემდეგ ვმუკნალობთ სხვადასხვა ნერვოპათალოგთან, ლოგოპედთანაც დამყავდა,შედეგი არ გამოიგო, იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

Спасибо: 0 
Цитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 60
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 29.01.12 18:06. სათაური: makuna888 пишет: &#..


makuna888 пишет:

 ციტატა:
მყავს 14 წლის გოგონა, 5 წლიდან დაეწყო ენის ბორძიკი, წინა ასოებს და მარცლებს იმეორებს, მის შემდეგ ვმუკნალობთ სხვადასხვა ნერვოპათალოგთან, ლოგოპედთანაც დამყავდა,შედეგი არ გამოიგო, იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ



ქალბატონო მაკუნა, როგორც ჩანს, თქვენ დიდი ხანია ებრძვით აღნიშნულ პრობლემას და ალბათ კარგად ხართ გარკვეული მის რაობაში...თუმცა გარკვეული ინფორმაცია შეგიძლიათ ამავე თემაში პირველ გვერძეც იხილოთ...
ლოგონევროზი მიეკუთვნება იმ დარღვევათა რიცხვს, რომელიც ხანგძლივ და ინტესნიურ მუშაობას მოითხოვს როგორც პაციენტის ისე სპეციალისტთა ჯგუფის მხრიდან..
თქვენს გოგონას აუცილებლად ასწავლიდნენ სამეტყველო სუნთქვის მართვას, გამოიყენოს ის პრაქტიკაში... ასწავლიდნენ სამეტყველო ტემპის შემცირებას ხმოვნების ოდნავი დაგრძელების ხარჯზე, რომელთა ხანგძლივ წარმოთქმას იწვევს ხანგძლივი ამოსუნთქვა. ასწავლიდნენ, რომ სანამ საუბარს დაიწყებს, მოიფიქროს რისი თქმა სურს.
საუბარი დაიწყოს ამოსუნთქულ ჰაერზე!
მკაცრად დაიცვას პაუზა წინადადებების ბოლოს!
დიდი წინადადება დაყოს აზრობრივ ნაწილებად, მათ შორის დაიცვას პაუზა!
ეცადეთ ყველაფერი ეს გადაიტანოს ყოველდღიურ სამეტყველო პრაქტიკაში, ჰქონდეს მუდმივი თვითკონტროლი და მეტყველების გაუმჯობესება შესამჩნევი იქნება...
ატარეთ ცურვაზე, მწვრთნელის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც სწორ სუნთქვას ასწავლის!
შეასწავლეთ ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა!







Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 01.01.70
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 07.03.12 19:52. სათაური: ვბვ..


ვბვბვბვ

Спасибо: 0 
Цитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 281
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 02.08.12 21:50. სათაური: ხელ..


[big]ხელი შეუწყოთ ბავშვებში სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას!!! (I ნაწილი)

ექიმი ფიზიოლოგები ერთხმად იუწყებიან, რომ მატყუარას წოვა აუცილებელია ქვედა ყბის კარგი ზრდა-განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიის აკადემიის 7 წლიანმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ბავშვებში უეცარი სიკვდილის სინდრომის საშიშროების შემცირებაში, მატყუარა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა მისი გამოყენება უნდა დავიწყოთ მხოლოდ მეოთხე კვირიდან. თუ ძილის დროს იგა პატარას უვარდება ნუ ეცდებით მის უკან დაბრუნებას. წლის შემდეგ მატყუარას გამოყენება არ არის სასურველი.


ბავშვებში წოვითი რეფლექსი, ცხოვრების პირველ წელს წარმოადგენს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნას. წოვითი მოძრაობები ამცირებენ ბავშვის აქტიურობას და აქრობენ უარყოფით ემოციებს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების წოვა, ხშირად არა დამაკმაყოფილებელია, რითაც იწვევს ქვედა ყბის ზრდაში ჩამორჩენის პროვოცირებას. შედეგად ბავშვს უყალიბდება დისტალური თანკბილვა.

ამას გარდა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, პირის კუნთებზე არ ადგებათ საჭირო დატვირთვა და წოვის რეფლექსი რჩება დაუკმაყოფილებელი, ასეთ შემთხვევაში მატყუარას გამოყენება ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ანვითარებს ენისა და ქვედა ყბის მამოძრავებელ კუნთებს. თუმცა, როგორც კი პატარას შეუსრულდება 6 თვე სასურველია ღრმა ძილის დროს გამოართვათ მატყუარა. რათა თავიდან ავიცილოთ მადეფორმირებელი მოქმედება - საქმე იმაშია, რომ მატყუარას მრგვალი ყელი ხელს უშლის ცენტრალური საჭრელი კბილების შეხებას. ამ მიზერულ, მაგრამ მუდმივი ზეწოლას შეუძლია ღია თანკბილვამდე მიგვიყვანოს, ასევე გამოიწვიოს ქვედა ყბის ზრდის შეჩერება.

დღეისათვის უკვე არსებობს მატყუარას პრინციპიალურად ახალი მოდელი, ”დენტისტარი”, რომელიც ორთოდონტიული დარღვევების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა. მას აქვს განსაკუთრებულად თხელი ყელი და სპეციალური საფეხური საჭრელების სწორი შეხებისათვის. ახალი მატყუარა გამოდის 2 ზომის - ახალშობილების 9 თვემდე და პატარებისათვის უკვე ამოჭრილი კბილებით. დღეისათვის იგი წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ მოდელს ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების პროფილაქტიკისათვის.

რა ვქნათ თუ უკვე დროა მოვიშოროთ მატყუარა, მაგრამ პატარას არ სურს მასთან განშორება. ყველაზე საუკეთესო პერიოდი მატყუარას გადასაჩვევად 8-18 თვეა. ამ ასაკში პატარას უყალიბდება ღეჭვითი რეფლექსი და მას ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურადაც უადვილდება მასთან განშორება.


