ხაზზეა: სტუმრები 0. სრულად: 0 [დაწვრილებით..]
"ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე: ანუ ვეძიოთ ის, რაზეც შეიძლება განვითარება დაშენდეს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ავტორიშეტყობინება
moderator




შეტყობინება: 4
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 13.03.11 07:59. სათაური: ლოგოპედია-ლამაზად მეტყვ&


ლოგოპედია-ლამაზად მეტყველების ხელოვნებაა!!!
სწორად და ლამაზად მეტყველება კი წარმატების წინაპირობაა!!!



მოგესალმებით დიდი სიყვარულით, კეთილი იყოს ჩვენი ფორუმზე შეხვედრა...
მეტყველება, ეს ერთი შეხედვით, მარტვი ფუნქცია რომ თავის თავში ბევრ სირთულეს შეიცავს ალბათ დამეთანხმებით.იგი არც თანდაყოლილ უნარს არ წარმოადგენს და ვითარდება ბავშვის ზრდის პროცესში ფიზიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად. საბოლოოდ კი ადამიანის საერთო განვითარების მაჩვენებელია.
სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყევლების განვითარება? როდის და როგორ უნდა დაიწყოს მან ლაპარაკი? როდის უნდა ავნერვიულდეთ და როდის უბრალოდ დაველოდოთ? როგორ არ გაგვეპაროს მომენტი, როდესაც ბავშვს სჭირდება თქვენი ან სპეციალისტის დახმარება? ამ და სხვა სახის შეკითხვებს სვამენ ყურადრებიანი მშობლები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი შვილების შემდგომი განვითარება.
სამწუხაროდ არიან ისეთი მშობლებიც,რომლებიც ფიქრობენ , რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი თავისით მოუწესრიგდება.ის თავისით ისწავლის როგორ იმეტყველოს გამართულად" ჩვენ რა ,გვასწავლა ვინმემ?"-ამბობენ ხშირად...ეს მცდარი მიდგომაა!!! საუკეთესო გამოსავალია მცირე დეფექტის შემჩნევის შემTხვევაშიც კი,მიაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც გარკვეული გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს, რომლებიც მოგეხმარებათ დროულად აღმოფხვრათ თქვენი შვილის სამეტყველო ნაკლი .


ალბათ იცით , რომ ცნობილია შემთხვევები ე.წ. "ადამიანი მაუგლები" რომლებიც იზრდებოდნენ არასამეტყველო გარემოში,არაადამიანურ გარემოცვაში,არ ჰქონდათ მეტყველების უნარი ,პოვნის და დაბრუნების შემდეგ სპეციალისტების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მათ ვერ შესძლეს დაუფლებოდნენ სრულფასოვან მეტყველებას, რადგან სენსირიული (ანუ ყველაზე ხელსაყრელი) პერიოდი მეტყველების დაუფლებისა უკვე გასული იყო.

დამტკიცებულია, რომ ყრუ-მუნჯი მშობლების ნორმალური ფიზიოლოგიური სმენის მქონე შვილები დიდხანს ვერ ლაპარაკობენ(სადღაც 4-5 წ-მდე)და მეტყველება გარკვეული თავისებურებებით უნვითარდებათ . ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დროული და სწორი გავნითარებისათვის აუცილებელია სრულფასოვანი სამეტყველო კონტაქტები.ბავშვი რაც უფრო ხშირად ეკონტაქტება გარშემომყოფებს მით სწრაფად და ხარისხიანად იწყებს ლაპარაკს :)







Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]


moderator




შეტყობინება: 40
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 07.05.11 21:08. სათაური: ჩვე..


ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია წვრილი მოტორიკის განვითარების როლსა და მნიშვნელობაზე სამეტყველო(და არა მარტო) განვითარების საქმეში.