ამ პერიოდში მშობლების ამოცანაა - მიეხმარონ საღეჭი რეფლექსის სრულყოფილად ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული შემდგომად საჭმლის მონელაბა და ჯანმრთელობაც რაღა თქმა უნდა. როგორც ცნობილია ფუნქცია განსაზღვრავს ფორმას და საკვებ რაციონში მაგარი საკვების უკმარისობა ხშირად იწვევს კბილთა მწკრივების შევიწროებას, მჭიდრო დგომას და შემდგომად უკვე მრავლობით კარიესს და პაროდონტის დაავადებების განვითარებას მუდმივ კბილებში. რათა დროულად ჩამოყალიბდეს ღეჭვითი რეფლექსი, აუცილებელია ბავშვის კვებას ნელ-ნელა დავამატოთ მაგარი საკვები, როგორც კი პატარას ამოეჭრება წინა კბილები, მას უკვე შეუძლია აიღოს კიტრის პატარა ნაჭერი და მოკბიჩოს. პირველი გვერდითი კბილების ამოჭრისას პატარ სწავლობს ღეჭვას. ამიტომ უმჯობესია კი არ გაუხეხოთ, არამედ მოუთუშოთ ბოსტნეული პატარა ნაჭრებად, რათა ღეჭვის ჩვევებმა ფეხი მოიკიდოს.

ორი წლის ასაკში, როცა ყველა სარძევე კბილი ამოჭრილია, მატყუარას ხმარება არც კი უნდა იფიქროთ. თუკი პატარა 2 წლის მერეც სარგებლობს მატყუარით, ღია თანკბილვის განვითარების ალბათობა 96%-ია.

თუ თქვენს პირმშოს უჭირს მატყუარასთან განშორება, არაა აუცილებელი მდოგვით დაუწვათ პირი ან ძალით გამოგლიჯოთ საყვარელი ნივთი. არსებობს უფრო ჰუმანური მეთოდები, რათა გადავაჩვიოთ მატყუარის ან თითის წოვას. მშობლებში არსებობს ასეთი მოსაზრება: ”რომ შესაძლებელია მისი გამორთმევა, ნუ იტირებს ერთი-ორი დღე ბავშვი და გაჩერდება”. მაგრამ შესაძლებელია კი უემოციოდ უყურუთ, თუ როგორ ტირის წლამდელი ბავშვი? ბავშვის ფსიქოლოგია ძალიან ტრამვირებადია, მას ბავშვობიდან გაფრთხილება სჭირდება. თუ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მოწევას გადაეჩვიოს ნებისყოფის გამოყენებით, პატარებს 5 წლამდე ჯერ არააქვთ ეს ნებისყოფა ჩამოყალიბებული. თუ თქვენ მას გამოართმევთ ამ სიამოვნებას, ყველანაირი ჩანაცვლების გარეშე, საბოლოოდ მხოლოდ ნერვულ აშლილობას და სხვა მავნე ჩვევას მიიღებთ. მაგ.: თითის წოვას რისი გადაჩვევაც უკვე ძალიან გაჭირდება.

პატარას, წოვის მავნე ზემოქმედების გადაჩვევაში დაეხმარება რბილი სილიკონის ფირფიტა ”სტოპი”. სპეციალურად შემუშავებული ექიმი რ. ჰინცეს მიერ მატყუარას ჩასანაცვლებლად.

ბავშვთა სტომატოლოგის ან პედიატრის რეკომენდაციით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ფირფიტა აფთიაქში, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს მატყუარას. იგი ეხმარება პატარას არა მარტო წოვის მავნე ჩვევების გადაჩვევაში, არამედ აგვარებს უკვე არსებულ პრობლემებს. სურათზე ნათლად სჩანს თუ როგორაა ფირფიტა მოთავსებული პირის ღრუში, წინა კბილებს არაფერი არ უშლის შეხებაში. ხოლო ღია თანკბილვა გამოწვეული მატყუარას დიდ ხნიანი მოხმარებით 2-3 თვეში განიცდის კორექტირებას ფირფიტის ხარჯზე. რაც შეეხება მავნე ჩვევას პატარების 80% მალევე აგდებს მატყუარას „სტოპის “ დახმარებით.

წყარო– ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 282
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 02.08.12 22:02. სათაური: თქვ..


თქვენი ბავშვი პირით სუნთქავს???


ადამიანი ბუნებრივად სუნთქავს ცხვირით. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა ხდებოდეს ცხვირის სასუნთქი გზების გავლით, სადაც ჰაერი იფილტრება და თბება. ხოლო თუ ესე არ ხდება, ასეთ შემთხვევაში ცხვირ-ხახაში ჩნდება სპეციფიური წანაზარდები ე.წ. „ადენოიდები“, რაც ართულებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას ცხვირში. შედეგად ბავშვი გამუდმებით სუნთქავს პირით, ასეთი სუნთქვისას ორგანიზმი საჭირო ჟანგბადის მხოლოდ 15% ითვისებს და მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას. რასაკვირველია ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ცივდებიან და ემართებათ რესპირატორული დაავადებები. ვინაიდან თავდაცვითი ფუნქციები, რომლებიც მოქმედებს ცხვირით სუნთქვისას არ მუშაობს პირით სუნთქვის პირობებში. პირით სუნთქვისას, ბავშვებში გარდაუვალია სახის ძვლების განუვითარებლობა, სახის პროპორციების დარღვევა და დეფორმაციები, რაც გარეგნულად ვლინდება თანკბილვის ანომალიით და კბილთა მჭიდრო დგომით. ასეთი ბავშვები ცხვირში ლაპარაკობენ (დუდღუნებენ) და იძულებით თავდახრილად ყოფნის გამო შეიძლება დაერღვეთ სხეულის ტანადობა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ადენოიდები არაა პირველადი მიზეზი სუნთქვის დაარღვევისა, იგი მხოლოდ შედეგია, მას შემდეგ რაც ჰაერის მოძრაობა სასუნთქ გზებში წყდება. აი რატომაა აუცილებელი დროულად და სწორად უმკურნალოთ სურდოს ბავშვებში, რათა ავიცილოთ მისი გადასვლა ქრონიკულ ფორმაში.