ალბათ ამის შემდეგ ბევრჯერ დაკვირვებიხართ თქვენი შვილების მოტორიკას და გაგჩენიათ კითხვა- როგორ მივხვდე, არის თუ არა ჩემი პატარის წვრილი მოტორიკა ასაკთან შესაბამისობაში?! მოგახსენებთ-


წვრილი მოტორიკის განვითარების ძირითადი ეტაპები:

8-12 თვე: ბავშვი იღებს პატარა საგნებს ორი თითით(ცერა და საჩვენებელი თითების ბოლოებით)

8-13 თვე: ბავშვი აცალკევებს საგნებს, თან დაკვიურვებით უყურებს, გააქტიურებულია მხედველობაც...

10-12 თვე: ბავშვს ერთი ხელით უჭირავს სათამაშო, ხოლო მეორე ხელით ეთამაშება მას :)

10-13 თვე: ბავშვი იგივე საგნებით იმეორებს უფროსის მიერ გაკეთებულ მოძრაობებს(მაგ: აგორებს მანქანას; ტელეფონის ყურმილი მიაქვს ყურთან და ა.შ.)

11-14 თვე: თუ ხელში ჩაიგდებს ფანქარს ცდილობს დაატოვებინოს კვალი :) ....

12-18თვე: შლის წიგნის ფურცლებს(რა თქმა უნდა ბევრ- ბევრს ერთად:))უჭირავს ფანქარი, შეუძლია დაიჭიროს საკუთარი ჭიქა , ბოთლი, კოვზი ;შეუძლია
გახსნას ქაღალდში ან ნაჭერში გახვეული ნივთი;

13-18თვე: ბავშვს შეუძლია დააყენოს კუბიკი კუბიკზე..

14-16 თვე:შეუძლია შეართოს გარკვეული საგნები, მოუშვას ან მოუჭიროს პატარა ქანჩები,ამას აკეთებს მხედველობის აქტიური კონტროლის ქვეშ.

15-18 თვე: აწყობს კუბიკების პირამიდას.

17-20 თვე: შლის წიგნს უკვე თითო-თითო ფურცლობით.

17-24 თვე: შეუძლია ხელი სტაცოს მოძრავ საგნებს.

18-24 თვე: შეუძლია პატარა ნახვრეტებში ,პატარა საგნების ჩაყრა, ხევს ფურცელს. .

20-24 თვე: ცდილობს გააჩეროს მოძრავი ბურთი, წამოაცვას მსხვილი ბურთი ძაფზე

21-22 თვე: პატარა ცდილობს სითხე გადაასხას ერთი ჭურჭლიდან მეორეში

22-24 თვე:პატარა უკვე 4-6 კუბიკს ადგამს ერთმანეთს....

1,5 – 2,5 წლის ბავშვებს კი შეუძლიათ უფრო რთული მოქმედებების შესრულება, მაგ:
– ღილების შეკვრა;
– ნასკვის შეკვრა და გახსნა ;
– წვრილი ყელიანი ჭურჭლიდან მსხვილყელიანში სითხის გადასხმა და პირიქითაც....

წვრილი მოტორიკის კარგად განვითარებისათვის აუცილებელია- მათი პატარა ხელუკები საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში ჩავრთოთ, უვარჯიშოთ და ვუმასაჟოთ ხელები,ეს ადრეული 2-3 თვის ასაკიდან შეგვიძლია დავიწყოთ.
ამისთვის კარგად გამოდგება, ჩვენი ძველი, კეთილი თამაში
"ბოლია- ბოლია"3-5 წუთის განმავლობაში. წრიულ მოძრაობებით ხელისგულზე ცერა ან საჩვენებელი თითით, თითების გაშლა-მოხრა. თითუნების დაზელა წრიული მოძრაობით თითის ბოლოდან წვერისკენ ,ხელისგულიდან ფრჩხილისკენ.
პიანინოს დაკვრა პაწაწუნას ხელისგულებზე.
დაისვით თქვენს პირდაპირ, ხელში დააჭერინეთ პატარა კაუჩუკის ბურთი, მოიქციეთ მისი ხელები თქვენს ხელისგულებზე და წრიული მოძრაობა აკეთებინეთ ბურთით ხელისგულებზე.
"ფისოი-ფისო"გაშლილ ხელისგულზე დაიდეთ მისი ხელი, მეორე ხელით კი ეფერეთ ჯერ მის ხელის ზურგს, შემდეგ გადმოაბრუნეთ და იგივე გაიმეორეთ მის ხელისგულებზეც...ასე ჯერ ერთ და შემდეგ მეორე ხელზე.
თან შეგიძლიათ მოძრაობასთან სინქრონში ნებისმიერი, მარტივი, ლექსი მოუყვეთ...მაგალითად:
ფისო , ფისო, ფისო,
ფისო უსინდისო,
შენ რომ თევზი მოგიპარავს
იმის სუნი გდისო...
ეს მასაჟ-თამაში კარგია მოზრდილ ასაკშიც, ოღონდ უმატებ დარტყმით მოძრაობას(ეს ავარჯიშებს ბავშვის ყურადღების მობილიზების უნარს, ნათქვამის სწრაფ გააზრებას და მოქმედების რეაქციის სისწრაფეს)
ფისო, ფისო, ფისო, ფისო (მოფერებითი მოძრაობა რამდენჯერმე)
პაც!!!( ოდნავი დარტყმა მოულოდნელად...ბავშმა უნდა მოასწროს ხელის გაწევა დარტყმამდე )



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 01.01.70
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 08.05.11 11:28. სათაური: keti, me tkveni bagt..


keti, me tkveni bagtan shekheba ar makvs, shemtkhvevit vipove es saiti da dzalian damainteresa tkvenma gankofilebam.myavs 12 wlis shvili, bavshvi imdenad chqara laparakobs, rom khandakhan sheudzlebelia misi metkvelebis gageba, ra problemaa es da rogor sheidzleba misi dadzleva?

Спасибо: 0 
Цитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 41
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 08.05.11 18:37. სათაური: irina пишет: keti,..


irina пишет:

 ციტატა:

keti, me tkveni bagtan shekheba ar makvs, shemtkhvevit vipove es saiti da dzalian damainteresa tkvenma gankofilebam.myavs 12 wlis shvili, bavshvi imdenad chqara laparakobs, rom khandakhan sheudzlebelia misi metkvelebis gageba, ra problemaa es da rogor sheidzleba misi dadzleva?


გამარჯობათ ირინა, მიხარია რომ ჩემმა თემამ დაგაინტერესათ :) რაც შეეხება თქვენს პრობლემას-სამწუხაროდ მწირია ინფორმაცია, სასურველია მცოდნოდა მხოლოდ მეტყველების ტემპია ზედმეტად აჩქარებული თუ არღვევს სიტყვათა შედმადგენლობას, წინადადების წყობას, არ ასრულებს სიტყვებს? რადგან დაწერეთ, რომ ხანდახან არის შეუძლებელი მისი მეტყველების გაგება,ჩავთვალე, რომ, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ტაქილალიის შედარებით მსუბუქ ფორმასთან პოლტერნთან. აჩქარებული მეტყველება არის მეტყველების თავისებური ნევროზი.ჩვეულებრივი მეტყველების დროს თუ წამში 10-12 ბგერაა, აჩქარებული მეტყველების დროს მათი რაოდენობა 20-30-ს აღწევს.ეს დარღვევა თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ენაბლუობას ,მაგრამ ამ დროს კუნთის კრუნჩხვებს ადგილი არ აქვს და მეტყველებაზე ყურადღების გამახვილების დროს,ენაბლუობის შემთხვევაში, მეტყველება უარსდება. ტაქილალიის დროს კი უმჯობესდება.
მეტყველების ეს ფორმა დეფექტურია და სასურველია სათანადო ღონისძიებების სწრაფად გატარება, რადგან უყურადღებობის გამო ეს ნაკლი უკეთეს შემთხვევაში მთელი ცხოვრება დარჩება, უარეს შემთხვევაში კი არის დიდი საშიშროება ჩამოყალიბდეს ნამდვილი ენაბლუობა. საჭიროა თანმიმდევრული და აქტიური მუშაობა- უნდა მოხედეს რიტმული სუნთქვისა და ხმის განვითარება. ნელი, მკაფიო და გამომხატველობითი კითხვის ჩვევების ჩანერგვა. ნელი, რიტმული,მშვიდი მეტყველების ჩვევის გამომუშავება და მისი გამოყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. საერთო და სმენითი ყურადღების განვითარებაზე მუშაობა. ასე, რომ საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს.
ასეთი ბავშვები ძირითადად ადვილად აღგზნებადობითაც გამოირჩევიან ამიტომ ასევე სასურველია კონსულტაციისათვის მიმართოთ ნეიროფსიქოლოგს.