ცხვირის წვეთების დანიშვნა არ გიშველით უკვე ჩამოყალიბებული პირით სუნთქვისას. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა სუნთქავს პირით (განსაკუთრებით ღამე!), თუ მას ადენოიდები აქვს, ან ახლახანს ამოკვეთეთ, მაგრამ იგი აგრძელებს პირით სუნთქვას, თქვენი ძირითადი მიზანია დაუყოვნებლივ აღადგინოთ ცხვირით სუნთქვა. ძირითადი ამოცანაა - გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები და გადავკეტოთ ჰაერის მიწოდება პირის ღრუში. ეტაპობრივად ცხვირით სუნთქვის აღდგენის ეფექტური საშუალებაა პრეორთოდონტიული ტრეინერი, რომელიც საკმარისია მხოლოდ ერთი საათი ვატაროთ დღისით და აუცილებლად ღამე, წინასწარ სისხლძარღვების შემავიწროვებლის ჩაწვეთებით.

ეს უნიკალური, ცხვირით სუნთქვის ვარჯიშების სისტემა ტრეინერის გამოყენებით, უკვე დიდი ხანია წარმატებით იხმარება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ტრეინერის კონსტრუქციის ისეთი სპეციფიურობა, როგორიცაა სპეციალური „ენა“, ეხმარება ბავშვის ენას „დაიმახსოვროს“ მისი ფიზიოლოგიურად სწორი მდებარეობა ყლაპვისა და ბგერების წარმოქმნისას. სპეციალური სამასაჟე ბორცვები, განლაგებული აპარატის გარეთა ზედაპირზე, გვეხმარებიან ქვედა ტუჩის ზედმეტი ზეწოლის მოხსნისათვს, რაც ხელს უწყობს, ყვედა ყბის ნორმალურ განვითარებას. ხოლო ტრეინერის ელესტიური მიმმართველები საშუალებას აძლევენ მუდმივ კბილებს ამოიჭრან მათთვის განკუთვნილ ადგილზე. ტრეინერი ძალიან იოლი მოსახმარია და ბავშვი საკმაოდ მარტივად ეჩვევა რეგულარულ ვარჯიშებს.

თავიდან, ძილის დროს შესაძლებელია, რომ ტრეინერი პატარას გადმოუვარდეს პირიდან, თუმცა მისი რეგულარულად ხმარების შემთხვევაში - დღისით არა ნაკლებ ერთი საათისა, პირის ირგვლივი კუნთის ტონუსი ნორმალურდება და 2-3 თვეში ხდება ცხვირით სუნთქვის აღდგენა. სასუნთქი გზების თავისუფალი ვენტილაცია ხელს უშლის ადენოიდების ზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ და ვასწავლოთ პატარას ნელ-ნელა შეეგუოს აპარატს. სამჯერ დღეში მაქსიმალურად, რამდენ ხანსაც შესძლებს, რომ გაიჩეროს ტრეინერი, შემდგომ ამ დროს დაუმატეთ თითო-თითო წუთი. კუნთების დაჭიმულობის დრო არ უნდა აღემატებოდეს მათ მოდუნებულ მდგომარეობას.

ეს მოუსვენარი ენა!



ლოგოპედების მონაცემებით, ბოლო დროს გახშირდა, ბგერების ცუდად წარმომთქმელი ბავშვების რაოდენობა. გამართული საუბრის აღდგენა, მხოლოდ სპეციალური ვარჯიშებით ძალიან რთულია. საქმე იმაშია, რომ ლოგოპედის სავარჯიშოები მიმართულია პირის ღრუს ანატომიურ წარმონაქმნებს შორის სწორ ურთიერთობაზე. იმ დროს, როდესაც ვარჯიშები არა რეგულარულია, სწორი ბგერების წარმოქმნის პროცესი მიდის ძალიან ნელი ტემპებით. ჩვენ, ძვირფასო მშობლებო, არ გვაქვს საკმარისი დრო, რათა ვივარჯიშოთ შვილებთან ერთად. მაშ, როგორ ვასწავლოთ პატარას სწორად წარმოთქვას ბგერები?

ბგერების წარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ენაა! ხშირ შემთხვევაში იგია დამახინჯებული ბგერების მიზეზი. ენის მამოძრავებელი კუნთები უნდა ვავარჯიშოთ, რათა განვავითაროთ მისი მოძრაობა და მგრძნობელობა.

თუ თქვენი პატარა ცუდად გამოთქვამს ბგერებს, მას დაეხმარება ვესტიბულური ფირფიტა მძივით. დღისით უმჯობესია პატარას ვასწავლოთ, რომ დამოუკიდებლად ივარჯიშოს ფირფიტით - მათ მოსწონთ პირის ღრუში პატარა, გამჭვირვალე მძივის ენით თამაში. დღეში 2-3 ჯერ 20 წუთის განმავლობაში ამ ვარჯიშების დროს ეფექტურად ვითარდება ენის ყველა კუნთი და პარალელურად პირის ირგვლივი კუნთი. ხოლო ლოგოპედის ვარჯიშები ხდება უფრო შედეგიანი.
თუ ლაპარაკისა და ყლაპვის დროს, ბავშვი ენას აქცევს კბილებს შორის, მაშინ იგი არა მარტი იწყებს ჩლიფინს, არამედ ერღვევა თანკბილვაც: ენა ძალიან ძლიერი კუნთია და მისმა გამუდმებულმა ზეწოლამ შეიძლება შეცვალოს კბილთა დგომა, რითაც გამოიწვევს კბილთა რკალში ცვლილებებს. ენის კბილთა შორის მდებარეობა იწვევს, ენის გამომწევი კუნთების ზედმეტ განვითარებას და რომ მივაჩვიოთ ენა დაუბრუნდეს საწყის პოზიციას ამაში ჩვენ დაგვეხმარება ენის შემზღუდავი ვესტიბულარული ფირფიტა მავთულოვანი საფარით. ასწავლოს ენას დაიკავოს მისი ადგილი, ამაში ასევე დაგვეხმარება მიოფუნქციური ტრეინერი. ტრეინერში ენის შემზღუდი, დამზადებულია რბილი სილიკონისაგან და ეხმარება ენას „დაიმახსოვროს“ მისი ადგილი ღამის ძილის პერიოდში. კუნთის მახსოვრობის ეფექტიდან გამომდინარე.