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
ადმინისტრატორი




შეტყობინება: 199
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 06.10.11 20:17. სათაური: ახა..


ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ--ჩემო საყვარელო "ჩიორელებო"!!!

მხიარული, წარმატებული დაშინაარსიანი წელი გქონოდეთ !!!!

2011-2012 წ.წ.



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 51
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 08.10.11 17:49. სათაური: http://s49.radika..










Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 53
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 09.10.11 09:48. სათაური: სწƯ..


სწორად სუნთქვა

ეს ის აუცილებელი კომპონენტია, რომელზეც დამოკიდებულია ბავშვის, როგორც ფიზიკური ასევე ინტელექტუალური განვითარება.
ასევე სწორად სუნთქვაზეა დამოკიდებული ბავშვის თანმიმდევრული მეტყველების განვითარება.ხმის ტემბრისა დასიძლიერის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ ხშირად მშობელი არ უთმობს სათანადო ყურადრებას აღნიშნულ პრობლემას.არადა სულ მცირედი დარღვევაც კი ცხვირით სუნთქვის სისტემაში არასასურველად აისახება ორგანიზმზე- ბავშვი ხომ წუთში 20- ჩასუნთქ-ამოსუნთქს აკეთებს-დაბრკოლების შემთხვევაში ხდება პირით სუნთქვა- ეს კი გარდა იმისა , რომ იწვევს ბევრ გვერდით მოვლენას პატარას ორგანიზმში- არის არასწორად სუნთქვის ჩვევის ჩამოყალიბება.....თუ თქვენი პატარა, კიბეზე ასვლის, ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის,თამაშისა თუ ძილის დროს ხშირად არის პირ ღია,თუ აღენიშნება გახშირებული სუნთქვა,ღია ფერის კანი,მოთენთილობა-ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სუნთქვის პრობლემა-აუცილებელია სასწრაფოდ გავიაროთ ოტოლარინგოლოგთან კონსულტაცია....
ხოლო შემდეგ ვასწავლოთ ჩვენს პატარას ცხვირით, სწორად სუნთქვა.სპეციალური ვარჯიშების საშუალებით მოვახდინოთ სასუნთქი აპარატის კუნთების გამაგრება.
ცხვირის კუნთების აქტივაციისათვი და მათი გამაგრებისათვის რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს მოგაწოდებთ.
დავაყენოთ ბავშვი გამართულად,იყურება წინ

1) საჩვენებელი თითით იხურავს ცხვირის მარჯვენა ნესტოს და შესუნთვა-გამოსუნთქვას აკეთებს ამრცხენა ნესტოთი -იწყებთ 2 ჯერ და შემდეგ ზრდით როადენობას 5-6 მდე -
2) ეხლა ცხვირის მარცხენა ნესტოა დახშული და სუნთქვა ხდება მარჯვენა ნესტოთი.
3) დავხუროთ მარცხენა ნესტო- შევისუნთქოთ მარჯვენა ნესტოთი,დავხუროთ მარცხენა გამოსუნთქი გავაკეთოთ მარჯვენა ნესტოთი ...და პირიქით-
4) ფეხები მხრების სიგანეზე-ავწიოთ ხელები ნელა მაღლა (ხელიგულიები ზემოთ) შევისუნთქოთ ცხვირით, დავწიოთ ხელები, ამოსუნთქი ცხვირით....
5) დავხუროთ პირი, ღრმად ჩავისუნთქოთ ცხვირით და ნელი, გრძელი ამოსუნთქვისას ამვაყოლოტ ბგერა -მ-




Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 26.10.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 26.10.11 18:03. სათაური: qalbatono qeti tu ar..


qalbatono qeti tu aris shesadzlebeli s,z,w,c,bgerebis(anu sisina bgerebis) warmotkmis gamoscoreba, risi gaketeba shedzleba

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 54
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 26.10.11 20:04. სათაური: გამ..


გამარჯობათ ქალბატონო ნინი- -სისინა ბგერების წარმოთქმის ნაკლოვანება ანუ სიგმატიზმი ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება.


ჯერ გაარკვიეთ ახერხებს თუ არა ბავშვი ამ ბგერების სმენით ზუსტ აღქმას- თუ ვერ ახერხებს, მაშინ ყურადრება უნდა გამახვილდეს ფონეტიკური სმენის განვითარებაზე..... თუ ახერხებს, მაშინ ბავშვს უჩვენეთ სარკის წინ მართებული არტიკულაცია.(რა თქმა უნდა ყველა ბგერის ერთდროულად არა) არის შემთხვევები, როდესაც სწორ წარმოთქმას ვიღებთ მხოლოდ მიბაძვით-ყოველგვარი ლოგოპედიური ხერხების გამოყენების გარეშე.

სამეტყველო ორგანოები ამ ბგერების წარმოთქმისათვის შემდეგნაირად ეწყობიან- ქვედა ყბა-ოდნავაა დაწეული კბილებს შორის მანძილი 1მმ-ია.
ტუჩები ღიმილშია.ენის წვერი ებჯინება ქვედა კბილებს, გვერდები საღეჭ კბილებს. ს;ზ- ბგერების წარმოთქმისათვის ენის შუაში კეთდება ვიწრო ღარი... ც, წ, ძ-ბგერებისათვის კი ენის ზურგი ოდნავ აიწევს ზევით, აიზნიქება,მიებჯინება ალვეონებს და სკდომის შედეგად ისევ დაბლა ეშვება....

თუ ამჩნევთ , რომ ბავშვი სამეტყველო ორგანოების ზუსტ, დიფერენცირებულ მოქმედებას ვერ ახერხებს ,მაშინ ეს მდგომარეობა მოითხოვს საგანგებო საარტიკულაციო ვარჯიშების ჩატარებას- რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული ბგერების დაყენება- კორექცია. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული საკორექციო საქმიანობისათვის სასურველია მიმართოთ სპეციალისტს...


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 09.11.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 09.11.11 20:48. სათაური: qalbatono keti tu si..


qalbatono keti tu sisina bgerebis warmotkma uchirs mozrdil adamians, sheidzleba tu ara misi gamoscoreba? da ra sheidzleba ikos amis mizezi .

Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 55
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 15.11.11 21:19. სათაური: nino пишет: qalbato..


nino пишет:

 ციტატა:
qalbatono keti tu sisina bgerebis warmotkma uchirs mozrdil adamians, sheidzleba tu ara misi gamoscoreba? da ra sheidzleba ikos amis mizezi



ოდიში ქალბატონო ნინო პასუხის დაგვიანებისათვის, არ ვიცი თქვენი შეკითხვა აქამდე როგორ გამომრჩა მხედველობის არიდან...