ცალკეულ შემთხვევებში ლოგოპედი ან ორთოდონტი შეგირჩევთ თქვენი შვილისათვის კორექციის ოპტიმალურ ვარიანტს.


წყარო– ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 283
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 09.09.12 13:55. სათაური: ფრე..


ფრეიზერის აუტოთერაპია
მალკომ ფრეიზერი ენის ბორძიკის საკორექციოდ მეტყველებისას სპეციალური წესების დაცვას გვთავაზობს. მათი რიცხვი 12-ია, ისინი შეადგენენ ორ ძირითად მიდგომაზე დაფუძნებულ ავტოკორექციის საფუძველს.
პირველი _ აუცილებელია ენის ბორძიკისადმი ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა, საჭიროა შემცირდეს საუბრის დაწყების წინ შიში და თავის არიდება იმ სიტყვებს წარმოთქმისგან, რომლებზეც ყველაზე ხშირად ებმით ენა.
მეორე _ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ადამიანი საუბრისას არასწორ მოქმედებებს (რომლებიც თავად იწვევენ ენის დაბმას) ცვლის ისეთი მოქმედებებით, რომლებიც ენის ბორძიკის პროფილაქტიკას ითვალისწინებს.
შედეგად იცვლება მეტყველება და ადამიანი სირთულეების გარეშე ახერხებს საუბარს.

12 ჯადოსნური წესი




1. ილაპარაკე თავისუფლად და სიტყვები გამოთქვი მკვეთრად;
2. შეცვალე ენის ბორძიკთან დამოკიდებულება, ენა თუ დაგება ეს თავისუფლად აკეთე;
3. ნუ დამალავ, რომ ენა გებმის, ყველასთან აღიარე, რომ მებორძიკე ხარ;
4. ნუ არიდებ თავს რომელიმე ბგერას, რომლის გამოთქმაც გიჭირს;
5. თავი ანებე მავნე ჩვევებს _ განთავისუფლდი ზედმეტი მოძრაობებისგან, სახის გამომეტყველება ან ჟესტებისგან, რომელსაც საუბრის დროს იყენებ;
6. მოსაუბრეს ყოველთვის უყურე თვალებში;
7. ნუ შეჩერდები და ნუ შეცვლი საუბრისას რთულ სიტყვებს მარტივით;
8. ილაპარაკე ისეთი ინტონაციით, რომ ხმაში მელოდიურობა და სიმტკიცე იგრძნობოდეს;
9. დაუკვირდი მდგომარეობას, როცა ენა არ გებმის და ნორმალურად ლაპარაკობ, კარგად დაიმახსოვრე ყოველივე;
10. ილაპარაკე, რაც შეიძლება მეტი;
11. დაუკვირდი თავს, როცა ენა გებმის, დაადგინე რა ემართება არასწორად შენს სამეტყველო აპარატს, ამისთვის გამოიყენე სარკე, მაგნიტოფონი და მითხარი;
12. ბლოკების კორექცია _ კორექციის მეორე ეტაპიდან იწყება, იმის გამოსწორება რაც მეტყველებას არასწორს ხდის.


გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მეტყველებისას დამოუკიდებლად არეგულიროთ ხმის ტემბრი. აქვე დავძენთ, რომ ეს რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ უფროსკლასელებისა და მოზრდილი ადამიანებისთვის ანუ მათთვის, ვისაც შეუძლია, შეგნებულად ცვალოს საკუთარი მეტყველება.

წესი სულ სამია:

I. უნდა მოადუნოთ ყველა კუნთი, რომელსაც კი სახმო იოგებთან აქვს კავშირი, განსაკუთრებით - ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.
II. ყველაფერი, რაც სახმო იოგების ქვეშაა, უნდა ვიბრირებდეს - მეტყველებისას აუცილებელია, მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები - ენის ბორძიკის საწინააღმდეგო “ანტიდოტები”.
III. სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, სულ ცოტათი დაიდაბლოთ ხმა.

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 284
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 10.10.12 18:14. სათაური: nikaa usmine da ibzu..


nikaa usmine da ibzuile xmamaRla , saxlshi am bzikebtan ertad!!!






Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 287
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 16.10.12 15:57. სათაური: რა Ʈ..