მოზრდილი ადამინის შემთხვევაშიც ბგერათწარმოთქმის დარღვევის მიზეზი იგივეა რაც მოზარდობის ასაკში, ანუ არ ხერხდება ამ ბგერის წარმოთქმისათვის აუცილებელი არტიკულაციური მოწყობა, რაც იწვევს მის არასწორ ჟღერადობას. ამ ასაკშიც სწორი მეტყველების დაუფლების, ერთ-ერთი აუცილებელი ბირთვია ნორმალური ფონეტიკური სმენა, ბგერის სმენით გაცნობიერების პარალელურად საჭიროა ამ ბგერის სწორი არტიკულაციის მხედველობითი აღქმა...
ანუ ბგერების დაყენება- კორექციისათვის აუცილებელი მოდელი ასეთია:
1- ვუნვითარებთ ფონეტიკურ სმენას...
2- ვაცნობიერებინებთ, რომ აღნიშნულ ბგერას არასწორად წარმოთქვამს....
3- სარკის წინ ვაჩვენებთ სწორ არტიკულაციას და ვცდილობთ მივიღოთ მისგანაც იგივე(თუ ვამჩნევთ , რომ იგი სამეტყველო ორგანოების ზუსტ, დიფერენცირებულ მოქმედებას ვერ ახერხებს ,მაშინ ეს მდგომარეობა მოითხოვს საგანგებო საარტიკულაციო ვარჯიშების ჩატარებას.) მივაღწევთ რა სწორი ბგერის წარმოთქმას, ლოგოპედიური მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია....გადავდივართ მეორე ეტაპზე- რაც თავის თავში მოიცავს- აღნიშნული ბგერის ჩამაგრება-ჩართვას....
ბგერის ავტომატიზაცია ხდება: მარცვალში, სიტყვაში და შემდეგ ფრაზაში.....
სისინების ჩამგრებას ვიწყებთ- ა- ხმოვანთან- ვაგრძელებთ ე, და ი ხმოვნებთან......და შემდეგ დანარჩენებთან
მოზრდილ ასაკში ამ ყველაფრის გაკეთება შედარებით რთულია, რადგან ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ვებრძვით დარღვეულ ფონეტიკურ სმენას, მოდუნებულ სამეტყველო კუნთს, თუ არასწორ თანკბილვას.... ასევე საქმე გვაქვს ცუდად მეტყველების კარგად გამჯდარ ჩვევასთან.... ანუ გვიხდება "ცუდ ჩვევასთან" ბრძოლაც, რაც არცთუ ადვილი საქმეა-- თუმცა, თუ პაციენტის მხრიდან მონდომება და შრომისუნარი დიდია, შეუძლებელი არაფერია....



Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე



დაურეგისტრირებელია
დარეგისტრირებულია: 01.01.70
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 04.12.11 19:05. სათაური: მყა..


მყავს 3 წლის შვილი , რომელიც მხოლოდ თითო-ოროლა სიტყვას ამბობს, წინადადებებს თითქმის არ წარმოთქვამს. მისი თანატოლები კი უკვე გამართულად ლაპარაკობენ. რისი ბრალია ეს?

Спасибо: 0 
Цитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 57
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 06.12.11 08:53. სათაური: ანა..


ანა пишет:

 ციტატა:
მყავს 3 წლის შვილი , რომელიც მხოლოდ თითო-ოროლა სიტყვას ამბობს, წინადადებებს თითქმის არ წარმოთქვამს. მისი თანატოლები კი უკვე გამართულად ლაპარაკობენ. რისი ბრალია ეს?



ენის ამოდგმას ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ისეთი ბავშვები, რომლებიც ორენოვან ოჯახში იზრდებიან ან ძიძა ჰყავთ სხვა ენაზე მოლაპარაკე. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც, ასეთ შემთხვევაში, ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს რამდენიმე ენაზე.

შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი- გამოიკითხეთ, მშობელთაგან რომელიმემ გვიან ხომ არ ამოიდგით ენა .

თუ ეს ასეა..პირველ შემთხვევაში ესაუბრეთ ბავშვს მშობლიურ ენაზე....იმ ენაზე, რომელზეც მეტყველებს ის სოციუმი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს....
მეორე შემთხვევაში- მიიყვანეთ საბავშვო ბაღში და დააკვირდით,ბავშვებთან სისტემატური კონტაქტითა და აქტიური სამეტყველო გარემოს შექმნით მისი მეტყველების განვითარება წინ უნდა წავიდეს....

მეტყველების შეფერხების კიდევ ერთი მიზეზია არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისას ან სიცოცხლის პირველ წელს. ეს ფაქტორებია ტრავმები, დედის მიერ ორსულობისას მიღებული მედიკამენტები, ინფექციები, მეტისმეტად სწრაფი ან, პირიქით, გახანგრძლივებული მშობიარობა, მემკვიდრეობითი დაავადებები. მათი გავლენით ფსიქომოტორული განვითარება შესაძლოა შეფერხდეს. თუ პატარამ თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა, პირველი ბგერების წარმოთქმა, სიარული თანატოლებთან შედარებით გვიან დაიწყო, სავარაუდოდ, მეტყველების განვითარებაც შეფერხებული ექნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, პატარას ჩაუტარდეს სრული სამედიცინო შემოწმება.შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, პედიატრი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ლოგოპედი- მას შეუდგენენ პროგრამას, რომელიც ფსიქიკურ და მეტყველების პრობლემებს აღმოფხვრის.


Спасибо: 0 
ПрофильЦитата უპასუხე
moderator




შეტყობინება: 59
დარეგისტრირებულია: 12.03.11
შეფასებები: 0
შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 26.12.11 17:06. სათაური: რაư..


რას ნიშნავს სმენის დაქვეითება?

სმენის დაქვეითება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხმები ისე არ ესმის როგორც უნდა ესმოდეს...ზოგიერთი ხმა დამახინჯებულად ესმის , ზოგიერთი ხმა კი შეიძლება სრულიად არ ესმოდეს...


რა იწვევს სმენის დაქვეითებას?





ყური სამი ნაწილისაგან შედგება:



  • გარეთა ყური
    (რომელიც იღებს
    ბგერებს)
    შუა ყური
    (რომელიც გარდაქმნის
    ბგერებს ვიბრაციად)
    შიდა ყური
    (რომელიც ბგერის ვიბრაციებს
    ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის)

    ჩვენ გარეთა ყურს ვხედავთ, რომელსაც ძაბრის ფორმა აქვს. იგი ჰაერში იჭერს ბგერებს და შუა ყურს გადასცემს. მიღებული ბგერები შუა ყურის დაფის აპკს არხევს. ეს რხევები შუა ყურის პატარა ძვლებს გაივლის, სადაც ძლიერდება და შიდა ყურის ლოკოკინის ფორმის
    ჭურჭლამდე აღწევს. ლოკოკინა სითხითაა სავსე. ბგერის რხევები სითხის მოძრაობას იწვევს, რომელიც თავის მხრივ, ლოკოკინას კედლებში განლაგებულ პაწაწინა ბუსუსებს არხევს. ბუსუსების რხევით წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები და თავის ტვინს მიეწოდება. თავის ტვინი კი სწორედ ამ სიგნალების მეშვეობით ხვდება, თუ რა ხმები გვესმის.



    სმენის პრობლემები



    ძირითადად არსებობს სმენის დაქვეითების სამი ტიპი:

    შეძენილი – როდესაც სმენის დაქვეითება დაკავშირებულია გარეთა და
    შუა ყურთან. ასეთი სმენის დაქვეითება დროებითია, რადგან მკურნალობის შემდეგ ეს პრობლემა ძირითადად გვარდება.
    სენსორული დაქვეითების დროს ყურის ლოკოკინას პაწაწინა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბუსუსები დაზიანებულია. ასეთ დროს ბავშვს შეიძლება ესმოდეს გარკვეული ბგერები, ან საერთოდ არ ესმოდეს. ეს მდგომარეობა მუდმივია და ბავშვის მეტყველებაზე აისახება.