რა არის მეტყველების თერაპია?
ბავშვებში მეტყველებისა და ენის დარღვევების დროს საჭიროა მეტყველების თერაპევტის მუშაობა. მეტყველების განვითარების დარღვევა გულისხმობს ბგერების გამოცემის პრობლემას, ხოლო ენის განვითარების დარღვევა მიეკუთვნება მიმართული მეტყველების გაგებისა და საკუთარი აზრების გამოხატვის პრობლემას.
მეტყველების დაღვევები და ენის დარღვევები
ამერიკის მეტყველების-ენის-სმენის ასოციაციის თანახმად მეტყველების დარღვევა მოიცავს შემდეგ პრობლემებს:
არტიკულაციის დარღვევა, რაც გულისხმობს სიტყვებისა და ბგერების სწორად წარმოთქმას, ასევე ბგერების მარცვლებად წარმოთქმის გაძნელებას, რაც საერთო ჯამში ძნელად გასაგებს ხდის ბავშვის მეტყველებას გარშემომყოფთათვის.
მეტყველების დარღვევა ასევე მოიცავს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ენის ბორძიკი(ლოგონევროზი), როდესაც მეტყველებაში აღინიშნება წყვეტები, გამეორებები ან წაგრძელებული ბგერები და მარცვლები.
რეზონანსის ანუ ხმის დარღვევა მოცავს პრობლემებს ხმის ტონალობის, სიმაღლის ან ხმის ხარისხის დარღვევას იმგვარად, რომ მსმენელი ვერ იგებს ნათვამს.
დისფაგია / ყლაპვის დარღვევაა მათ შორის კვებისა და ყლაპვის პრობლემებით.
ენის დარღვევები შეიძლება იყოს ექსპრესიული ან იმპრესიული:
ენის იმპრესიული დარღვევა მიეკუთვნება მიმართული მეტყველების გაგებისა და აზრის გამოტანის (დამუშავების) დარღვევას.
ენის ექსპრესიული დარღვევა მოიცავს სიტყვებიდან წინადადებების აწყობის პრობლემას, შეზღუდულ სიტყვათა მარაგს ან ენის სოციალურ სიტუაციებში გამოყენების პრობლემას.
მეტყველების-ენის თერაპიის სპეციალისტები
ენის-მეტყველების თერაპევტები,არიან ადამიანური კომუნიკაციის, მისი განვითარებისა და დარღვევების სპეციალისტები.
მეტყველების, ენის, შემეცნებითი-კომუნიკაციური უნარების და ასევე ყლაპვის უნარების შეფასებით ბავშვებსა და მოზრდილებში, მეტყველების თერაპევტებს შეუძლიათ განსაზღვრონ კომუნიკაციის პრობლემის ტიპი და მისი დაძლევის საუკეთესო გზა.
ისინი აგვარებენ პრობლემებს ისეთ სფეროებში, როგორიცა არტიკულაცია, ორალურ-მოტორული დარღვევები, მეტყველება და ხმა; და ასევე იმპრესიული და ექსპრესიული მეეტყველების დარღვევები.
მკურნალობის პროცესი
ენის-მეტყველების თერაპია გულისხმობს თერაპევტის ბავშვთან ერთი-ერთზე მუშაობას, რათა დაძლეულ იქნას სპეციფიური მეტყველების დარღვევა.
თერაპევტები სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებენ ამისათვის, მათ შორის:
ინტერვენციული აქტივობები. ამ ვარჯიშებით თერაპევტი ურთიერთობს ბავშვთან თამაშისა და ლაპარაკის საშუალებით. თერაპევტმა შეიძლება გამოიყენოს სურათები, წიგნები, საგნები ან მიმდინარე მოვლენები ენის განვითარების სტიმულირებისათვის. თერაპევტი ასევე აყალიბებს სწორ გამოთქმას, იგი იყენებს გამეორების სავარჯიშოებს სწორი მეტყველებისა და ენის განმტკიცებისათვის.
არტიკულაციის თერაპია. არტიკულაციის ან ბგერების წარმოების ვარჯიშები მოიცავს პროცესს როდესაც თერაპევტი მუშაობს ბავშვის მიერ წარმოთქმული ბგერებისა და მარცვლების კორექციაზე, ხშირად ეს აქტივობაც თამაშის დროს ხდება. ბუნებრივია თამაშის დონე შეესაბამება ასაკობრივ განვითარებას და კავშირშია ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებებთან. თერაპევტი ფიზიკურად აჩვენებს ბავშვს თუ როგორ წარმოთქვას კონკრეტული ბგერები, როგორიცაა ”რ” და დემოსტრირებას აკეთებს, თუ როგორ უნდა ამოძრაოს ბავშვმა ენა ამა თუ იმ ბგერის წარმოსათქმელად.
ორალური მოტორიკა / კვების თერაპია. თერაპევტი იყენებს სხვადასხვა სახის ორალურ ვარჯიშებს, მათ შორის სახის მასაჟს და სხვადასხვა ენის, ტუჩებისა და ყბის ვარჯიშებს, რათა გააძლიეროს პირის კუნთები. თერაპევტმა ასევე შეიძლება იმუშაოს სხვადასხვა საკვების ტექსტურებთან და ტემპერატურებთან რათა გაზარდოს ბავშვის ორალური ცოდნა ჭამისა და ყლაპვის პროცესში.
როდის არის თერაპია საჭირო?
ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ ენის-მეტყველების თერაპია სხვადასხვა მიზეზებიდან გამოდინარე, მათ შორის:
• სმენის დარღვევები
• შემეცნებითი (ინტელექტუალური, აზროვნება) და სხვა განვითარების შეფერხებები
• სუსტი ორალური კუნთები
• თანდაყოლილი დეფექტები როგორიცაა კურდღლის ტუჩი ან მგლის ხახა
• აუტიზმი
• რესპირატორული პრობლემები (სუნთქვის დაღევევა)
• ყლაპვის დარღვევები
• ტვინის ტრავმული დაზიანება
თერაპია რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. იმ შემთხვევაში თუ თერაპია ადრეული განვითარების ასაკშივე დაიწყბა (3-წლამდე) საბოლოოდ ბევრად უკეთესი შედეგები მიიღება, ვიდრე გვიან დაწყებული თერაპიის დროს.
ეს არ ნიშნავს, რომ შედარებით უფროსი ბავშვები ვერ მიაღწევენ პროგრესს, უბრალოდ მათ შეიძლება უფრო ნელი ტემპის პროგრესი აჩვენონ.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
მეტყველების დარღვევების ექსპერტები თანხმდებიან, რომ მშობლის ჩართულობა გადამწყვეტია ბავშვის მეტყველების განვითარებაში.
მშობლები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის თერაპიის პროგრამაში და ეხმარებიან თერაპევტს წარმატების შეფასებაში. სწორედ ის ბავშვები აღწევენ ყველაზე მეტ წარმატებას, რომელთა მშობლებიც ჩართულები არიან თერაპიის პროცესში. ჰკითხეთ თერაპევტს მასზედ თუ როგორ შეგიძლიათ ბავშვის დახმარება. აუცილებელია სახლშიც იმ ვარჯიშების გამეორება, რომელთაც თერაპევტი დაგავალებთ, რათა მოხდეს მუდმივი პროგრესისა და ახალი უნარების დასწავლის უზრუნველყოფა.
მეტყველების დარღვევის პრობლემის დაძლევა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მიერ ბავშვის მიმართ მოთმინებისა და გაგების გამოჩენა.


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 288
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 16.10.12 16:01. სათაური: მეტ..


მეტყველების განვითარების დარღვევები

მეტყველება კომუნიკაციის ბუნებრივი, პირველადი ფორმაა და მისი საშუალებით ადამიანები გამოხატავენ თავიანთ აზრებს სურვილებს, განცდებს. ბავშვის მეტყველება ასაკთან ერთად ვითარდება, უმჯობესდება და უფრო დახვეწილი ხდება მისი წარმოთქმა. თავდაპირველი ტიტინის საფუძველზე ბავშვს უვითარდება სიტყვები და ფრაზები, თანდათან მდიდრდება მისი ლექსიკონი, უფრო და უფრო რთულდება ფრაზების აგებულება. 5 წლის ასაკში კი ბავშვს უკვე შეუძლია გასაგები, გრამატიკულად გამართული მეტყველებით გამოთქვას თავისი აზრები, გრძნობები და სურვილები. იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ თვალყური მივადევნოთ ჩვენი პატარების მეტყველების განვითარებას საჭიროა ვიცოდეთ რა ასაკში რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის მეტყველება (იხ. განვითარების ეტაპები) და ასევე ის თუ რა ტიპის მეტყველების დარღვევები არსებობს და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი, რასაც გთავაზობთ კიდეც ამ სტატიაში.







მეტყველების დეფიციტი შეიძლება ვლინდებოდეს:

ექსპრესიულ მეტყველებაში
რეცეპტულ და ექსპრესიულ მეტყველებაში ერთად.
შესაძლოა დაირღვეს ენის ერთი ან რამოდენიმე ასპექტი:


ფორმა (ფონოლოგია; მორფოლოგია; სინტაქსი)
მნიშვნელობა (სემანტიკა);
გამოყენება (პრაგმატიკა);


ფონოლოგია

დეფიციტურია :

ფონემების ათვისება;
ფონოლოგიური მუშა მეხსიერება;
ფონოლოგიური ცოდნა;
მორფოლოგია

პრობლემურია:

ნომინალური (მაგ: არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვის წარმოება) და ზმნური მორფოლოგია (მაგ: მესამე პირის ნიშნები, წარსული დროის წესიერი ფორმა, დამხმარე ზმნები და ა.შ);
ნაცვალსახელების პროდუცირება;
სინტაქსი

აწარმოებენ მოკლე წინადადებებს;
რთული წინადადებების წარმოების მცდელობისას უბრალო კავშირებითი სიტყვებით აბამენ მარტივ წინადადებებს.
პრაგმატიკა

უჭირთ:

დიალოგის წამოწყება და ხანგრძლივი საუბრის გამართვა;
გაუგებრობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების თხოვნა და მიცემა;
კონფლიქტების ვერბალურ დონეზე გადაჭრა, რაც აიძულებს მათ უკან დაიხიონ ანდა გახდნენ აგრესიულები;
აქვთ პრესუპოზიციის (ნიშნავს მეტყველების სტილის მორგებას მსმენელის ასაკზე, სოციალურ სტატუსსა და ენობრივ უნარებზე) შეზღუდული უნარი.


არტიკულაციის სპეციფიური დარღვევა

არტიკულაციის სპეციფიური დარღვევა ეს არის განვითარების სპეციფიური დარღვევა, რომლის დროსაც მეტყველებითი ბგერების წარმოთქმის დაუფლების უნარი ჩამორჩება იმ დონეს, რომელიც შეესაბამება ბავშვის გონებრივ ასაკს.
მეტყველების სხვა ასპექტების განვითარება ასაკის შესაბამისია.
რუსული ლოგოპედიური სკოლის კლინიკურ-პედაგოგიურ კლასიფიკაციაში მეტყველების სპეციფიკურ დარღვევას ეწოდება ფუნქციონალური დისლალია.


მეტყველების განვითარების დარღვევის

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

მეტყველების განვითარების სპეციფიურ დარღვევას ადგილი აქვს , თუ აღინიშნება:

მეტყველების დარღვევა
ნორმალური სმენა
ნორმალური არავერბალური ინტელექტი
არ აღინიშნება:

გამოხატული ნევროლოგიური ნიშნები
დაავადებები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევენ;
ფსიქიატრიული , ემოციური და ქცევითი დარღვევები;
ძალადობის ისტორია;
არ აღინიშნება მეტყველების შეძენილი დარღვევა.




მეტყველების სპეციფიური დარღვევის

გამომწვევი ფაქტორები

ეტიოლოგიური ფაქტორები ზუსტად გარკვეული არ არის

სახელდება სხვადასხვა მიზეზები:

ხანმოკლე სმენითი მეხსიერების დარღვევა
სმენითი სტიმულების თანმიმდევრული აღქმის დარღვევა;
სმენითი ინფორმაციის სწრაფი გადამუშავების დარღვევა;
არაადეკვატური სამეტყველო გარემო;
გენეტიკური კვლევები ამტკიცებენ, რომ მეტყველების განვითარების დარღვევებს მკაცრად განსაზღვრული გენეტიკური კომპონენტი აქვთ;






ექსპრესიულ მეტყველების დარღვევა

ნორმალური განვითარება

ბავშვი 12-16 თვის ასაკში ამბობს ცალკეულ სიტყვებს (ან მათ მსგავს მეტყველებით წარმონაქმნებს).
2 წლის ასაკში შეუძლია ორი სიტყვისაგან მარტივი წინადადების შედგენა.


- ექსპრესიული მეტყველების დარღვევა განვითარების სპეციფიკური დარვევაა, რომლის დროსაც ბავშვის მიერ ექსპრესიული მეტყველების გამოყენების უნარი მის გონებრივ ასაკთან შედარებით დაბალია.

- მიმართული მეტყველების გაგება ნორმის ფარგლებშია.

- ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება არტიკულაციის დარღვევები.