    ნერვული – როდესაც ლოკოკინას ტვინთან დამაკავშირებელი ნერვია დაზიანებული და არ ხდება მიღებული სიგნალების ტვინამდე მიწოდება.


    რა იწვევს სმენის დაქვეითებას?

    სმენის დაქვეითებას შეიძლება იწვევდეს მუცლადყოფნის დროს გადატანილი ინფექციები, ტრავმა მშობიარობის დროს, ნაადრევი მშობიარობა, ჩვილის ხანგრძლივი მოთავსება ჟანგბადის კამერაში, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მენინგიტი, სითხე შუა ყურში, თავის ტრავმა და ა.შ.
    სმენაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს ძლიერ ხმაურში ხშირად ყოფნა, მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა, განსაკუთრებით ყურსასმენებით.


    როგორ გავუფრთხილდეთ ყურებს


    სახიფათო დეციბელები
    გახსოვდეს, რომ ძლიერმა და ხანგრძლივმა ხმაურმა შეიძლება ყური დაგიზიანოს და სმენა დაგიქვეითოს.
    • მოერიდე ისეთ ხმაურიან ადგილებს, სადაც მეგობრებს
    ერთმანეთის საუბარი არ გესმით.
    • თუ მუსიკა იმდენად ხმამაღალია, რომ სხეულითაც გრძნობ
    ვიბრაციას, იცოდე, რომ სმენას საფრთხეს უქმნი.
    • თუ შენი ყურსასმენებიდან მუსიკა სხვას ესმის, მაშინ დაუწიე ხმას.
    • მაშხალებმა და შუშხუნებმა შეიძლება სმენა დააზიანოს.
    • ნებისმიერი ძლიერი ხმა, რომელიც ყურებში ზარის რეკვის
    მსგავს შეგრძნებას იწვევს, სახიფათოა..


  • Спасибо: 0 
    ПрофильЦитата უპასუხე



    დაურეგისტრირებელია
    დარეგისტრირებულია: 01.01.70
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 27.01.12 02:40. სათაური: მყა..


    მყავს 14 წლის გოგონა, 5 წლიდან დაეწყო ენის ბორძიკი, წინა ასოებს და მარცლებს იმეორებს, მის შემდეგ ვმუკნალობთ სხვადასხვა ნერვოპათალოგთან, ლოგოპედთანაც დამყავდა,შედეგი არ გამოიგო, იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

    Спасибо: 0 
    Цитата უპასუხე



    დაურეგისტრირებელია
    დარეგისტრირებულია: 01.01.70
    შეტყობინების მიასმართი  გაგზავნილია: 27.01.12 02:40. სათაური: მყა..


    მყავს 14 წლის გოგონა, 5 წლიდან დაეწყო ენის ბორძიკი, წინა ასოებს და მარცლებს იმეორებს, მის შემდეგ ვმუკნალობთ სხვადასხვა ნერვოპათალოგთან, ლოგოპედთანაც დამყავდა,შედეგი არ გამოიგო, იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

    Спасибо: 0 
    Цитата უპასუხე
    Ответов - 44 , стр: 1 2 3 All [მხოლოდ ახალი]
    პასუხი:
    1 2 3 4 5 6 7 8 9
    видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки оффтопик свернутый текст

    показывать это сообщение только модераторам
    не делать ссылки активными
    Имя, пароль:      зарегистрироваться    
    Тему читают:
    - წევრი ფორუმზეა
    - წევრი არ არის ფორუმზე
    დროის ყველა აღმნიშვნელია ფორმატისაა  3 დრო 3
    მარცხნივ: სმაილები კი, სურათები კი, შრიფტი არა, ხმის მიცემა არა
    ავატარი კი, მისამართების ავტოშეცვლა ჩართულია, премодерация გამორთულია, правка არა



    //osw