- რუსული ლოგოპედიური სკოლის კლინიკურ-პედაგოგიურ კლასიფიკაციაში ექსპრესიული მეტყველებს დარღვევას ეწოდება მოტორული ალალია, სინონიმებია მოტორული დისფაზია, ბავშვთა ადრეული მოტორული აფაზია, განვითარების მოტორული დისფაზია.



ექსპრესიული მეტყველების დარღვევას ადგილი აქვს როცა აღინიშნება:

შესაბამისი სიტყვების შერჩევის გამოხატული სირთულეები.
შემოკლებული ფრაზების გამოყენება.
სინტაქსური შეცდომები.
წინდებულების არასწორი გამოყენება ან გამოტოვება.
ნაცვალსახელების არასწორი გამოყენება ან გამოტოვება.
ზმნების უღლების ან არსებითი სახელის ბრუნვის პრობლემები.
შეიძლება აღინიშნებოდეს:

წესების არასწორი გადამეტებულად განზოგადებული გამოყენება.
მეტყველების მოქნილობის დარღვევა.
წარსული გამოცდილების მოყოლისას მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენის სირთულეები.
არავერბალური მანიშნებლების (როგორიცაა, ღიმილი ან ჟესტები) და „შინაგანი მეტყველების“ გამოყენება სიტყვების გარეშე სოციალური ურთიერთობის უნართან ერთად რჩება შედარებით დარღვეული.
მიუხედავად მეტყველების პრობლემებისა, ბავშვს უნდა ურთიერთობა და სიტყვების ნაკლებობის კომპენსაციას , ცდილობს იმით რომ იყენებს ჟესტებს, მიმიკებს ან არამეტყველებით ვოკალიზაციებს.
ზოგჯერ კომუნიკაციის სურვილი და არასაკმარისი მეტყველებითი რესურსი განაპირობებს „აგრესიულ“ ქცევას.


რეცეპტული მეტყველების დარღვევა

მიმართული მეტყველების გაგების უნარი ჩამორჩება ბავშვის გონებრივ ასაკს.
თითქმის ყველა შემთხვევაში ექსპრესიული მეტყველებაც დარღვეულია.
ხშირად აღინიშნება სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის დეფექტები.
რუსული ლოგოპედიური სკოლის კლინიკურ-პედაგოგიურ კლასიფიკაციაში რეცეპტული მეტყველების დარღვევას ეწოდება სენსორული ალალია, სინონიმებია: სენსორული დისფაზია,ბავშვთა ადრეული სენსორული აფაზია,განვითარების სენსორული დისფაზია).


რეცეპტული მეტყველების განვითარების შეფერხება არსებითი ნიშნები სახეზეა, თუ :

ბავშვი 18 თვის ასაკში არ რეაგირებს ნაცნობ რამოდენიმე საგანზე;
2 წლის ასაკში არ ასრულებს მარტივ საყოფაცხოვრებო ინსტრუქციებს;


შემდგომში დარღვევები მოიცავენ:

გრამატიკული სტრუქტურების (უარყოფა, კითხვა, შედარება და ა.შ) გაგების უუნარობას;
მეტყველების სხვდასხვა ასპექტების (მაგ:ხმის ტონი) გაგების სირთულეებს;
თითქმის ყოველთვის თან ახლავს სოციალური ემოციური და ქცევითი დაღვევები;
ხშირია ჰიპერაქტიულობა და უყურადღებობა, სოციალური შეუგუებლობა და თანატოლებისაგან იზოლაცია, შფოთვა სენსიტიურობა და ზედმეტი სიმორცხვე;
რეცეპტული მეტყველების მძიმე ფორმის დარღვევის მქონე ბავშვები შიძლება ძალიან ჩამორჩნენ სოციალურ განვითარებაში, შესაძლებელია ბავშვს შეეძლოს მიბაძვით მეტყველება (ამ დროს არ ესმის წარმოთქმულის აზრი) და ინტერესების წრის შეზღუდვა.


ისინი განსხვავდებიან აუტიზმის მქონე ბავშვებისაგან იმით, რომ:

შეუძლიათ ნორმალური სოციალური ურთიერთობა;
თანატოლებთან როლურ თამაშებს თამაშობენ;
აქვთ ნორმალური დამოკიდებულება მშობლებთან (მაგ: მათ დასამშვიდებლად მიმართავენ როდესაც რაიმე უჭირთ);
იყენებენ ჟესტებს და აქვთ არავერბალური ურთიერთობის უმნიშვნელო დარღვევები;


რეკომენდაციების მეტყველების განვითარების დარღვევის დროს

მეტყველების განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა თვალსაჩინო მასალის გამოყენებით

საგანი, ნახატი, სიტყვა, წინადადება
სწორი მეტყველების მოდელი - ბავშვი შეცდომით ამბობს - არ ვუსწორებთ, ვიმეორებთ სწორი ფორმით
ბავშვისა და საკუთარი მოქმედებების გახმოვანება - არ ვითხოვთ გამეორებას
გარემოში არსებული ობიექტებისა თუ მოვლენების აღწერა - სეირნობისას, თამაშისას


მიმართული მეტყველების გაგების სირთულის შემთხვევაში:

მეტყველების განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით.
მეტყველებაზე ყურადღების მიქცევის სტიმულირება
მოკლე, ინტონირებული ხმით მარტივი მოქმედებების გახმოვანეba
არავერბალური მიმანიშნებლების გამოყენება და დაკავშირება სიტყვებთან


ენის ბორძიკის დროს მნიშვნელოვანია:

არ შევაწყვეტინოთ ბავშვს ლაპარაკი
ვესაუბროთ ნელა
ადრეული ბავშვობისას - დღის რეჟიმის დაცვა
ინფორმაციის მოცულობის კონტროლი
უფროსის სტრატეგიები ბავშვის მეტყველებასთან მიმართებაში:

თვით-საუბარი: როდესაც რაიმეს აკეთებთ და ბავშვიც იქვეა, თქვენ ახმოვანებთ თქვენს მოქმედებებს. მაგ. შლით სუფრას და თან ამბობთ: ”თეფშები დავდე, წინ ჭიქა დავუდე, გვერდით ჩანგლები დავაწყე”. ან ”მომეცი თეფში, ქვაბიდან სუპი უნდა გადმოვასხა, ქვაბს თავზე უნდა დავახურო და ა.შ.”. მთავარი ამოცანაა მოქმედებების შესაბამისი სწორი წინადადებების მოდელირება მხოლობითი-მრავლობითი, მიცემით-ნათესაობითი ბრუნვებით, სივრცითი მიმართების აღმნიშვნელი სიტყვებით _ ზე, ში, წინ, უკან, ზემოთ,ქვემოთ.

პარალელური საუბარი: ბავშვის მოქმედების გახმოვანება, როდესაც ბავშვი რაიმეს აკეთებს, თქვენ ა&

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



შეტყობინება: 6
დარეგისტრირებულია: 06.12.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 26.10.12 18:35. სათაური: გამ..


გამარჯობათ ქეთი მასწავლებელო, დათა 4 წლისაა,( ქალბატონ მაია მაღლაკელიძის ჯგუფშია) "შ" ბგერის წარმოთქმა უჭირს. უფრო სწორად "შ"–ს ნაცვლკად "ს"–ს იძახის, სხვა ბგერების წარმოთქმის პრობლემა არ აქვს. მსგავსი პრობლემა მეც მქონდა 3 წლის ასაკში, დედა ლოგოპედი მყავს და "სახლის პირობებში" ეშველა ჩემს პრობლემას :) რაიმე ტიპის სავარჯიშოს ხომ ვერ მასწავლით

წინასწარ დიდი მადლობა
ნინო.

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 289
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 27.10.12 13:41. სათაური: გამ..


გამარჯობა ნინო, დათა "ჩიორას" ლოგოპედიურ კაბინეტში უკვე ირიცხება...ვიმუშავებთ ფონეტიკურ სმენას და მსგავსი ჟღერადობის ბგერების დიფერენციაციის უნარს... პრობლემა არ არის რთული და ვფიქრობ საკუთარი ძალებით შევძლებთ მასთან გამკლავებას.. ცოტა მოგვიანებით უკვე
აუცილებლად ექნება საშინაო დავალებებად სავარჯიშოები და ამის შესახებ შეგატყობინებთ....

პატივისცემით ქეთი

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 290
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 27.10.12 13:45. სათაური: თუ ư..


თუ რამდენიმე დღით ფორუმზე არ გამოვჩნდი მომაკითხეთ აქ




აქ მეწვიეეთ!!!

და თუ აქაც არ ვარ ე.ი. ცუდადაა ჩემი საქმე...



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



შეტყობინება: 7
დარეგისტრირებულია: 06.12.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 31.10.12 20:06. სათაური: didi madloba qeti ma..


didi madloba qeti maswavlebelo yuradgebistvis, tqveni imedi maqvs... ar minda rame gamomrches da dagviandes problemis mogvareba

pativiscemit nino

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 01.01.70
&#4328;&#4308;&#4322;&#4327;&#4317;&#4305;&#4312;&#4316;&#4308;&#4305;&#4312;&#4321; &#4315;&#4312;&#4304;&#4321;&#4315;&#4304;&#4320;&#4311;&#4312;  &#4306;&#4304;&#4306;&#4310;&#4304;&#4309;&#4316;&#4312;&#4314;&#4312;&#4304;: 22.02.14 17:17. &#4321;&#4304;&#4311;&#4304;&#4323;&#4320;&#4312;: <a target="_..


<a target="_blank" href="/ru/quiz/testing/id/33812">შეაფასეთ საკუთარი შვილის მეტყველება 3-4 წლის ასაკი</a>

Спасибо: 0 
Цитата &#4323;&#4318;&#4304;&#4321;&#4323;&#4334;&#4308;
Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [&#4315;&#4334;&#4317;&#4314;&#4317;&#4307; &#4304;&#4334;&#4304;&#4314;&#4312;]
&#4318;&#4304;&#4321;&#4323;&#4334;&#4312;:
1 2 3 4 5 6 7 8 9
видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки оффтопик свернутый текст

показывать это сообщение только модераторам
не делать ссылки активными
Имя, пароль:      зарегистрироваться    
Тему читают:
- &#4332;&#4308;&#4309;&#4320;&#4312; &#4324;&#4317;&#4320;&#4323;&#4315;&#4310;&#4308;&#4304;
- &#4332;&#4308;&#4309;&#4320;&#4312; &#4304;&#4320; &#4304;&#4320;&#4312;&#4321; &#4324;&#4317;&#4320;&#4323;&#4315;&#4310;&#4308;
დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 2
&#4315;&#4304;&#4320;&#4330;&#4334;&#4316;&#4312;&#4309;: &#4321;&#4315;&#4304;&#4312;&#4314;&#4308;&#4305;&#4312; &#4313;&#4312;, &#4321;&#4323;&#4320;&#4304;&#4311;&#4308;&#4305;&#4312; &#4313;&#4312;, &#4328;&#4320;&#4312;&#4324;&#4322;&#4312; &#4304;&#4320;&#4304;, &#4334;&#4315;&#4312;&#4321; &#4315;&#4312;&#4330;&#4308;&#4315;&#4304; &#4304;&#4320;&#4304;
&#4304;&#4309;&#4304;&#4322;&#4304;&#4320;&#4312; &#4313;&#4312;, &#4315;&#4312;&#4321;&#4304;&#4315;&#4304;&#4320;&#4311;&#4308;&#4305;&#4312;&#4321; &#4304;&#4309;&#4322;&#4317;&#4328;&#4308;&#4330;&#4309;&#4314;&#4304; &#4329;&#4304;&#4320;&#4311;&#4323;&#4314;&#4312;&#4304;, премодерация &#4306;&#4304;&#4315;&#4317;&#4320;&#4311;&#4323;&#4314;&#4312;&#4304;, правка &#4304;&#4320;&#4304;



//osw